ტიბეტელ ბერს ესტუმრა მისი მოწაფე და შესჩივლა:
- მძიმე და გაუსაძლისი ცხოვრება მაქვს და მირჩიე, რა ვქნა და როგორ, თორემ ლამის ფარ-ხმალი დავყარო და წყალში გადავეშვა...
წამოდგა ბერი უსიტყვოდ, აავსო წყლით ოთხი ჯამი და შიგ ჩაყარა:
🥄 ერთში - ხის კოვზი,
🥕მეორეში - სტაფილო,
🥚მესამეში - კვერცხი და
☕მეოთხეში - ყავის მოხალული მარცვლები...
🤷ცოტა ხანში ყველა ნივთი უკან ამოიღო, მიუტრიალდა მოწაფეს, გადაუშალა თვალწინ ყველაფერი და კითხა:
- რა შეიცვალა? 🤔
- არაფერი... - მიუგო მოწაფემ.
🥣 ამის პასუხად ბერმა ოთხივე ჯამი ცეცხლზე შემოდგა.
🥣მცირე ხნის შემდეგ ადუღებულ წყალში ისევ ჩაყარა 🥄ხის კოვზი, 🥕სტაფილო, 🥚კვერცხი და ☕ყავის მარცვლები.
🧐 მოწაფე ინტერესით შეჰყურებდა ოსტატს, თუმცა მის მზერაში გაურკვევლობაც იკითხებოდა...
⏰ გარკვეული დროის შემდეგ ბერმა კვლავ ამოიღო ჯამებიდან ხის კოვზი, სტაფილო და კვერცხი, ხოლო მეოთხე ჯამში მოდუღებული ყავა ჩამოასხა ფინჯანში.
- რა შეიცვალა? - ისევ იკითხა ოსტატმა. 🧓🗣️
- სტაფილო და კვერცხი მოიხარშა, დუღილის შემდეგ ყავა წყალში გაიხსნა, ხოლო ხის კოვზი უცვლელი დარჩა! - უპასუხა მოწაფემ.🧑
- ეს შედეგის მხოლოდ ზედაპირული შეფასებაა... - უთხრა მას ოსტატმა და მიუთითა სტაფილოზე - კარგად დააკვირდი სტაფილოს - როგორც ხედავ, გარეგნულადაც კი შეიცვალა.
🥕ის გადაიხარშა და მყარი მასიდან გარდაიქმნა რბილ მასად, რომელიც მასზე ზეწოლის შემთხვევაში სრულად დაიშლება.
🥄 ახლა შეხედე ხის კოვზს... ის ისეთივეა, როგორიც იყო!
🥚როგორც ხედავ, კვერცხმა არ იცვალა გარეგანი იერსახე, მაგრამ გამაგრდა შიგნით და მისთვის უკვე ნაკლებად საშიშია ზეგავლენა, რომლის შედეგად გატყდებოდა და იატაკზე გადმოიღვრებოდა მისი გული და ცილა...
☕ყავა კი შეერწყა წყალს, მიანიჭა მას ახალი გემო და არომატი...
💦 ჩვენი ცხოვრება - წყალია.
🔥ცეცხლი კი - ცვლილებები და არახელსაყრელი პირობები.
🥕 სტაფილო,🌳 ხე, 🥚კვერცხი და ☕ყავა - ყველა მათგანი ადამიანის გარკვეული ტიპია, რომელიც თავისებურად იცვლება გარემოსთან ერთად.
🧑🥕ადამიან სტაფილოს (და ასეთი ბევრია ჩვენ გარშემო), მხოლოდ მოჩვენებითი სიმტკიცე ახასიათებს და რთულ ვითარებაში სუსტი, დამყოლი და მორჩილი ხდება.
🤷ყველაზე კრიტიკულ მომენტში ასეთი ტიპის ადამიანები ნებდებიან, ხელებდაშვებულები, თავდახრილები დგანან და თავის გაჭირვებაში ადანაშაულებენ ყველას და ყველაფერს...
😕ასეთი ადამიანები გემრიელი ლუკმაა არაკეთილსინდისიერი ექიმებისთვის, ხარბი ვაჭრებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და მკითხავებისთვის.
🧑🌳ადამიანი ხე, რომელიც ცოტაა ჩვენში, არ იცვლება და არ ღალატობს თავის პრინციპებს რა რთულიც უნდა იყოს ვითარება. როგორც წესი, ცივსისხლიანი, შინაგანად გაწონასწორებული და მიზანდასახულია.
👍 ასეთი ადამიანები გაჭირვების ჟამს ხდებიან სამაგალითოები და უჩვენებენ ყველას იმას, რომ არაფერია მარადი, მათ შორის წუხილი და გაჭირვება და შავბნელ დროს შეცვლის ნათელი, ღამეს - დღე, წუხილს - სიხარული.
🧑🥚ადამიანი კვერცხი ისეთი ტიპის ადამიანია, რომელსაც აკაჟებს და აძლიერებს გაჭირვება...
😑 სამწუხაროა ის, რომ ამქვეყნად ძალიან ცოტანი არიან...
💫 ჩვეულებრივ ცხოვრებაში, რუტინულ ყოფაში ასეთი ადამიანები არაფერს წარმოადგენენ, მაგრამ ოქროს ზოდის ფასი ედებათ ძნელბედობის ჟამს და ჯიუტად მიიწევენ დასახული მიზნისკენ, არაფრად აგდებენ მათ წინაშე არსებულ დაბრკოლებებსა და წინააღმდეგობას...
- ყავაზე რას იტყვი, ისტატო? - იკითხა მოწაფემ. 🤔
- აი, ეს კი ყველაზე საინტერესოა! - უპასუხა ღიმილით ოსტატმა და მოსვა ფინჯანიდან არომატული ყავა - არახელსაყრელი ცხოვრებისეული გარემოებების გამო და პირობების ზეგავლენის ქვეშ, ყავის მარცვალი სრულად დაიშალა და შეერწყა გარემოს, რის შედეგად სრულიად უფერული და უგემური წყალი აქცია არომატულ და გამამხნევებელ სასმელად.
🙏არსებობენ განსაკუთრებული ტიპის ადამიანები და ისინი სანთლით საძებნელი გვიხდებიან.
🔵ისინი არ იცვლებიან არახელსაყრელი გარემოს და ვითარების წნეხის ქვეშ, არამედ თავად ცვლიან გარემოს, მოვლენებს და ცხოვრებას უკეთესობისკენ - მათთვის არ არსებობს პრობლემა, შეცდომა და წარუმატებლობა, არამედ არსებობს მხოლოდ ამოცანა, გამოცდილება და წინსვლა საკუთარი თავისა და კაცობრიობის სასიკეთოდ...
🤔🤔შენ რომელი ტიპის ადამიანი ხარ? არჩევანი მხოლოდ შენზეა.
თარგმნა: გიორგი კალატოზიშვილმა