გვერდები

პროექტი "საქართველოს კუთხეები" და სხვა აქტივობები

ვსწავლობთ რეპორტაჟის გაკეთებას

Сделано на Padlet

ქართული დამწერლობა
Сделано на Padlet

რატომ უნდა ეწვიოთ საქართველოს?
Сделано на Padlet
...................................



სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ეკატერინე ლეკიაშვილი
რაიონი
ლაგოდეხი
სკოლა
სსიპ მე-3 საჯარო სკოლა
კლასი
II
ქალაქი
ლაგოდეხი
თემის  მონახაზი
„საქართველოს კუთხეები“
პროექტის მიზანი:
·         საქართველოს კუთხეების გაცნობა;
·         ინფორმაციის მოძიება-დახარისხება;
·         წერითი უნარების გაუმჯობესება;
·         ქართული ფოლკლორის გაცნობა კუთხეების მიხედვით;
·         რუკაზე საქართველოს კუთხეების ჩვენება;
·         მცირე ზომის საინფორმაციო წიგნის დამზადება;
თემის შინაარსი
ზღაპრებ          მოსწავლეები  პროექტის საშუალებით გაეცნობიან საქართველოს კუთხებს, ისწავლიან ინფორმაციის მოძიების საშუალებებს და მოძიებული ტექსტიდან ძირითადი ინფორმაციის ამოღებას;  მიეჩვევიან  საინფორმაციო ტექსტებზე მუშაობას. შეძლებენ რუკაზე აჩვენონ საქართველოს კუთხეები და მოკლედ ისაუბრონ მის შესახებ. დაასახელებენ თითოეული კუთხის მთავარ ქალაქს. მოისმენენ და გაანალიზებენ თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელ ხალხურ სიმღერას. გაიუმჯობესებენ წერით უნარებს. იმეტყველებენ გამართულად და ისწავლიან საკუთარი ნამუშევრის წარდგენას, პრეზენტაციას. ისწავლიან მოძიებული ინფორმაციის დახარისხებას და წიგნის მთავარი მახასიათებლების მიხედვით (ყდა, თავფურცელი, გვერდები, სარჩევი) მცირე ზომის წიგნად აკინძვას.  განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარები და გაუღრმავდებათ საკუთარი ქვეყნის სიყვარული.

პროექტის აქტუალურობა    

მნიშვნელოვანია მოსწავლეები პატარა ასაკიდანვე ეზიარონ საკუთარი სამშობლოს - საქართველოს სიყვარულს, პატრიოტიზმს. გაიცნონ საკუთარი ქვეყანა და ჩამოუყალიბდეთ მკვიდრი წარმოდგენები. განუვითარდეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უნარი. პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები ისწავლიან საქართველოს კუთხეებს, შეძლებენ მათ ჩვენებას რუკაზე. დააკვირდებიან ჩაცმულობას, მოისმენენ თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელ ხალხურ სიმღერებს. ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას, რამდენად სანდოა წყარო, საიდანაც ინფორმაცია მოიძიეს.  ასევე ტექსტიდან მთავარი ინფორმაციის ამოღებას და მოკლე ჩანაწერის გაკეთებას; აუდიტორიის წინაშე წარდგენას და პრეზენტაციის გაკეთებას. სათქმელის გამართულად და მკაფიოდ გადმოცემას; გაეცნობიან ქართველი მწერლების მიერ დაწერილ ლექსებს მიძღვნილს საქართველოს კუთხეებისადმი. მოძიებული რესურსების ორგანიზებას და მცირე ზომის წიგნის აკინძვას, რაც თავის მხრივ განუვითარებს შემოქმედებით უნარებს. ისწავლიან თვითშეფასებას და ურთიერთშეფასებას. გამოუმუშავდებათ მოსმენის კულტურა  და სხვისი აზრის პატივისცემის უნარი.
         
საგანი
პროექტის  განორციელებით გავდივართ ესგ-ით გათვალისწინებულ მიზნებზე ქართულში და  მუსიკაში. უვითარდებათ შემდეგი გამჭოლი კომპეტენციები: კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, კომუნიკაცია და ეთიკა, პასუხისმგებლობა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება, წიგნიერება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;
დონე/კლასი  
საფეხური, II კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
6 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

ქართული ენა და ლიტერატურა
ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
ქართ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა.
ქართ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
ქართ.დაწყ.(I).10. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მაორგანიზებელი ელემენტების, სტრუქტურული და კომპოზიციური მახასიათებლების ამოცნობა.
ქართ.დაწყ.(I).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.
მუსიკა
მუს.დაწყ.(I).4.                  მოსმენის დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) როლის განსაზღვრა;
მუს.დაწყ.(I).6.  ხალხური მუსიკის თავისებურებების ამოცნობა.

გამჭოლი კომპეტენციები
კრიტიკული აზროვნება
  • შეკითხვების ჩამოყალიბება და მათზე პასუხის ძიება;
  • გონივრული არჩევანის გაკეთება და მისი დასაბუთება.
შემოქმედებითი აზროვნება
·         ჩანაფიქრის შემოქმედებითად განხორციელება;
·         ორიგინალური იდეების გამოვლენა და ხორცშესხმა; ახლის შექმნა;
კომუნიკაცია
  • ინფორმაციის გაზიარება საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი ვერბალური და არავერბალური საშუალებების გამოყენებით;
  • სხვისი მოსმენისა და გაგების უნარი;
ეთიკა
  • ეთიკური ნორმების  დაცვა;
  • საკუთარ აქტივობაზე პასუხისმგებლობის გააზრება.
პასუხისმგებლობა
  • სასკოლო საქმიანობებში (სასკოლო ცხოვრებაში) ნაკისრი ვალდებულების შესრულება;
  • სამუშაოს დადგენილ ვადებში დასრულება და ჩაბარება;
  • საკუთარი ქცევის მართვა, საკუთარ ქცევებზე, სოციალურ აქტივობებზე  პასუხისმგებლობის აღება.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება
  • ქსელური ძიება;

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
    უნარები, რომლის განვითარებასაც მოსწავლეები შეძლებენ პროექტის ფარგლებში არის ინფორმაციის კლასიფიკაცია, თვითშეფასება და ერთმანეთის შეფასება; ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას; ანალიზის, სინთეზის და შემოქმედებითი უნარები;  
პროექტის განხორციელებით გავდივართ ესგ-ით გათვალისწინებულ მე-2 კლასის სტანდარტზე ქართულში, მუსიკაში, ხელოვნებაში და ვუვითარებთ გამჭოლ კომპოტენციებს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რატომ დაყვეს საქართველო ნაწილებად, კუთხეებად?
თემატური კითხვები

სულ რამდენი კუთხე არსებობს?
სად მდებარეობენ ისინი?
როგორ საუბრობენ საქართველოს კუთხის მაცხოვრებლები?
როგორ აცვიათ?
განსხვავდება თუ არა მათი ჩაცმულობა, კერძები?

შინაარსობრივი კითხვები
რა არის კუთხე?
ვინ ცხოვრობენ იქ?
სად და როგორ მოვიძიო ინფორმაცია?
როგორ გავაკეთო წიგნი?
რით განსხვავდება ესტრადა ფოლკლორისაგან?
როგორ გამოვიყენო კომპიუტერი ინფორმაციის მოსაძიებლად?





შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
ვ.მ.ვ.-პროექტის საწყის ეტაპზე გამოვიყენებ ვ.მ.ვ. დიაგრამას მოსწავლეთა მზაობისა და ინტერესის დასადგენად. ეს სტრატეგია დაეხმარება მოსწავლეებს საკითხის გაგებაში, კვლევისათვის კითხვების ჩამოყალიბებასა და თავიანთ ცოდნაზე, სწავლაზე რეფლექსიაში. ასევე, იდეების გონებრივი იერიშისათვის. 
პროექტის რუბრიკა- მოსწავლეები რუბრიკებით იხელმძღვანელებენ მთელი პროექტის მანძილზე. პროექტის ფარგლებში გამოვიყენებ ჟურნალებს, დაგეგმვის ფურცლებს, ჩანიშვნებს რომ შევამოწმო საკითხის გაგება რუბრიკების მეშვეობით.
ჩანიშვნების დღიური- დღიურის შეფასების ფორმას გამოვიყენებენ საკუთარი სამუშაოს ხარისხის მონიტორინგის მიზნით.
ჩანაწერების ჟურნალი- მოსწავლეები გამოიყენებენ ჟურნალებს, რომ ჩაინიშნონ კვლევის მიმდინარეობა. ჟურნალის წარმოებით ჩემი მიზანია უკუკავშირი. ავხსნა ის, რაც არასწორად ესმის მოსწავლეს და საჭიროების შემთხვევაში ჩავუტარო დამატებითი ფასილიტაცია.  ვამოწმებ ჟურნალს კვლევის ბოლოს ანალიზისა და სინთეზის უნარების შესაფასებლად.
გამოკითხვა - გამოკითხვის სტრატეგიებს გამოვიყენებ მოსწავლეების სწავლის პროგრესის, გაგების შემოწმების, მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენების წახალისებისათვის. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები პროექტის მსვლელობისას, დამეხმარება გავაანალიზო მოსწავლეების გაგება.
პრეზენტაცია - მოსწავლეები წერენ და სიტყვით გამოდიან არჩეული თემის (საქართველოს კუთხის შესახებ) შესახებ. პრეზენტაციის შინაარსის შეფასების ფორმა ეხმარება მათ მის მომზადებასა და პრაქტიკული კითხვების დროს კითხვების დაზუსტებაში. შინაარსის შეფასების ფორმა ამოწმებს პრეზენტაციის შინაარს, უშუალოდ სიტყვით გამოსვლის ტექნიკას.
თვითშეფასება - გამოვიყენ პროექტის მანძილზე ზეპირად და  წერილობით. თვითშეფასება შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, რომ შეაფასონ თავიანთი პროგრესი.
რეფლექსია -   რეფლექსიები დამეხმარება მოსწავლეების ზრდის შეფასებაში  პროექტის მსვლელობისას. მოსწავლეები გააკეთებენ რეფლექსიას იმის შესახებ, თუ რა ისწავლეს პროექტის დროს. დაიმოწმებენ თავიან პრეზენტაციას.
მასწავლებლის და მოსწავლის უკუკავშირი-მოსწავლეები გამოიყენებენ თავიანთ ნამუშევრებს თანატოლებისათვის უკუკავშირის გასაწევად. თანასწორთა უკუკავშირის მიზანია გაუმჯობესება და არა განსჯა.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
ქართული: ბავშვებმა იციან კითხვის სტრატეგიები;
შეუძლიათ წაკითხული ტექსტის გაგება;
მსჯელობენ და აკეთებენ დასკვნებს;
ცდილობენ ტექსტში მთავარი სათქმელის გამოყოფას;
ხელოვნება: წიგნის გაკეთება და გაფორმება; ასევე ფერთა შეხამება;
მუსიკა: ასახელებენ მუსიკალურ საკრავებს და განსაზღვრავენ ჯგუფს, რომელსაც ის მიეკუთვნება(ჩასაბერი, სიმებიანი...); საუბრობენ ქართულ ფოლკლორზე;
სოციალური უნარები: შეუძლიათ ერთმანეთს მიმართონ დახმარებისთვის;
იცნობენ ინფორმაციის მოძიების ხერხებსა და საშუალებებს;
სასწავლო პროცედურები
     I კვირა
  • პროექტისთვის განსაზღვრული დროის და განსახორციელებელი აქტივობების გაცნობა;
  • მოსწავლეები შეავსებენ ცხრილს ვიცი-მინდა ვიცოდე-რა გავიგე. ივსება ცხრილის პირველი და მეორე სვეტი იმ კონკრეტული ცოდნის დასადგენად, რა იცის მოსწავლემ პროექტის დაწყებისათვის საქართველოს კუთხეების შესახებ; (იხ.დანართი1)
  • პროექტის შეფასების რუბრიკების გაცნობა;  
II კვირა
  • საქართველოს კუთხეების გაცნობა კლასში და მათი ადგილმდებარეობის დასწავლისთვის ვარჯიში რუკაზე;
  • ბავშვების მიერ კონტურულ რუკაზე საქართველოს კუთხეების მიწერება და გაფერადება;
III კვირა
  • ინფორმაციის მოძიება საქართველოს კუთხეებზე, ამოწერა რევეულებში  და პრეზენტირება კლასის წინაშე;
  • საქართველოს კუთხეების ფოტოსურათების მოძიება და პრეზენტირება;
IV კვირა
  • საქართველოს კუთხეებზე ლექსების მოძიება და რვეულებში ლამაზად ჩაწერა;
  •  მათი ზეპირად დასწავლა და კლასის წინაშე წარდგენა;
V კვირა
  • იმერული, კახური, მეგრული, სვანური და ა.შ. ფოლკლორული სიმღერების მოსმენა, მათ შორის მსგავსება-განსხვავების დანახვა;
  • დაკვირვება პლაკატზე წარმოდგენილ სხვადასხვა კუთხის მაცხოვრებლების ჩაცმულობაზე და გაანალიზება;
VI კვირა
  • ფოტო და ტექსტური რესურსებით წიგნის აკინძვა;
  • მოსწავლეთა საჭიროებების შეფასების ცხრილი „ვიცი-მინდა ვიცოდე-რა გავიგე“. ავსებენ მესამე სვეტს და ამით აჯამებენ მიღებულ ინფორმაციას. (იხ.დანართი1)


დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
·         მშობელი დაეხმარება  მოსწავლეს ინფორმაციის მოძიებაში;
·         კონსპექტირებაში და წერითი დავალებების შესრულებაში;
·         სისტემატური მონიტორინგის შედეგად დავადგენ მის საჭიროებებს და დავეხმარები პრობლემის მოგვარებაში;
·         დავახმარ ერთმანეთს ანუ  გამოვიყენებენ რესურსპერსონალის შესაძლებლობას.


არაქართველენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
ამ ეტაპზე ასეთი მოსწავლეები არ მყავს

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
  • მივცემ მოსწავლეს საშუალებას მოიძიონ, წაიკითხონ და გაუზიარონ კლასელებს  მეტი ინფორმაცია;
  • შეასრულოს ექსპერტის როლი;
  • წერის უნარ-ჩვევების მქონე მოსწავლეს მივცემ საშუალებას აწარმოოს პროექტის დღიური.
  
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
ენციკლოპედიის  სხვადასხვა გამოცემები, ბიბლიოგრაფიული მასალები, საბავშვო ლექსების კრებულები, ანთოლოგიები და ა.შ.
ინვენტარი/მასალები
A 4 ზომის ქაღალდები, როგორც თეთრი ასევე ფერადი; ფერადი ფანქრები და მარკერები; მუყაო და წებო;  მე-2 კლასის რვეულის ფურცლები
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
მასწავლებელი, ბიბლიოთეკა, ბიბლიოთეკარი, მშობელი, ოჯახის წევრი





მოსწავლეთა საჭიროებების შეფასების ცხრილი „ვიცი-მინდა ვიცოდე-რა გავიგე“    (დანართი1)

რა ვიცი აღნიშნული თემის ირგვლივ
რა მინდა ვიცოდე აღნიშნული თემის შესახებ
რა გავიგე პროექტის დასასრულს საქართველოს კუთხეების შესახებ
























მოსწავლეთა მიერ განხორციელებული პროექტის თვითშეფასების კითხვარი

  1. საინტერესო იყო შენთვის პროექტზე მუშაობა?
ა) დიახ
ბ) არა
გ) ისე რა
  1. პროექტის ფარგლებში მიიღე ახალი ინფორმაცია?
ა) ბევრი რამ ვისწავლე
ბ) ახალი არაფერი მისწავლია

  1. მასწავლებლის მიერ გაცემული ინსტრუქციები ნათელი და გასაგები იყო შენთვის?
ა) სავსებით
ბ) ნაწილობრივ
გ) ვერაფერს ვიგებდი
  1. ისურვებდი თუ არა მომავალში სხვა პროექტის განხორციელებას?
ა) დიახ
ბ) არა
  1. ყველაზე მეტად რომელი აქტივობა მოგეწონა? რატომ?
........................................................................................................................................................

  1. ყველაზე მეტად რომელი აქტივობა გაგიჭირდა? რატომ?
........................................................................................................................................................

მოსწავლის შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმი
დაბალი
საშუალო
მაღალი


მეტყველება
მოსწავლეს უჭირს აზრის ჩამოყალიბება და ზეპირმეტყველების სტრატეგიების გამოყენება;
მოსწავლე მეტყველებისას იყენებს  ზეპირმეტყველების ზოგიერთ სტრატეგიას; აქვს მწირი ლექსიკური მარაგი;
მოსწავლეს შეუძლია გამართული მეტყველება ნაცნობი ლექსიკის და ზეპირმეტყველების სტრატეგიების გამოყენებით;


ტექსტის მახასიათებლები
მოსწავლეს უჭირს დაუხმარებლად ამოიცნოს მაორგანიზებელ ელემენტები, სტრუქტურული და კომპოზიციურ მახასიათებლები;
მოსწავლე ზოგიერთ შემთხვევაში ამოიცნობს მაორგანიზებელ ელემენტებს, სტრუქტურულ და კომპოზიციურ მახასიათებლებს;
მოსწავლე ამოიცნობს მაორგანიზებელ ელემენტებს, სტრუქტურულ და კომპოზიციურ მახასიათებლებს;


წერა
მოსწავლე უშვებს ბევრ შეცდომებს ტექსტის გადაწერისას, სასვენ ნიშანს იყენებს მხოლოდ ტექსტის ბოლოში;
მოსწავლეს ზოგჯერ უშვებს შეცდომებს  მცირე ზომის საინფორმაციო ტექსტის შექმნისას, გადაწერისას აქვს გარკვეული შეცდომები, ზოგჯერ არ იყენებს სასვენ ნიშნებს;
მოსწავლე ქმნის მცირე ზომის საინფორმაციო ტექსტებს, გადაწერს უშეცდომოთ, იცავს პუნქტუაციას;
ხალხური მუსიკის გაანალიზება
ვერ საუბრობს ხალხური მუსიკის თავისებურებებზე, განარჩევს ზოგიერთ საკრავს, საუბრობს სიმღერის ტემპზე;
მეტნაკლებად  საუბრობს ხალხური მუსიკის თავისებურებებზე, განარჩევს ზოგიერთ საკრავს, ზოგჯერ განსაზღვრავს სიმღერის რიტმს, ტემპს, მელოდიას;
საუბრობს ხალხური მუსიკის თავისებურებებზე, განარჩევს საკრავებს, განსაზღვრავს სიმღერის რიტმს, ტემპს, მელოდიას;
პასუხისმგებლობა
ყოველთვის არღვევს დავალების ცაბარების ვადებს(ან საერთოდ არ მოაქვს), უჭირს საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის აღება;
ხშირად არღვევს დავალების ჩაბარების ვადებს, ზოგჯერ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ქცევაზე;
ყოველთვის მითითებულ ვადაში  აბარებს დავალებას, იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ქცევაზე;



კრიტიკული აზროვნება
ვერ აყალიბებს შეკითხვებს  და არ აქვს კითხვებზე პასუხი; ვერ ახერხებს  
გონივრულ არჩევანგაკეთება და დასაბუთება;

ზოგჯერ აყალიბებს შეკითხვებს  და ეძიებს მათზე პასუხებს; უჭირს
გონივრულ არჩევანგაკეთება და დასაბუთება;

აყალიბებს შეკითხვებს  და ეძიებს მათზე პასუხებს; აკეთებს
გონივრულ არჩევანს და ასაბუთებს;



კომუნიკაცია
უჭირს კომუნიკაციის დამყარება და სხვისი მოსაზრების პატივისცემა;
ზოგჯერ ამყარებს ვერბალურ და არა ვერბალურ კომუნიკაციას, ხშირად უჭირს განსხვავებული აზრის პატივისცემა;

ამყარებს ვერბალურ და არა ვერბალურ კომუნიკაციას, პატივს სცემს სხვის მოსაზრებას;



ისტ გამოყენება
ვერ ახერხებს დამოუკიდებლად საძიებო სისტემის გამოყენებას და სანდო წყაროს გარჩევე;
საჭიროებს დახმარებას  საძიებო სისტემის გამოყენებისას სასურველი ინფორმაციის მოძიების მიზნით. უჭირს  სანდო წყაროს გარჩევა;

შეუძლია საძიებო სისტემის გამოყენება სასურველი ინფორმაციის მოძიების მიზნით. განარჩევს სანდო წყაროებს;




I კვირის აქტივობები
  • პროექტისთვის განსაზღვრული დროის და განსახორციელებელი აქტივობების გაცნობა;
  • მოსწავლეები შეავსებენ ცხრილს ვიცი-მინდა ვიცოდე-რა გავიგე. ივსება ცხრილის პირველი და მეორე სვეტი იმ კონკრეტული ცოდნის დასადგენად, რა იცის მოსწავლემ პროექტის დაწყებისათვის საქართველოს კუთხეების შესახებ; 
  • პროექტის შეფასების რუბრიკების გაცნობა;  

     ვიწყებთ საქმეს

  მაორგანიზებლის "ვიცი-მინდა ვიცოდე-გავიგე" პირველი და მეორე სვეტის შევსება


რა ვიცი აღნიშნული თემის ირგვლივ
რა მინდა ვიცოდე აღნიშნული თემის შესახებ
რა გავიგე პროექტის დასასრულს საქართველოს კუთხეების შესახებ



























შენიშვნა: 
სურათები გამოქვეყნებულია მშობლების ნებართვით

II კვირის აქტივობები
  • საქართველოს კუთხეების გაცნობა კლასში და მათი ადგილმდებარეობის დასწავლისთვის ვარჯიში რუკაზე;
  • ბავშვების მიერ კონტურულ რუკაზე საქართველოს კუთხეების მიწერება და გაფერადება;









































პროექტის III კვირა
  • ინფორმაციის მოძიება საქართველოს კუთხეებზე, ამოწერა რევეულებში  და პრეზენტირება კლასის წინაშე;
  • საქართველოს კუთხეების ფოტოსურათების მოძიება და პრეზენტირება;
პროექტის IV კვირა
  • საქართველოს კუთხეებზე ლექსების მოძიება და რვეულებში ლამაზად ჩაწერა;
  •  მათი ზეპირად დასწავლა და კლასის წინაშე წარდგენა;



წარმოგიდგენთ აქტივობის მცირე ფრაგმენტს:

ელენიკო ქურდაშვილი "აფხაზეთო"




ლუკა ხაზალაშვილი




და მთელი კლასი


პროექტის V კვირა
  • იმერული, კახური, მეგრული, სვანური და ა.შ. ფოლკლორული სიმღერების მოსმენა, მათ შორის მსგავსება-განსხვავების დანახვა;
  • დაკვირვება პლაკატზე წარმოდგენილ სხვადასხვა კუთხის მაცხოვრებლების ჩაცმულობაზე და გაანალიზება;
კახური მრავალჟამიერი
ჩაკრულო ქართლ-კახური
იმერული
რაჭული
სვანური
თუშური
გურული
სამცხე-ჯავახეთი
აჭარული
სამეგრელო












პროექტის VI კვირა


  • ფოტო და ტექსტური რესურსებით წიგნის აკინძვა;
  • მოსწავლეთა საჭიროებების შეფასების ცხრილი „ვიცი-მინდა ვიცოდე-რა გავიგე“. ავსებენ მესამე სვეტს და ამით აჯამებენ მიღებულ ინფორმაციას. 


















და ესეც ბოლო აქტივობა  წიგნის სახით
































1 комментарий: