გვერდები

სამუშაო შეხვედრები კოლეგებთან


სსიპ ქალაქ ლაგოდეხის მე-3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის წამყვანი მასწავლებლის, ეკატერინე ლეკიაშვილის, მიერ ჩატარებული  კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის გეგმა
         კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის მიზანი სსიპ ქალაქ ლაგოდეხის მე-3 საჯარო სკოლის მასწავლებელთა მიერ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისება და გამოყენებაა. რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის შესაბამისად.
         კურსი მოიცავს ორსაათიან სამ  სამუშაო შეხვედრას და მეოთხე შეხვედრა იმისთვის, რომ მასწავლებლებმა ორგანიზება გაუკეთონ მიღებულ ცოდნას, დასვან კითხვები და მიიღონ დამატებითი კონსულტაცია. პერიოდულად, საჭიროებისამებრ ფაილების ატვირთვა-გაზიარებისა თუ ბლოგის წარმოებისას შექმნილი პრობლემისას მასწავლებლებს  გავუწევ ინდივიდუალურ ფასილიტაციას.
      შეხვედრების თემად შევარჩიე Google Drive და ბლოგი. ვის, თუ არა მასწავლებელს უამრავი ამა თუ იმ ტიპის ინფორმაცია გვიგროვდება, რომელიც საჭიროებს უსაფრთოდ შენახვას. კოლეგებისთვის, მშობლებისთვის თუ მოსწავლეებისთვის გაზიარებას.

I შეხვედრა
მიზანი:
Ø  რა არის Drive;
Ø  Drive-ს ინტერფეისი;
Ø  ფაილის ატვირთვა;
Ø  ფაილზე სახელის დარქმევა, გადარქმევა, გადმოწერა, წაშლა;
Ø  საქაღალდის შექმნა და მასში ფაილის ატვირთვა;
Ø  ფაილებისა და საქაღალდეების მოძებნა, დათვალიერება;
Ø  ფაილისა და საქაღალდის გაზიარება;
Ø  საქაღალდის გამოქვეყნება;
Ø  დოკუმენტის გამოქვეყნება EMBED კოდით;
Ø  პრეზენტაციის გამოქვეყნება EMBED კოდით;
Ø  რჩეული ინფორმაციის საქაღალდე;
Ø  გაზიარებული ინფორმაციის ნახვა;

შეხვედრის აქტუალურობა:
          Google Drive არის უსაფრთხო ღრუბლოვანი ონლაინ   საცავი, რომელიც გვაძლევს მეხსიერების 15 გბაიტი ინფორმაციის უფასოდ შენახვის საშუალებას.  აქ შეგვიძლიათ შევინახოთ ნებისმიერი დანართი, რათა მოვახდინოთ მათი ორგანიზება, რედაქტირება და სხვებისთვის გაზიარება. შეგვიძლიათ შევინახოთ ფაილები, ელფოსტის დანართები და შევქმნათ ფოტოებისა და ვიდეოების სარეზერვო ასლები. შედეგად დაცულები ვართ კომპიუტერის გაფუჭებისას ან სხვა ფორსმაჟორული სიტუაციების დროს ინფორმაციების დაკარგვისაგან. სხვებისთვის გაზიარებულ დანართებს შეგვიძლია მივანიჭოთ დათვალიერების ან რედაქტირების უფლება. მათ ადვილად შეუძლიათ ჩვენ მიერ ატვირთული ფაილების ჩამოტვირთვა. ყოველივე აადვილებს კოლეგებთან ურთიერთობას, ცოდნის გაზიარებას და პროფესიულ ზრდას, რაც თავისთავად მოსწავლეთა შედეგებზეც აისახება.

II შეხვედრა
თარიღი: 14.03.2019წ.
მიზანი:
Ø  რა არის ბლოგი - შესავალი, მიმოხილვა;
Ø  ახალი ბლოგის შექმნა;
Ø  ბლოგზე შესვლა;
Ø  ბლოგის შაბლონის და ფონის შეცვლა;
Ø  ბლოგის მაკეტის ცვლილება;
Ø  ბლოგიდან გამოსვლა;
Ø  ბლოგის წაშლა;
Ø  პოსტის გამოქვეყნება, რედაქტირება, წაშლა;
Ø  პოსტში სურათის ჩასმა. ზომის, მდებარეობის შეცვლა, წაშლა;


შეხვედრის აქტუალურობა:
      ბლოგი, ეს მარტივი ვებ საიტია, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა მომხმარებელმა შექმნას. აქ კეთდება ჩანაწერები, რომლებიც აღწერენ სხვადასხვა მოვლენას. ვაქვეყნებთ გრაფიკულ, ვიდეო-აუდიო მასალას. ბლოგი აერთიანებს ტექსტს, გამოსახულებას, ბლოგების, ვებ-საიტების ლინკებს. იძლევა ინფორმაციას მნახველების რაოდენობის შესახებ, მკითველის მიერ კომენტარის დატოვების საშუალებას, რაც ბლოგის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია. ბლოგი სოციუმთან ურთიერთობის ერთ-ერთი საშუალებაა. მისი საშუალებით შეგვიძლია საკუთარი აზრის საჯაროდ დაფიქსირება-გაზიარება, უკუკავშირის მიღება, ცოდნისა და გამოცდილების  გაზიარება. მშობლებისთვის, კოლეგებისთვის ინფორმაციის მიწოდების კარგი საშუალებაა, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნე შესაძლებელია ტექსტების, სურათების, ფილმების, მუსიკალური ფაილების გამოქვეყნება და გაზიარება. ჩვენ შემთხვევაში საუბარია საგანმანათლებლო ბლოგზე. პირველ რიგში აუცილებელია ისეთი ვიზუალის შექმნა, რომ თემატურად და შინაარსობრივად პასუხობდეს ბლოგის შექმნის მიზანს. მხოლოდ ტექსტური ინფორმაცია განთავსება საინტერესო არაა, უმჯობესია თუ ვიზუალურადაც შთამბეჭდავს გავხდით და გავაფორმებთ/გავამყარებთ შესატყვისი ფოტომასალით.

III
თარიღი: 15.03.2019წ.
მიზანი:
Ø  ბლოგზე გვერდების შექმნა, გამოქვეყნება, თანამიმდევრობის შეცვლა, წაშლა;
Ø  ბმულის შექმნა;
Ø  ვიდეოს გაზიარება, ჩაშენება;
Ø  პრეზენტაციის გამოქვეყნება;
Ø  ინფორმაციული ობიექტი - გაჯეტი;
Ø  გაჯეტის დამატება, გადაადგილება;
Ø  გაჯეტის ბმულების ჩასმა ბლოგზე;
Ø  სტატისტიკისა და გამოკითხვის გაჯეტების დამატება;

შეხვედრის აქტუალურობა:
        ბლოგი მით უფრო კარგია, რაც მეტი ადამიანი აღმოაჩენს მისთვის საინტერესო მასალებსა თუ ინფორმაციებს. დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ არის დალაგებული თემები ბლოგზე. რამდენად მარტივია საიტზე ნავიგაცია. რამდენად საინტერესო და მრავალფეროვან თემებს გვთავაზობს ავტორი.   ამიტომ, რაც უფრო მრავალფეროვან ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ ბლოგზე მუშაობის პროცესში, მით უფრო მეტი დაინტერესებული მკითხველი,  მომხმარებელი თუ თანამოაზრე გვეყოლება. გამოკითხვა საშუალებას მოგვცემს უფრო დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ ბლოგი, მივიღოთ ინფორმაცია სხვა ეფექტური მეთოდების შესახებ და სხვ.;

IV
თარიღი: 20.03.2019წ.
მიზანი:
Ø  შესწავლილი ინსტრუმენტების პრაქტიკაში გამოყენება და შექმნილი პრობლემების გაანალიზება-აღმოფხვრა;
შეხვედრის აქტუალურობა:
         ახალი ინსტრუმენტის შესწავლისას ყოველთვის იჩენს ხოლმე თავს გაუგებრობები. სანამ ადამიანს ჩვევაში არ გადაუვა ესა თუ ის საქმე, მას ძნელად ეჩვენება და უამრავი კითხვაც უჩნდება. ამ შეხვედრაზე მასწავლებლები Google Drive-ზე და ბლოგზე მუშაობის შედეგად გაჩენილ პრობლემებსა თუ ხარვეზებზე ისაუბრებენ. მესამე მეცადინეობის შემდეგ 4 დღიანი ინტერვალი იმიტომ მივეცი, რომ მათ დრო ჰქონოდათ შესწავლილი პრაქტიკაში აქტიურად განეხორციელებინათ. მათ არ უნდა დარჩეთ უსუსურობისა და შიშის განცდა, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი ახალი ჩვევის გამომუშავების პროცესში.  ამის შემდეგაც, არაფორმალურ გარემოში, ინდივიდუალურად ყოველთვის ვითანამშრომლებ მათთან და საჭიროების შემთხვევაში გავუწევ დახმარებას.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში შექმნილი პროდუქტი - ბლოგის ვებ მისამართები:
https://lolakapanadze.blogspot.com/   ლოლა კაპანაძე
https://chadunelimanana.blogspot.com/  მანანა ჩადუნელი
https://irinatsiklashvili.blogspot.com/  ირინა წიკლაშვილი
https://khatunasamkharadze.blogspot.com/   ხათუნა სამხარაძე
  https://ninakochiashvili14.blogspot.com/           ნინა ყოჩიაშვილი


სსიპ ქალაქ ლაგოდეხის მე-3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის  მასწავლების ლოლა კაპანაძის კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის რეფლექსია

          2019 წლის თებერვალში ჩვენის სკოლის წამყვანმა მასწავლებელმა, ეკატერინე ლეკიაშვილმა, კოლეგებს შემოგვთავაზა სამუშაო შეხვედრებში მონაწილება. შეხვედრების თემად შერჩეული ჰქონდა Google drive-ი და Blog-ი. ორივე საკითხი საინტერესოდ და საჭიროდ ჩავთვალე და გადავწყვიტე კოლეგებს შევერთებოდი. შეხვედრების დღეებად დავთქვით დღეები მარტში, როცა ბავშვებს საგაზაფხულო არდადეგები ექნებოდათ და ჩვენც უფრო მეტი თავისუფალი დრო დაგვრჩებოდა პროფესიული განვითარებისათვის.
    პირველი შეხვედრა შედგა 13 მარტს. Gmail.com-ზე ელექტრონული ფოსტები შეხვედრის ყველა მონაწილეს უკვე გვქონდა, მაგრამ  ამდენი აპლიკაცია თუ  ჰქონდა ნამდვილად არ ვიცოდი. ჩემი ელექტრონული მასალები ასე მარტივად,  კომფორტულად და უსაფრთხოდ თუ შეიძლებოდა შემენახა არ ვიცოდი. გავიგე რა არის Drive, გავეცანი სამუშაო ველებს, ინტერფეისს. მუშაობა ჩემთვის უფრო მოსახერხებელი რომ ყოფილიყო, შეხვედრის ორგანიზატორმა სამუშაოდ რუსული ენა დამიყენა, რადგან ინგლისურად გამიჭირდა. ვისწავლე როგორ უნდა ავტვირთო ფაილი. ასევე ფაილზე სახელის დარქმევა, გადარქმევა, გადმოწერა, წაშლა; ყველაფერი ეს პრაქტიკულად განვახორციელეთ რამოდენიმეჯერ. შემდეგ საქაღალდის შექმნა და  მასში ფაილის ატვირთვა ვისწავლე. ახლა მე არ მაქვს დრაივზე ბევრი მასალები და მოძებნაც არ ჭირს, მაგრამ ვისწავლე როგორ მოვძებნო საძიებო სისტემით კონკრეტული დოკუმენტი, გავხსნა და დავათვალიერო. ასევე ავტვირთეთ მთლიანი საქაღალდეები. შეიძლება რომელიმე საქაღალდეს რჩეულის ნიშანიც დავამატოთ. ან სხვადასხვა ფერად შევღებოთ თემების მიხედვით. გარდა ლინკის საშუალებით გაზიარებისა ყოფილა EMBED კოდი, რომელიც დოკუმენტის და პრეზენტაციის ჩაშენების საშუალებას იძლევა.        შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გავუზიარეთ ფაილები და საქაღალდეები, როგორც დათვალიერების ასევე რედაქტირების რეჟიმში.
          ორგანიზატორი მასწავლებელი, ეკატერინე ლეკიაშვილი, ინდივიდუალურად გვიხსნიდა და გვეხმარებოდა, შემდეგ ყოველივეს თავიდან გვაკეთებინებდა. ყველაფერს ამას რამოდენიმეჯერ ვაკეთებდით, რომ ცოდნა გაგვმტკიცებოდა. ვფიქრობ, ამ დღეს მიღებული ცოდნა დამეხმარება ელექტრონული მასალების შენახვა-დახარისხებაში, ინფორმაციების კოლეგებთან გაზიარებაში და მათთან ერთობლივი მუშაობის დაგეგმვაში.
      შეხვედრის მეორე დღეს, 14 მარტს გავეცანით ბლოგს, მის დანიშნულებას და სპეციფიკას. ეკატერინე ლეკიაშვილმა გვაჩვენა თავისი ბლოგი და გვითხრა როგორ იყენებდა მას, რამდენად მოსახერხებელი და გამოყენებადია როგორც პირადად შენთვის, ასევე კოლეგებისთვის, მშობლებისთვის და ბავშვებისთვის. გავიგე, რომ შესაძლებელია რამოდენიმეც კი გააკეთო სხვადასხვა დანიშნულებისთვის.
     შევქმენით ახალი ბლოგი. მოვსინჯეთ მაკეტის რამოდენიმე ვარიანტი და შევარჩიე ჩემთვის სასურველი. შემდეგ დიზაინების ინსტრუმენტების გამოყენებით დავაყენე ფონი, ფერი, შრიფტის ზომა და ა.შ.  შევინახე ჩემი ნამუშევარი და შემდეგ დათვალიერების რეჟიმით ვნახე, რაც არ მომეწონა ხელახლა მივუბრუნდი და შევცვალე. გავიგე როგორ უნდა შევიდე და გამოვიდე ბლოგიდან ან წავშალო. დავწერეთ პოსტი, დავარედაქტირეთ ფერის, ფორმის, ზომის მიხედვით, ჩავსვი შესაბამისი  სურათი. ვისწავლე როგორ შევუცვალო სურათს ადგილმდებარეობა და ზომა. რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მომეწონა დღევანდელი დღის თემა, რადგან შეიძლება მრავალფეროვანი მასალების განთავსება ან სულაც კლასის სურათების ჩასმა.
         15 მარტის შეხვედრაზე ბლოგზე შევქმენით გვერდები და გამოვაქვეყნეთ, რათა სხვებისთვისაც ხილული ყოფილიყო, შემდეგ ვისწავლეთ მათი მდებარეობის, თანმიმდევრობის  შეცვლა. არც მათი წაშლა ყოფილა პრობლება. ვარჯიშისას უამრავი შევქმენი, რაც მერე მარტივად წაგვშალევინა ჩვენმა ონგანიზატორმა. ძალიან მომეწონა youtube-დან ვიდეოს ემბედ კოდის საშუალებით ჩაშენება და გამოქვეყნება. ასევე PP-ს პრეზენტაცია დრაივზე ატვირთვის შემდეგ გადავიყვანეთ საპრეზენტაციო რეჟიმში და ისიც ემბედ კოდით გამოვაქვეყნეთ ბლოგზე, რაც მნახველს საშუალებას აძლევს დაათვალიეროს პრეზენტაცია. გვერდების, პოსტების შემდეგ გაჯეტების ჩასმაც ვისწავლეთ. მე პირადად დავამატე სასრგებლო ბმულები და ვიზიტორთა რაოდენობის მთვლელი. აუცილებლად დავამატებ გამოკითხვის გაჯეტსაც. ვისწავლე როგორ დავადო ლინკი წინადადებას/სიტყვას და ჩავსვი პირად ბლოგზე.
          ბოლო შეხვედრა 20 მარტს შედგა. შეხვედრის ორგანიზატორმა მასწავლებელმა, ეკატერინე ლეკიაშვილმა, კიდევ ერთხელ მიმოიხილა შესწავლილი საკითხები. იყო ინსტრუმენტები რომელიც უფრო მერთულა და კითხვებიც მათ გარშემო დავსვი და პრაქტიკაშიც განვახორციელე.
       ვფიქრობ, აღნიშნული შეხვედრა დამეხმარება პროფესიულ ზრდაში, საკუთარი პრაქტიკის გამრავალფეროვნებაში. ჩემი საქმიანობაც უფრო აქტიური და საინტერესო გახდება.



სსიპ ქალაქ ლაგოდეხის მე-3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის წამყვანი მასწავლებლის, ეკატერინე ლეკიაშვილის, მიერ კოლეგებთან ჩატარებული  სამუშაო შეხვედრის ანგარიში

შეხვედრის თემა: 
სასწავლო რესურსების შექმნა LearningApps.org-ში და  მისი გამოყენებ
სასწავლო პროცესში“

         ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გარეშე დღეს წარმოუდგენელია პროგრესი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში. ინფორმაციული საზოგადოების შექმნა და მსოფლიო ინფორმაციულ სივრცეში აქტიურად ჩართვა ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულ ამოცანად არის მიჩნეული. კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის მიზანი სსიპ ქალაქ ლაგოდეხის მე-3 საჯარო სკოლის მასწავლებელთა მიერ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისება და გამოყენებაა. როგორც  ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვკითხულობთ: 
მუხლი 7. ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზნები
1. ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზნებია მოსწავლეს განუვითაროს გამჭოლი უნარები და ღირებულებები. მათ შორის:
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება
·         ქსელური ძიება;
·         ინფორმაციის გავრცელება;
·         ელექტრონული რესურსის მოძიება და გამოყენება სასწავლო პროცესში.
     ისტ-ის გამოყენება მოსწავლეებს ეხმარება სხვადასხვა სასწავლო საგნით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაში, იგი ხელს უწყობს თვით ისტ-თან დაკავშირებული კომპეტენციების განვითარებასაც. ეს კი მნიშვნელოვანია თანამედროვე ცხოვრებაში აუცილებელი ციფრული წიგნიერების შესაძენად. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ციფრული, ისევე, როგორც რაოდენობრივი წიგნიერება, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წიგნიერება ტრადიციული გაგებით.    
       ნებისმიერი საგნის მასწავლებელს უნდა შეეძლოს ისეთი რესურსების, ონლაინ სავარჯიშოების შედგენა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მოახდენს ბავშვის განვითარებას.  ინტერნეტ სივრცეში უამრავი web 2.0 ინსტრუმენტია. რომელთა საშუალებით შედგენილი პლაკატები, სავარჯიშოები, ელექტრონული წიგნები, ტესტები, კროსვორდები, თავსატეხები ამაღლებს მოსწავლეთა ინტერესს, მოტივაციას, აკადემიურ უნარებს. ელექტრონული რესურსის უპირატესობა, მისი მრავალჯერადად გამოყებაა. ასევე შეგვიძლია გავხადოთ ფუნქციური და ერთი ტიპის შაბლონი მარტივად მოვარგოთ სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფს.
       ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში, გადავწყვიტე კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის ორგანიზება. შეხვედრების თემად შევარჩიე  learningApps.org., რომელიც მრავალფეროვანი და ეფექტური დავალებების შექმნის საშუალებას იძლევა. მისი გამოყენება შეიძლება გაკვეთილის სამივე ფაზაზე, როგორც ნასწავლის გასამტკიცებლად, ასევე, ცოდნის შესამოწნებლადაც. პროგრამის ინტერფეისიც მარტივი და ადვილად ასათვისებელია.
            ვფიქრობ, პროგრამაში დასარეგისტრირებლად და  ასათვისებლად საკმარისი იქნება სამი ორსაათიანი სამუშაო შეხვედრა.  იმ შემთხვევაში თუ თავი იჩინა გარკვეულმა ტექნიკურმა თუ რაიმე ტიპის პრობლემამ, შეხვედრების რაოდენობა და დრო აუცილებლად გაიზრდება.  შემდგომი მუშაობისას მასწავლებლებს დროდადრო  გავუწევ ინდივიდუალურ ფასილიტაციას.
       ერთხელ უკვე გავუწიე ორგანიზება მასწავლებლებთნ სამუშაო შეხვედრას და გამოცდილებამ მიჩვენა, რომ მათ საკმაოდ უჭირთ ტექნოლოგიების გამოყენება. ამიტომ, გადავწყვიტე მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის სწავლებას დავუთმო დრო, რადგან გზად ვიცი, უამრავი წვრილმანი საკითხი გამოჩნდება, რომელსაც გვერდს  ვერ ავუვლი.  მირჩევნია ყველა ტიპის დავალება საგულდაგულოდ და საფუძვლიანად გავიარო მათთან ერთად.


I შეხვედრა
მიზანი:
·         სასწავლო რესურსის როლი სწავლა-სწავლების პროცესში;
·         მოსწავლეთა ინტელექტი გარდნერის თეორიის მიხედვით;
·         რესურსის ტიპები;
·         საგანმანათლებლო რესურსის შეფასების სქემა;
·         რეგისტრაცია learningApps.org - ში;
·         learningApps.org - ის ძირითადი ინსტრუმენტები და სავარჯიშოს რედაქტირება/შექმნა;
·         სხვა მასწავლებლების გამოცდილების გაზიარება;

შეხვედრის აქტუალურობა:
     ხშირ შემთხვევაში მასწავლებლებმა არც კი იციან რა მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო თამაშებს სასწავლო პროცესში. რა შინაარსის დიდაქტიკური მასალების შექმნა შეიძლება სასწავლო პროცესში. რომელი სერვისები გამოიყენონ განმავითარებელი სავარჯიშოების შექმნისას. მასწავლებელი მეთოდურად კარგად დაგეგმილი გაკვეთილითა და დამუშავებული სასწავლო მასალით მოსწავლეებს შესასწავლი საკითხების გააზრებაში ეხმარება. გამოცდილი მასწავლებელი ოსტატურად ახერხებს სხვადასხვა ტიპის უნარებზე აგებული სავარჯიშოების სასწავლო მასალაში ინტეგრირებას, რათა თანაბრად უზრუნველყოს თითოეული მოსწავლის სწავლა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, აუცილებელია, მასწავლებელმა დაგეგმოს გაკვეთილი, დაამუშაოს მასალა ისე, რომ მოარგოს სხვადასხვა ტიპის მოსწავლეთა განსხვავებულ ჯგუფს. ამისთვის ის გამუდმებით უნდა იკვლევდეს თავის სამიზნე აუდიტორიას და პოულობდეს პასუხს კითხვაზე, როგორ და რა გზით დააკმაყოფილოს მოსწავლეთა ინდივიდუალური მოთხოვნები და სწავლის განსხვავებული სტილი. სწავლების სხვადასხვა ეტაპზე მასწავლებელს სჭირდება, გასცდეს სახელმძღვანელოს ჩარჩოებს.
   მასწავლებლის მიერ საგანმანათლებლო რესურსის შექმნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რა ემოციურ განწყობას უქმნის ესა თუ ის რესურსი მოსწავლეს, განაწყობს თუ არა პოზიტიურად. ეს კი იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ რესურსის გამოყენება საშუალებას მისცემს მოსწავლეს, კომფორტულად იგრძნოს თავი და ჰქონდეს რწმენა, რომ შეძლებს სწავლას.
 LearningApps.org-ი ონლაინ პროგრამაა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას არა მარტო გამოვიყენოთ შაბლონები და მოვარგოთ ჩვენს საგანში შესაბამის სავარჯიშოებს, არამედ თვითონვე შევქმნათ აქტივობები სხვადასხვა თემაზე. ჩვენ მიერ შექმნილი მრავალფეროვანი აქტივობები ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, ჩართულობას და კოგნიტურ უნარებს. მთავარია რესურსის გაკეთების მომენტში გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინტელექტი გარდნერის თეორიის მიხედვით, ასაკი, ინტერესთა სფერო, ისტ ფლობის უნარები;
      კოლეგებთან სამუშაო შეხვედრები გარდა სასწავლო რესურსის შექმნისა და მისი პრაქტიკაში გამოყენებისა, მიზნად ისახავს თანამშრომლობას, კოლეგიალობას, გუნდურობას და საკუთარი პრაქტიკის შეფასებას.


II შეხვედრა
თარიღი:  18.04.2019წ.
მიზანი:
·         საშინაო დავალების წარდგენა;
·         ახალი ტიპის სავარჯიშოს შექმნა;
·         LearningApps-ის პირადი გვერდი;
·         საქაღალდის შექმნა და რესურსების თემატურად განთავსება;


შეხვედრის აქტუალურობა:
იმისთვის, რომ მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსი იყოს ეფექტური და ამ შრომისთვის დახარჯულმა დრომ ნაყოფი გამოიღოს, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი მიდგომები:
Ø  მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსი უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლეების გამოცდილებას, მათ გარშემო არსებულ სინამდვილეს. გარდა ამისა, თემა უნდა იძლეოდეს რეალური მიზნებისთვის გამოყენების საშუალებას. მან იმდენად უნდა დააინტერესოს მოსწავლე, რომ მას იმავე თემის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიების სურვილი გაუჩნდეს. რესურსის გამოყენებით შეიძლება ისეთი სავარჯიშოებისა და აქტივობების მოფიქრება, რომლებიც ცოდნის გამოყენების საშუალებას მისცემს მოსწავლეებს. რესურსის შედგენისას აუცილებელია, მასწავლებელმა გაითვალისწინოს სასწავლო გეგმის მიზნები და ამოცანები.
Ø  რესურსმა უნდა მოახდინოს ინტერაქციის სტიმულირება. მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსი მოსწავლეებს უნდა აძლევდეს მუშაობისა და ინტერაქციის საშუალებას რეალურ ცხოვრებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციებში. ამისთვის კლასში უნდა გვქონდეს სათქმელი, უნდა გვყავდეს მიმღები, ვისაც ჩვენს სათქმელს გავუზიარებთ და  რა შედეგს გამოიღებს ჩვენი კომუნიკაცია.
Ø  რესურსმა უნდა უბიძგოს და გეზი მისცეს მოსწავლეებს სწავლის უნარებისა და სტრატეგიების განსავითარებლად და დასახვეწად. შეუძლებელია, მასწავლებელმა გაკვეთილის ფარგლებში გადასცეს მოსწავლეებს ყოველივე ის, რაც მათ უნდა იცოდნენ. მასწავლებლის მიერ შექმნილი და გაკვეთილზე გამოყენებული რესურსი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს მასალის ათვისებაში, აჩვევდეს მას თავად სწავლის სწავლას, ეხმარებოდეს და უბიძგებდეს მიღებული ცოდნის საკლასო ოთახის გარეთ გამოყენებისკენაც.
Ø  რესურსმა მოსწავლეებს საკითხში ჩაღრმავების საშუალება უნდა მისცეს. კარგად შედგენილი რესურსი მოსწავლეს საკითხის ღრმად გაგებაში უნდა დაეხმაროს.
     მასწავლებელი მეთოდურად კარგად დაგეგმილი გაკვეთილით, სასწავლო რესურსებით, შეფასების კრიტერიუმებით, - უნდა ირგებდეს ფასილიტატორის როლს და ეხმარებოდეს მოსწავლეს ცოდნის კონსტრუირებაში. ამის მიღწევა კი მრავალფეროვანი აქტივობების გარეშე წარმოუდგენელია. LearningApps.org - ში შექმნილი სავარჯიშოები აძლევს ბავშვს საშუალებას თვითონვე მართოს საკუთარი სწავლის პროცესი. აქ გთვალისწინებულია მოსწავლის ტემპი და ის იმ დროში ასრულებს დავალებას, რაც მისთვის კომფორტულია. იმ შემთხვევაში თუ საკითხი საჭიროებს განმტკიცებას, შეუძლია  მიუბრუნდეს. ამ ინსტრუმენტით შექმნილი სავარჯიშოები შეიძლება მასწავლებელმა გამოიყენოს შებრუნებული საკლასო ოთახის, ინფორმაციის გაცნობის, განმტკიცების, გამოკითხვის, ტესტირების დროს , გაკვეთილის დასაწყისში, შუაში, დასასრულს.
       My Apps-ჩანართის დანიშნულებაა  ჩვენს მიერ შექმნილი თუ შესრულებული ყველა აქტივობა განვათავსოთ ასეთი ლინკებით სხვადასხვა ვებ-გვერდებზე ან ყველა ისინი დავაგროვოთ ჩვენს პირად გვერდზე My Apps -ჩანართში, რომელიც შეიქმნა რეგისტრაციის შემდეგ. მასწავლებელს შეუძლია გაზარდოს ამ აქტივობების რაოდენობა. თუ მაგალითად მასწავლებელს სურს, რომ მისმა მოსწავლეებმა იმუშაონ LearningApps-ის პროგრამაში, მას თვითონვე შეუძლია მარტივად შექმნას მოსწავლეთა ,,ექაუნთები“ და დაფიქსირებული ყავდეს ცალკე ჯგუფი.  აღნიშნული ჯგუფი დაფიქსირებული იქნება My classes-ჩანართში და შესაბამისად თითოეულ მოსწავლეს შეუძლია განახორციელოს მასწავლებლის მიერ შენახული აქტივობები. ყოველივე კი სასწავლო პროცესს უფრო მრავალფეროვანს და სახალისოს ხდის;
     


III შეხვედრა
თარიღი:  19.04.2019წ.
მიზანი:
·         მასწავლებლის მიერ ერთ-ერთ შაბლონში შესრულებული რესურსის განხილვა;
·         კლასის შექმნა და მასში მოსწავლეების დამატება;
·         მოსწავლის პირადი ანგარიში LearningApps-ზე;
·         რესურსის გადაადგილება საქაღალდიდან საქაღალდეში;
·         მასწავლებელთა მიერ შექმნილი რესურსების ბლოგზე გამოქვეყნება;


შეხვედრის აქტუალურობა:
   მოსწავლებელი მას შემდეგ, რაც სახლში შეასრულებს დავალებას, მოახდენს კოლეგების წინაშე მის წარდგენას. მან ასევე უნდა ჩამოაყალიბოს ვისთვის შექმნა რესურსი. კოლეგები ისმენენ მასწავლებლის არგუმენტირებას და აფასებენ, რჩევებს აძლევენ კომენტარებით. ეს აქტივობა დაეხმარებათ მასწავლებლებს საკითხს უფრო ღრმად და საფუძვლიანად გაანალიზებაში.
       მასწავლებელს LearningApps-სერვისის My classes-ჩანართში შეიძლება შექმნილი ჰქონდეს მოსწავლეთა ჯგუფები გარკვეული რაოდენობით. ხოლო My Apps-ჩანართში კი განთავსებული იყოს აქტივობები, რომელთა რაოდენობის გაზრდა და განახლება რათქმაუნდა შესაძლებელია. ეს საშუალება კარგი გამოსაყენებელია კლასში დიფერენცირებისთვისაც. თუ დავაწკაპუნებთ ჯგუფის დასახელებაზე, გამოჩნდება ამ ჯგუფის შემადგენლობა თავისი მონაცემებით, რომელთა ამობეჭვდაც მასწავლებელს შეუძლია აღნიშნული ღილაკით (print Account/Password list ); ამ მონაცემებს ურიგებს მოსწავლეებს რათა მათ შეძლონ თავიანთ ანგარიშზე შესვლა.
        Apps for my classes-ჩანართში შეგვიძლია ცალ-ცალკე ჯგუფებისათვის განვათავსოთ სავარჯიშოები. მოსწავლეებმა შეასრულეს თუ არა რომელიმე აქტივობები, მასწავლებელს შეუძლია ნახოს Apps of my students-ჩანართში.
      ყოველივე საშუალებას იძლევა მასწავლებელი იყოს პროცესის დამკვირვებელი და ფასილიტატორი. ბავშვები კი კარგად დაინახავენ, რომ კომპიუტერი მხოლოდ სათამაშოდ არ არის შექმნილი და მას შეიძლება უდიდესი წვლილი მიუძღვოდეს მოსწავლეთა  სწავლა-სწავლების პროცესში;
       სამუშაო შეხვედრებს სულ დაესწრო 6 მასწავლებელი: ლოლა კაპანაძე, მანანა ჩადუნელი, ირინა წიკლაშვილი, ხათუნა სამხარაძე, ნინა ყოჩიაშვილი, მაია მეტრეველი. არც ერთი შეხვედრა არ გამოუტოვებიათ და არც ერთს არ გასჭირვებია შესასწავლი თემის ათვისება. მათგან ერთ-ერთი, მაია მეტრეველი, არ დასწრებია წინა სამუშაო შეხვედრას  ბლოგის თემაზე, თუმცა შევქმენით მისი ბლოგიც. გავაცანი ზოგიერთი ინსტრუმენტი და თანდათან მასაც ვასწავლი ბლოგზე მუშაობას. LearningApps. Org-ში   შექმნილი რესურსები გამოაქვეყნა თავის ბლოგზე.


  სამუშაო შეხვედრის ფარგლებში შექმნილი პროდუქტი - LearningApps. Org-ში, რომელიც ბლოგზე განათავსეს მსმენელებმა. საგანმანათლებლო ბლოგები მათ  წინა სამუშაო შეხვედრაზე შექმნეს
ლოლა კაპანაძე     https://lolakapanadze.blogspot.com/p/learningappsorg.html
მანანა ჩადუნელი https://chadunelimanana.blogspot.com/p/learningapps.html
ირინა წიკლაშვილი https://irinatsiklashvili.blogspot.com/p/learningappsorg.html
ხათუნა სამხარაძე https://khatunasamkharadze.blogspot.com/p/leaqrnindappsorg.html
ნინა ყოჩიაშვილი  https://ninakochiashvili14.blogspot.com/p/learningappsorg.html

მაია მეტრეველი   https://metrevelimaia.blogspot.com/p/learningappsorg.html




სსიპ ქალაქ ლაგოდეხის მე-3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის წამყვანი მასწავლებლის, ეკატერინე ლეკიაშვილის, მიერ ჩატარებული  კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის გეგმა

შეხვედრის ფარგლებში განსახილველი თემები:  
·       „განვითარებისა და სწავლის თეორიები“;
·       „სწავლება და შეფასება“;
·        „სასწავლო და პროფესიული გარემო“;
   
          კოლეგები დაგეგმილი შეხვედრების შედეგად გააცნობიერებენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მოემზადებიან სტატუსის ასამაღლებელი გამოცდისთვის. თეორიული მასალის გაცნობით მასწავლებლები გაიუმჯობესებენ პედაგოგიურ პრაქტიკას - დაეხმარებათ ეფექტურ სწავლებაში, შექმნიან უკეთეს სასწავლო გარემოს, რაც საბოლოოდ მოსწავლეთა შედეგებზე აისახება.



I შეხვედრა   
14.05.2019 წელი
მიზანი:
     ბავშვის ფიზიკური და მოტორული განვითარების ეტაპების გაცნობა. სწავლების სტრატეგიები კოგნიტური განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. აგრესიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და ძალადობის შემცირება. მოსწავლეებში კოგნიტური უნარების განვითარება. განწყობის როლი სწავლა-სწავლების პროცესში. ქცევის მართვა მოსწავლეებში და სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომა. ეფექტური სტრატეგიების გაცნობა და სასწავლო პროცესის დაგეგმვა მრავალმხრივი ინტელექტის გათვალისწინებით. ადამიანის მორალური განვითარების დონეები და ემოციების მართვა.

განსახილველი თემები:
·         კოგნიტური განვითარების თეორია;
·         სოციალური განვითარება;
·         სოციო-კულტურული თეორია;
·         განწყობის თეორია - დიმიტრი უზნაძის მიხედვით;
·         ბიჰევიორიზმი;
·         სოციალური დასწავლის თეორია;
·         კონსტრუქტივიზმი;
·         მეტაკოგნიცია;
·         მრავალმხრივი ინტელექტი;
·         ფსიქო-სოციალური განვითარების თეორია;
·         ემოციური განვითარება;
·         ჰუმანისტური თეორია;
·         მორალური განვითარების თეორია;


        მნიშვნელოვანია, მასწავლებელი კარგად იცნობდეს თავის კლასს, აქტივობების დასახვისას გაითვალისწინოს მოსწავლეთა უნიკალური თავისებურებები, ამავდროულად იზრუნოს იმ უნარების განვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს სხვებთან ურთიერთობას და კარგ თვითგრძნობას კლასში.
     ყოველი ბავშვი არის ინდივიდი, რომელიც დაჯილდოვებულია საკუთარი უნარითა და ნიჭით. პედაგოგიური საქმიანობის მიზანი, თითეულ მოსწავლეზე და მის მიერ მიღწეულ შედეგზე ორიენტირებულობიდან გამომდინარე, არის თითეული აღსაზრდელის მთლიანობაში განვითარება ისე, რომ მან შეძლოს საკუთარი პოტენციალის და სიძლიერის მაქსიმალურად გამოვლენა და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის მიღწევა. ყოველივე ამის მისაღწევად კი სწავლების პროცესში აუცილებელია გავითვალისწინოთ ადამიანთა ინტელექტი. მასწავლებლებმა შეძლებენ გააცნობიერებენ სწორად როგორ გამოიყენონ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვისას.
         სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება ეროვნული სასწავლო გეგმის მნიშვნელოვანი მიზანია. რთული სააზროვნო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება  გულისხმობს მოსწავლეებში კრიტიკული, შემოქმედებითი და რეფლექსიური აზროვნების განვითარებას. აზროვნების ამოქმედების დროს მოსწავლე ნასწავლ მასალას კი არ იზეპირებს, არამედ იაზრებს, რაც ხდის მას უფრო გამჭრიახს და მისი აქტიურობა სასწავლო პროცესში იზრდება.
     ბლუმის მიხედვით განათლების მიზანია არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ მაღალი დონის  აზროვნების ფორმების ჩამოყალიბება.
      კონსტრუქტივიზმის მიხედვით, მოსწავლე სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეა. სწავლების კონსტრუქტივისტული მეთოდოლოგია გულისხმობს სწავლების პროცესში მოსწავლეთა ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას, მათ წახალისებას, რათა მათ შეძლონ ფაქტების, მოვლენებისა და ცნებების ანალიზი და ინტერპრეტაცია. კონსტრუქტივისტული თეორიის მიმდევრები უპირატესობას ანიჭებენ ისეთ სასწავლო გეგმებს, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესებზე, მათ წინა ცოდნასა და გამოცდილებაზეა აგებული.
       კონსტრუქტივისტული გაკვეთილი ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ მასწავლებელი დაეხმაროს მოსწავლეებს თავად ააგონ ცოდნა,  იპოვნონ მნიშვნელობები, დაამყარონ საგნებს შორის კავშირი და შეძლონ ანალიზი. ეს ზრდის მოსწავლეთა აქტივობას და ინტერესს. მასწავლებელი კონსტრუქტივისტული სწავლებისას არის პროცესის დამგეგმავი, წარმმართველი, შემფასებელი და ხელისშემწყობი.
   მეტაკოგნაცია გულისხმობს სწავლის ეფექტური სტრატეგიების ცოდნასა და გამოყენებას. სწავლის სტრატეგია კი გულისხმობს შემეცნებითი პროცესების მიზანმიმართულად გამოყენებას სწავლის დროს. მოსწავლეები თავიდან ამგვარი სამუშაოების ჩატარებას დამოუკიდებლად, მასწავლებლის დახმარების გარეშე ვერ შეძლებენ, მაგრამ ეს უნარ-ჩვევა დროთა განმავლობაში ვითარდება. პედაგოგმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ მოსწავლეებმა არა მხოლოდ ისწავლონ მასალა, არამედ გამოიმუშაონ თავიანთი სწავლის პროცესის მართვის უნარი.



II შეხვედრა            

15.05.2019 წელი

მიზანი:
         მოტივაციის სტრატეგიები გაცნობა. დამოუკიდებელი, კონკურენტული და თანამშრომლობითი სწავლების უპირატესობები. სწავლების ეფექტური სტრატეგიები გაცნობა. მნიშვნელოვანი ასპექტების გათვალისწინება გაკვეთილის დაგეგმვისას. შეფასების მეთოდები, ფორმა, სქემები და პრინციპები. თვითშეფასება და თანატოლთა შეფასება. ეფექტიანი კომუნიკაცია, კომუნიკაციის საშუალებები და დისკუსიის ხერხები. ინკლუზიური სწავლება.


განსახილველი თემები:
·         მოტივაცია და მოტივაციის ამაღლების საშუალებები;
·         დამოუკიდებელი, კონკურენტული და თანამშრომლობითი სწავლება;
·         სწავლების სტრატეგიები;
·         დაკვეთილის დაგეგმვა;
·         შეფასება,  შეფასების მეთოდები და შეფასების სქემები;
·         თვითშეფასება და თანატოლთა შეფასება;
·         კომუნიკაცია და კომუნიკაციის საშუალებები;
·         საკლასო დისკუსია;
·         ინკლუზიური სწავლება;

შეხვედრის აქტუალურობა:
      სწავლების პროცესის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება წარმოადგენს. იმისთვის, რომ მასწავლებელმა ამ რთულ ამოცანას წარმატებით გაართვას თავი, ის კარგად უნდა ერკვეოდეს იმ ფაქტორებში, რომელიც სწავლისადმი მოსწავლის მოტივაციის გაძლიერება/შესუსტებაზე მოქმედებს. ეს ფაქტორები შეიძლება დაკავშირებული იყოს მოსწავლის შინაგან მდგომარეობასთან, მის ფსიქოლოგიურ თავისებურებებთან ან შეიძლება გარემოს გავლენას უკავშირდებოდეს.
    მნიშვნელოვანია სწავლებისა და სწავლის ეფექტური სტრატეგიების გაცნობა, რომლებიც ხელს უწყობენ მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.
         სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი მოქნილობის საშუალებას იძლევა, სასწავლო პროცესის ეფექტურობასა და მასწავლებლის პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს. დაგეგმვა ემსახურება სასწავლო პროცესის ორგანიზებას, მის გამდიდრება-გამრავალფეროვნებას, განახლებასა და დახვეწას. სასწავლო მიზანი სასწავლო პროცესის დაგეგმვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
          კოგნიტური დიაგრამებით, ანუ გრაფიკული ორგანიზატორებით მუშაობა მოსწავლეებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღქმაში ეხმარება. მოსწავლეებს ხელთ ეძლევათ ტექსტის, იდეის, საკითხის კონტროლის მექანიზმი, რომელიც ნაწილისა და მთელის, ცნებისა და დეტალების ურთიერთმიმართების დადგენასა და ვიზუალურად დანახვაში დაეხმარებათ. კოგნიტური დიაგრამებით მუშაობა მოსწავლეთა აქტივობისა და დამოუკიდებლობის ზრდის კარგი საშუალებაა. სწავლების პროცესშიKკოგნიტური დიაგრამების გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეცვალა პედაგოგის როლი და ფუნქცია, გაუადვილა მასწავლებლებს
სტრუქტურირებული, საქმიანი გაკვეთილების დაგეგმვა, ხელთ მისცა აკადემიური პროგრესის და უნარ-ჩვევების გამომუშავების კონტროლისა და შეფასების საკმაოდ მოქნილი ტექნიკა, სწავლებისა და სწავლის პროცესი უფრო მრავალფეროვანი და შემოქმედებითი გახადა.
      მასწავლებელმა საგანგებო დრო და ყურადღება უნდა დაუთმოს მოსწავლეებში თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების/ტრანსფერის უნარის გამომუშავებას. მოსწავლე მაშინაა წარმატებული და მოქნილი აზროვნების მქონე, თუ მას შეუძლია ერთგვარ სიტუაციაში ნასწავლის განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენება.  
სასწავლო პროექტი - კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები. პროექტი აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა.
   პროექტზე მუშაობის დროს  რეალური პრობლემის გადაჭრისას  მოსწავლეები შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს  იყენებენ პრაქტიკაში. პროექტით სწავლება იწვევს მოსწავლეთა მოტივირებას  და ზრდის მათ პასუხიმგებლობას. ისინი ხალისით ასრულებენ სამუშაოებს, მაშინაც კი, თუ მათი შესრულება  ხანგრძლივ  ძალისხმევას მოითხოვს.
      დამოუკიდებელი, კონკურენტული და თანამშრომლობითი სწავლების გზით მოსწავლეთა ინტერაქციის ორგანიზება, მათი მიზანმიმართული ვარირებით სასწავლო პროცესის დაგეგმვა განაპირობებს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას, ცოდნის ათვისების ეფექტიანობას და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას. ამასთანავე, სასწავლო პროცესიც შეიძლება უფრო მრავალფეროვნად, სახალისოდ, საინტერესოდ, მრავლისმომცველად და ღრმად დაიგეგმოს.
   დაგეგმვისას გასათვალისწინებელია, როგორ მოვახდინოთ მოსწავლეების ორგანიზება  და როგორ მივუსადაგოთ სამუშაო მათ შესაძლებლობებს? როგორ ვამუშავებთ მოსწავლეებს ინდივიდუალურად, წყვილებში, ჯგუფებში, თუ მთელ კლასთან ერთად? 
    სასწავლო რესურსების სწორად შერჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარსამართავად.   გასათვალისწინებელია, რა ტიპის რესურსებს გამოვიყენებ (სახელმძღვანელოს, ჟურნალებს, სტატიებს, სამუშაო ფურცლებს, ტელეფილმებს, ინტერნეტს და ა.შ).
      შეფასება გვაძლევს მოსწავლის მრავალმხრივი შესწავლის საშუალებას. კერძოდ, რა სახის საქმიანობა იზიდავს და რა არა, როგორია მისი სწავლის სტილი (სწავლობს მოსმენით, კითხვით, წერით, კეთებით., აქვს მთლიანობითი აღქმა თუ საგნებსა და მოვლენებს დანაწევრებულად აღიქვამს, თეორეტიკოსია თუ პრაგმატისტია და ა.შ.), რა უძნელდება, რა უადვილდება, შეუძლია თუ არა კონცენტრაცია, აქვს თუ არა წინსვლა, თუ არა, რა არის წარუმატებლობის მიზეზი ან რა განაპირობებს მის წარმატებას, აქვს თუ არა განვითარებული მაღალი სააზროვნო და სოციალური უნარები, როგორია მისი ინტერესების სფერო, ინდივიდუალური თავისებურებები, რა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. მიმდინარე შეფასების პროცესში მნიშვნელოვანია არა იმდენად ქულების დაწერა (ნიშნით შეფასება), რამდენადაც  რჩევები, რა და როგორ გააუმჯობესოს.  მიმდინარე, ანუ ფორმატული შეფასება მოსწავლის შესახებ ამომწურავ, მრავალმხრივ ინფორმაციას იძლევა და ობიექტურობის გარანტია.
ამასთან, მიმდინარე შეფასება მასწავლებელს აძლევს საკუთარი ყოველდღიური საქმიანობის რეფლექსიის შესაძლებლობას. იმაზე დაყრდნობით, რამდენად მიაღწია მასწავლებელმა საგაკვეთილო მიზანს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოავლინეს მოსწავლეებმა, რა დაძლიეს და რა  ვერა, მას შეუძლია შეაფასოს დაგეგმილი აქტივობების ეფექტიანობა, შერჩეული მასალის სირთულე, კლასის მართვის, ორგანიზების უნარი და სხვ.
    იმისათვის, რომ მასწავლებელმა განსაზღვროს გავიდა თუ არა სასურველ შედეგზე, აუცილებელია მან შეამოწმოს სასწავლო შედეგები. გაკვეთილის გეგმაში ასახული უნდა იყოს შეფასების რა ტიპებისა და მეთოდების გამოყენებას აპირებს პედაგოგი კონკრეტულ გაკვეთილზე. ყოველი გაკვეთილის გეგმას უნდა ახლდეს მასწავლებლის თვითშეფასების ცხრილი. ყოველი გაკვეთილის ბოლოს, როდესაც მასწავლებული ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიას აკეთებს, უნდა გააანალიზოს რა იყო კარგი, რაც დაეხმარა შედეგზე გასასვლელად და რამ დააბრკოლა. რისი გაუმჯობესებაა სასურველი.
     შეფასების შედეგებისა და თვითშეფასების გათვალისწინებით მასწავლებელს შესაძლებლობა ეძლევა შეიტანოს გარკვეული ცვლილებები  და დამატებები გაკვეთილის გეგმაში.  ასეთი შემოქმედებითი მიდგომა სასწავლო პროცესისადმი ეხმარება პედაგოგს მუდმივად დახვეწოს თავისი პედაგოგიური პრაქტიკა და ჩამოყალიბდეს ე.წ. მკვლევარ-მასწავლებლად.
   იმისთვის, რომ შევძლოთ მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება, საჭიროა გავითვალისწინოთ თითოეული მოსწავლის თავისებურება, ჩავწვდეთ თითოეული მათგანის სუბიექტურ რეალობას.
      საქართველოში ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვა სამთავრობო პრიორიტეტსა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებას წარმაოდგენს. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა პედაგოგებს ენიჭებათ, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ ინკლუზიური განათლების მიტანა თითოეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვამდე. პედაგოგის კვალიფიკაცია და აღნიშნული თემისადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად განაპირობებს ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვის ეფექტურობას.




III შეხვედრა           16.05.2019 წელი

მიზანი:
    საკლასო ოთახის გავლენა სასწავლო პროცესზე და კლასის მართვის ეფექტიანი სტილი. გაკვეთილის დაგეგმვა და საგაკვეთილო დროის სწორად მართვა. მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები. ქცევის წესებისა და  პროცედურების შემუშავების,  ქცევის თვითმართვა. კონფლიქტების კონსტრუქციული მოგვარება. მასწავლებლისა და მოსწავლის უფლებები, მოვალეობები და ვალდებულებები.   კოლეგიალობა და მშობლებთან კომუნიკაცია.



განსახილველი თემები:
·         კლასის მართვის სტილი;
·         გაკვეთილის დროის მართვა;
·         გაკვეთილის ეტაპები;
·         საკლასო ორგანიზაციის მოდელები;
·         ქცევის წესები და ქცევის თვითმართვა;
·         კონფლიქტების მოგვარება;
·         მასწავლებლის უფლებები და მოვალეობები;
·         მოსწავლის უფლებები და მოვალეობები;
·         მშობლებთან ურთიერთობა;
·         თანამშრომლებთან ურთიერთობა;
·         პროფესიული განვითარება;

შეხვედრის აქტუალურობა:
        სწავლებაში წარმატების მიღწევა გარკვეულწილად დამოკიდებულია სწორ საკლასო მენეჯმენტზე. როგორი მოქალაქე გვინდა აღვზარდოთ, რა უნარ-ჩვევებით უნდა იყოს იგი აღჭურვილი, როგორი უნდა იყოს მისი ქცევა საკლასო და სასკოლო გარემოში თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობისას და ა. შ. დამოკიდებულია სწორად არჩეულ საკლასო მენეჯმენტის ფორმაზე. ქცევის წესების და პროცედურების  შემუშავებისას,  გადამწყვეტი ფაქტორია თუ განვითარების რა საფეხურზე იმყოფებიან მოსწავლეები. მათი ასაკობრივი მახასიათებლებიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს  ქცევის წესები და  პროცედურები. აგრეთვე, მნიშვნელოვანია მოსწავლეს ვასწავლოთ ქცევის თვითმართვა. ეს არის ადამიანის უნარი, გააცნობიეროს და მართოს საკუთარი ქცევა. აქ იგულისხმება მოსწავლის უნარი, თავად დაისახოს მიზანი, ხოლო შემდეგ დაგეგმოს და განახორციელოს ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ღონისძიებები.
   ადამიანებს აქვთ საკუთარი ფასეულობები, რომლებიც წარმართავენ მათ აზროვნებას და ქცევას. მის საფუძველზე  დგამენ გარკვეულ ნაბიჯებს, ან თავს იკავებენ გარკვეული ქმედებებისაგან. ამიტომ ბუნებრივია, რომ ადამიანების ურთიერთობისას ხშირად თავს იჩენს განსხვავებული შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე. ეს თავის მხრივ იწვევს ურთიერთობებში პრობლემის გაჩენას, რომელიც მოითხოვს გადაწყვეტილების მიღებას. საერთოდ ცხოვრება გადაწყვეტილებათა მიღების უწყვეტი პროცესია. მთავარია, მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ გამოიწვევს ადამიანების დაპირისპირებას, ანუ კონფლიქტს.  მასწავლებელი უნდა ქმნიდეს ისეთ სასწავლო გარემოს, რომ მოსწავლეები ორიენტირებულნი იყვნენ თანამშრომლობასა და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე.
         საკუთარი გაკვეთილის დაგეგმვას მასწავლებელი ძირითადად თავად ახორციელებს, მაგრამ თანამშრომლობა კოლეგებთან აუცილებელია. სხვა მასწავლებლებთან ერთად მუშაობა და იდეების გაზიარება პროფესიონალიზმის ზრდის საუკეთესო გზაა. საგნობრივი ჯგუფების მიერ ერთობლივად შემუშავებული გეგმა ბევრად უფრო დახვეწილი პროდუქტი იქნება, რადგან რაც მეტი გამოცდილი და მცოდნე პედაგოგი ჩაერთვება გეგმის შემუშავებაში, ხარისხობრივად მით უფრო სრულყოფილ გეგმას მივიღებთ.
         ჯგუფური, თანამშრომლობითი სწავლება მიმართულია პარტნიორული და ჯგუფური მუშაობისკენ, რომელიც მოითხოვს მონაწილეთა სინქრონულ და ანსინქრონულ, კოორდინირებულ და კონსტრუქციულ აქტივობას პრობლემის ერთობლივად გადაწყვეტისა და საერთო მიზნის მისაღწევად. თანამშრომლობითი სწავლების შედარებისას ინდივიდუალურ და კონკურენტულ სწავლებასთან იკვეთება, რომ უმრავლეს შემთხვევაში თანამშრომლობითი სწავლება უზრუნველყოფს: უფრო მაღალ მიღწევებს და შედეგს, უფრო პასუხისმგებლურ და ყურადღებიან დამოკიდებულებას ერთმანეთთან, მოსწავლეთა ფსიქიკურ ჯანმრთელობას, რომლებიც იძენენ არა მხოლოდ კოლექტივში მუშაობის წესებს, არამედ საკუთარი ღირსების გრძნობასაც. თანამშრომლობითი სწავლება ხელს უწყობს თანამშრომლობითი უნარების განვითარებას, როგორიცაა: სხვათა აზრებისა და შეხედულებების პატივისცემა, უნარი, საერთო გამოცდილებიდან შეიძინო გამოცდილება. მაშასადამე, აქ შერწყმულია სწავლის კოგნიტური და სოციალური ასპექტები.
     მშობლებთან წარმატებული კომუნიკაციის განვითარებას მნიშვნელოვანი ძალისხმევა და ისეთი უნარები სჭირდება, როგორიცაა ტაქტი, მოსაუბრის პატივისცემა, თავაზიანობა, სიკეთე, ენთუზიაზმი და სხვ. მშობლები ხშირად უკმაყოფილონი არიან თავიანთი შვილების ნიშნებით, ცუდი საქციელით, მავნე ჩვევებით და სხვა.
    კოლეგებთან კომუნიკაცია დიდ გავლენას ახდენს მასწავლებლის პროფესიულ ცხოვრებაზე. პედაგოგებს ერთმანეთთან აქვთ როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული ურთიერთობები. მასწავლებლებს შორის ეფექტური კომუნიკაცია, სწორედ ამ ურთიერთობების სწორად წარმართვის შედეგია. კოლეგებს შორის ეფექტური პროფესიული კომუნიკაცია უპირველეს ყოვლისა მოსწავლეების ინტერესებს ემსახურება – სწორედ კოლეგებს შორის სწორი პროფესიული ურთიერთობის შედეგად შეიძლება გამომჟღავნდეს მოსწავლეთა სასწავლო საჭიროებები და მიდრეკილებები.


გამოყენებული ლიტერატურა:

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა, შეფასება“ (სატრენინგო მასალა)







სსიპ ქალაქ ლაგოდეხის მე-3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის წამყვანი მასწავლებლის, ეკატერინე ლეკიაშვილის, მიერ კოლეგებთან ჩატარებული  სამუშაო შეხვედრის ანგარიში
შეხვედრის დრო: 20 -21- 22 მაისი 2019 წელი
შეხვედრის თემა:  
  „ვიდეორგოლების შექმნა და დამონტაჟება Windows Movie Maker-ის გამოყენებით“

    იდეალური მასწავლებელი საკუთარ თავს ხიდად განიხილავს, რომელზეც მოსწავლეებმა უნდა გაიარონ. გადასვლის შემდეგ ეს ხიდი ინგრევა და პედაგოგი ყველას საკუთარის მშენებლობაში ეხმარება”.
                                                                                                                                          ნიკოს კაზანძაკისი
შეხვედრის აქტუალურობა:
         მართლაც, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ამიტომაც მასწავლებელმა არ უნდა დაზოგოს დრო და ენერგია და მოძებნოს ისეთი აქტივობები და მეთოდები, რომლებითაც მოსწავლეს საკუთარი ხიდის მშენებლობაში დაეხმარება.
        დღეს მასწავლებლებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რათა მოსწავლეთა ყურადღება შეინარჩუნონ, რადგან ისინი გაკვეთილზე დაბნეულები არიან და ერთ საკითხზე დიდხანს კონცენტრირება უჭირთ. ამავე დროს, ისინი მშვენივრად ახერხებენ კონცენტრირებას ფილმებსა და თამაშებზე; შეუძლიათ, საათები შეალიონ მათთვის საინტერესო მობილურის შესწავლას ან თამაშის გარჩევას. ისინი არ აღიარებენ სწავლების ძველებურ მეთოდებს.
პრობლემა: მოსწავლეებს არ აინტერესებთ ტრადიციული გაკვეთილი.
პრობლემის მოგვარების გზა: მოსწავლეები მაშინ ითვისებენ მასალას კარგად, როდესაც თვითონვე აანალიზებენ და ამუშავებენ მას, ამაში კი შეიძლება ისტ- დაგვეხმაროს. ტრადიციული შემაჯამებელი სამუშაოს მაგივრად მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ, მოამზადონ პრეზენტაციები Microsoft PowerPoint-ში ან Windows Live Movie Maker-ში.

მუხლი 7. ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზნები
1. ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზნებია მოსწავლეს განუვითაროს გამჭოლი უნარები და ღირებულებები. მათ შორის:
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება
·         ქსელური ძიება;
·         ინფორმაციის გავრცელება;
·         ელექტრონული რესურსის მოძიება და გამოყენება სასწავლო პროცესში.
     ისტ-ის გამოყენება მოსწავლეებს ეხმარება სხვადასხვა სასწავლო საგნით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაში, იგი ხელს უწყობს თვით ისტ-თან დაკავშირებული კომპეტენციების განვითარებასაც. ეს კი მნიშვნელოვანია თანამედროვე ცხოვრებაში აუცილებელი ციფრული წიგნიერების შესაძენად. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ციფრული, ისევე, როგორც რაოდენობრივი წიგნიერება, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წიგნიერება ტრადიციული გაგებით.    
       ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში, გადავწყვიტე კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის ორგანიზება. შეხვედრების თემად შევარჩიე  Windows  Movie Maker, რომელიც ვიდეორგოლების შექმნის და დამონტაჟების  საშუალებას იძლევა. მისი გამოყენება შეიძლება შებრუნებული საკლასო ოთახის, პროექტებზე მუშაობისას და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსის თუ ინფორმაციის ორგანიზების მიზნით. პროგრამის ინტერფეისიც მარტივი და ადვილად ასათვისებელია.
            ვფიქრობ, პროგრამის დასაინსტალირებლად და  ასათვისებლად საკმარისი იქნება სამი ორსაათიანი სამუშაო შეხვედრა.  იმ შემთხვევაში თუ თავი იჩინა გარკვეულმა ტექნიკურმა თუ რაიმე ტიპის პრობლემამ, შეხვედრების რაოდენობა და დრო აუცილებლად გაიზრდება.  შემდგომი მუშაობისას მასწავლებლებს დროდადრო  გავუწევ ინდივიდუალურ ფასილიტაციას.
       კოლეგებთან სამუშაო შეხვედრები გარდა სასწავლო რესურსის შექმნისა და მისი პრაქტიკაში გამოყენებისა, მიზნად ისახავს თანამშრომლობას, კოლეგიალობას, გუნდურობას და საკუთარი პრაქტიკის შეფასებას.


I შეხვედრა
მიზანი:
·         შეხვედრის მიზნები, შედეგები, განრიგი;
·         სასწავლო რესურსის როლი სწავლა-სწავლების პროცესში;
·         ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის   ზოგადი თავისებურებანი და მიდგომები  (დისკუსია)
·         რა ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა Movie maker - ში, პირადი გამოცდილების გაზიარება - პროგრამაში შექმნილი ვიდეოების ჩვენება;
·         მსმენელებისთვის საინსტალაციო ლინკის გაზიარება და საკუთარ კომპიუტერებში  Movie Maker - ის დაინსტალირება პირად კომპიუტერებში;
შეხვედრის აქტუალურობა:
    კოლეგებს შეხვედრის მიზნების და შედეგების გაცნობით ექნებათ შესასრულებებლი დავალებების მზაობა, გაუჩნდებათ მეტი მოტივაცია და მოლოდინი შედეგის მისაღებად. ყველა მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სასწავლო რესურსს სწავლა-სწავლების პროცესში. მითუმეტეს თუ ამ რესურსის შექმნაში მოსწავლეც აქტიურადაა ჩართული. 21-ე საუკუნის უნარების განვითარებაში ტექნოლოგიებს უდიდესი როლი აკისრია. რა თავისებურებებით ხასიათდება ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილები და მასწავლებლების მხრიდან როგორ მიდგომებს საჭიროებს იგი.
     მასწავლებლები გაეცნობიან რა ტიპის პროდუქტი შეიძლება შექმნან აღნიშნული პროგრამის დახმარებით, როგორ გამოიყენონ ეფექტურად სასწავლო პროცესში. გავუზიარებ პირად გამოცდილებას, რომელიც  საშუალებას მისცემთ თვალნათლივ დაინახონ პროგრამის ეფექტიანობა და გამოყენების მიზნები.
    შეძლებენ ჩემ მიერ გაზიარებული საინსტალაციო ლინკიდან პროგრამის ჩამოწერას და დაინსტალირებას.
     



II შეხვედრა
თარიღი:  21.05.2019წ.
მიზანი:
·         პროგრამის ინტერფეისის გაცნობა;
·         სურათების, ვიდეოების, მუსიკის ჩასმა;
·         ფაილების მიმდევრობის გადაადგილება;
·         Voice Recorder-ის საშუალებით ხმოვანი ფაილის შექმნა;
·         საკუთარი ხმოვანი   ფაილის  სურათებზე დადება;
·         თავფურცელის და ბოლო გვერდის დამატება;
·         ტექსტური რედაქტორის გამოყენება;




შეხვედრის აქტუალურობა:
       მონაწილეები გაეცნობიან პროგრამის ინტერფეისს. ისწავლიან სურათების, აუდიო და ვიდეო ფაილების ჩასმას. საბოოლო პროდუქტის მიღებამდე შეძლებენ  საცდელ რაჟიმში გადაათვალიერონ და დაარედაქტირონ საჭიროებისამებრ. კერძოდ, გადააადგილონ სურათები ან ხმოვანი ფაილები. ისწავლიანი Voice Recorder-ის გამოყენებით ხმოვანი ჩანაწერის გაკეთებას და სურათებზე დართვას. რასაც შებრუნებული საკლასო ოთახის დაგეგმვისას ძალიან კარგად გამოიყენებენ. შეძლებენ სხვადასხვა ტიპის  ვიდეო გაკვეთილების ჩაწერას.
   დაამატებენ თავფურცელს, სადაც განათავსდება ფილმის სათაური, მიზნები, აქტუალობა, ინტრუქცია და ა.შ. ასევე შეძლებენ ბოლო გვერდის დამატებას.
  იწავლიან, როგორ დაურთონ ტექსტური ინფორმაცია ვიზუალურ მასალას. რაც ხელს შეუწყობს განმარტონ, აღწერონ, გააანალიზონ განხორციელებული სამუშაო. კითხვების საშუალებით დაეხმარონ მოსწავლეებს მიღებული ინფორმაციის შეჯამებაში, მისცენ მოსწავლეებს შემდგომი დავალებები და ა.შ.

III შეხვედრა
თარიღი:  22.05.2019წ.
მიზანი:
·         ანიმაციის დადება სურათებზე;
·         ანიმაციის დადება ტექსტზე;
·         მუსიკალური ან ვიდეო ფაილის რედაქტირება;
·         დროის მართვა;
·         საბოლოო, დამუშავებული  ვარიანტის ვიდეო ფაილად გარდაქმნა და შენახვა;
·         შეხვედრის ფარგლებში შექმნილი რესურსების საკუთარ Google Drive-ზე ატვირთვა;
·         პირად საგანმანათლებლო ბლოგზე გვერდის დამატება და ერთ-ერთი რესურსის გამოქვეყნება;


შეხვედრის აქტუალურობა:
   პროგრამა იძლევა ვიზუალურად გაფორმების საშუალებას, რაც დიდ ინტერესს და მოტივაციის ზრდას იწვევს მოსწავლეებში. მესამე შეხვედრაზე მასწავლებლები ისწავლიან როგორ დაადონ ანიმაცია სურათს და ტექსტს. ამას საჭიროებისამებრ, მიზანმიმართულად გამოიყენებენ მომავალში. ხშირად მასწავლებლებს მხოლოდ გარკვეული ფრაგმენტი გვჭირდება გადაცემიდან ან ფილმიდან. პროგრამას აქვს ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ფილმს მოვაჭრათ დასაწყისი ან დასასრული ან ორივე ერთად. გავტოვოთ ჩვენთვის საჭირო ფრაგმენტი და საინტერესოდ დავამონტაჟოთ ფილმი.
   პროგრამის ფარგლებში შეგვიძლია თითოეული სურათი იმდენ ხანს დავაყოვნოთ, რამდენი ხანიც გვინდა. შეგვიძლია ყველა ფაილისთვის ერთი და იგივე დრო გამოვიყენოთ და მივუთითოთ ინდივიდუალურად, საჭიროებისამებრ. ამის საჭიროება ყოველთვის დგება, რადგან ზოგჯერ საკითხი უფრო დასაკვირვებელი და ჩასაძიებელია ან მეტია წასაკითხი. ვფიქრობ, ეს ინსტრუმენტი მეტ კომფორტს შეუქმნის მასწავლებლებს.
   ბოლოს კი მასწავლებლები ისწავლიან დამუშავებული, საბოლოო ვარიანტის ვიდეო ფაილად გარდაქმნას და შენახვას.
       შეხვედრის შემაჯამებელ ეტაპზე მასწავლებლები შეძლებენ Movie Maker-ში შექმნილი რესურსების Google Drive-ზე ატვირთვას და შენახვას, რომელში მუშაობაც კოლეგებთან პირველ სამუშაო შეხვედრაზე ვასწავლე. ასევე რესურსს საკუთარ საგანმანათლებლო ბლოგზე გამოაქვეყნებენ, რომელიც ასევე პირველი სამუშაო შეხვედრის დროს შექმნეს. ამით საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კოლეგებისთვის გაზიარებას შეძლებენ. ამასთან გაიხსენებენ როგორ ატვირთონ მასალა Google Drive-ზე, როგორ დაამატონ გვერდი ბლოგზე და ატვირთონ ვიდეო.   
       სამუშაო შეხვედრებს სულ დაესწრო 5 მასწავლებელი: მანანა ჩადუნელი, ირინა წიკლაშვილი, ხათუნა სამხარაძე, თინა გორგაძე, ნინო ლომიძე. არც ერთი შეხვედრა არ გამოუტოვებიათ და არც ერთს არ გასჭირვებია შესასწავლი თემის ათვისება.

3 комментария:

  1. საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო ოთხი შეხვედრა, რომელსაც მომავალში წარმატებით გამოვიყენებ პრაქტიკაში.

    ОтветитьУдалить
  2. ნამდვილად პროდუქტიული იყო შეხვედრები.

    ОтветитьУдалить
  3. მე მქვია ლუკას მაქსი, მე ვცხოვრობ ნიდერლანდებში. ერთი კვირის წინ ახალი Rolls-Royce ვიყიდე, რადგან უკვე სამი თვეა, რაც ილუმინატების შეკვეთას შევუერთდი და ძლივს მოვახერხე ჩემი ოჯახის შესანახი. ოდნავ მოგიყვებით ჩემს შესახებ. სიღარიბეს ასე აღვწერდი, უნივერსიტეტში არასდროს დავდიოდი. სკოლის დამთავრების შემდეგ, ბენზინგასამართ სადგურზე წავედი სამუშაოდ. როცა ახალგაზრდა ვიყავი, ჩემი ხელფასი საკმარისი იყო. როდესაც გავთხოვდი, ჩემი შვილი დაიბადა, სერიოზული ფინანსური პრობლემები შემექმნა და მუდმივი ვალი შემექმნა. ერთ შუადღეს ახალი Lamborghini გავიდა საწვავის სადგურში. ახალგაზრდა კაცი მანქანიდან გადავიდა, ის დაახლოებით 28-30 წლის იყო. ყოველთვის მიკვირდა, როგორ შეეძლოთ ახალგაზრდებს ამდენი ფულის მიღება. მშვიდად ვუთხარი ჩემს თავს, რა უნდა გააკეთო, რომ ასე მართო მანქანა? მან მომისმინა და იცინოდა, მან დამაკავშირა ილუმინატის შეერთებით, ლორდ პატრიკის დახმარებით და დღეს გავხდი მდიდარი და ცნობილი, თუ თქვენც გაინტერესებთ WhatsApp +2348055329159 ან გაუგზავნეთ ელ.ფოსტით agentpatrick5@gmail.com

    ОтветитьУдалить