გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ჩესტერფილდის „მამის წერილი ცხრა წლის
ვაჟიშვილს“, საკომუნიკაციო ტექსტის აგება
|
სწავლების
საფეხური, კლასი
|
I საფეხური IV
კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
26 მოსწავლე
მათგან არც ერთი
არ საჭიროებს განსაკუთრებულ მიდგომას
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
წინარე ცოდნის გააქტიურება, პარალელების
გავლება მსგავსი თემატიკის უკვე შესწავლილ ნაწარმოებებთან; ტექსტის მაგალითზე
მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას ეპისტოლარული ჟანრის შესახებ. კითხვისა და წერის სტრატეგიების დაუფლება; სწავლობენ
წერილის წერას, არამხატვრული ტექსტის გაგება-გაანალიზებას. ასევე, ხდება მსჯელობის,
კრიტიკული აზროვნების, მოვლენათა შეფასების, ჯგუფური მუშაობის, ისტ
შესაძლებლობების უნარ-ჩვევების
განვითარება.
|
გაკვეთილის
მიზნები და შედეგები
|
-ტექსტის კითხვა
და ანალიზი;
-წაკითხულის
შეფასება და სათანადო დასკვნების გაკეთება;
-კრიტიკული
აზროვნების განვითარება;
-გაბმული
მეტყველების განვითარება;
-ისტ
ტექნოლოგიების გამოყენება, საკომუნიკაციო ტექსტის აგება და წერა;
მოსწავლეები
წაიკითხავენ, გაანალიზებენ, შეაფასებენ და გააკეთებენ სათანადო დასკვნებს. ისწავლიან მშობლის რჩევების დაფასებას. გაავლებენ
პარალელებს უკვე შესწავლილ ნაწარმოებებთან. განივითარებენ ისტ უნარებს და შეადგენენ
საკომუნიკაციო ტექსტს.
|
შესაბამისობა
ეროვნულ სასწავლო გეგმის სტანდარტთან
|
ქართ. IV. 2. მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოების მიმართ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø აფასებს გმირის საქციელს და განმარტავს თავის დამოკიდებულებას;
ქართ. IV. 3. მოსწავლეს
შეუძლია მიუსადაგოს სამეტყველო ქცევა დასახულ საკომუნიკაციო ამოცანას.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø იყენებს ინტონაციას სასვენი ნიშნების ფუნქციით;
Ø კორექტულად, ეტიკეტის დაცვით გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას;
Ø მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.
ქართ. IV. 4. მოსწავლეს შეუძლია შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების
გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø კონტექსტის მიხედვით სწორად იყენებს ზმნის
გრამატიკული დროის ფორმებს (მაგ., შარშან დავისვენეთ - გაისად დავისვენებთ და ა.
შ.);
Ø მეტყველებისას იცავს ბრუნვისა და პირის
ნიშნებთან დაკავშირებულ მართლმეტყველების წესებს (მაგ. ვვარჯიშობ, ვუთხარი,
თბილისს, ქათამმა, კარგად ვარ და ა. შ.);
Ø სწორად უთანხმებს ზმნას არსებით სახელებსა და
ნაცვალსახელებს პირისა და რიცხვის მიხედვით;
ქართ. IV. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თემაზე შექმნილი მხატვრული ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø ამოიცნობს
პერსონაჟთა გრძნობებს, მიზნებს;
Ø გამოყოფს სიუჟეტის
განვითარების ეტაპებს (დასაწყისს, ამბის შუა ნაწილს, დასასრულს);
ქართ. IV. 8. მოსწავლეს შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხული ტექსტის (მხატვრულის/არამხატვრულის) მიმართ; ავლენს ესთეტიკური და ეთიკური შეფასების სურვილს.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø განმარტავს, რით
არის კონკრეტული ტექსტი მისთვის საინტერესო;
ქართ. IV. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის საწყისი სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø წერის დაწყებამდე განსაზღვრავს ტექსტის დანიშნულებას და ადრესატს მიზნობრივი
ტექსტებისთვის;
Ø
ისტ-ი
II დონე
Ø მოსწავლეს
დამოუკიდებლად
შეუძლია
სამუშაოს
დაწყება,
შენახვა
და
გაგრძელება,
ისტ-ის
გამოყენებით.
III დონე
Ø მოსწავლე
იყენებს
ისტ-ს
მის
მიერ
შესასრულებული
სამუშაოს
შედეგების
ორგანიზებისას
და
წარდგენისას.
|
გამჭოლი
კომპეტენციები
|
წიგნიერება,
ციფრული წიგნიერება, სწავლის სწავლა, სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია;
|
წინარე
ცოდნა
|
მოსწავლეები
კითხულობენ გაბმულად და იგებენ წაკითხულს;
ავლენენ საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულისა თუ მოსმენილის ირგვლივ; იცნობენ
წერილის სტრუქტურას და მასთან
დაკავშირებულ ტერმინოლოგიას; ფლობენ
ისტ-ის გამოყენების ელემენტარულ
უნარებს;
|
შეფასების
საგანი და პროცედურები
|
ტექსტის კითხვა და
გაგება, გამართული მეტყველება, მსჯელობა, წაკითხულის გაანალიზება. აქტიურობა/ჩართულობა,
თანამშრომლობა, ურთიერთმოსმენა, ჯგუფური მუშაობა. მიზნობრივი ტექსტის სწორედ
შედგენა და ისტ-ის გამოყენება.
(იხ.
შეფასების რუბრიკა)
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსები
|
ნ. მაღლაკელიძის IV კლასის
სახელმძღვენელო, დაფა, ცარცი, A4 ფორმატის ქაღალდზე
დაბეჭდილი კროსვორდი და მაორგანიზებელი ამბის პირამიდა, ბუკები, ლეპტოპი,
პროექტორი. კომპიუტერული პროგრამები PowerPoint (პრეზენტაცია), და MS Word
(ტექსტის კონსტრუირება).
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი
|
A გამოწვევის ფაზა
აქტივობა 1. მოსწავლეთა
სუბიექტური გამოცდილების გააქტიურება. გაკვეთილს დავიწყებ ე.წ. ყინულის
გალხობით, წერილების ჩვენებით. გაუგაზავნიათ ან თუ მიუღიათ წერილი; როდის წერენ
ერთმანეთს წერილებს ადამიანები; რა შინაარსის შეიძლება იყოს წერილი; გავაცნობ გაკვეთილის მიზანს და შეფასების
რუბრიკას. ინსტრუქციის მიცემის შემდეგ, წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით, ბავშვები დამოუკიდებლად
შეავსებენ კროსვორდს (იხ.დანართი1). კითხვა-პასუხის
რეჟიმში შევამოწმებ რამდენად
სწორედ შეავსეს და ახსოვთ წერილის
დაწერა-გაგზავნასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია.
კროსვორდის
პასუხები: 1.წერილი; 2. კონვერტი; 3. მისამართი;
4. ადრესატი;
5. ტელეფონი;
6. ჩინეთში;
7. ბანდეროლი;
8. ადრესანტი
ბონუს კითხვის პასუხი: XIII საუკუნე
(5 წუთი)
აქტივობა 2. PowerPoint-ში გაკეთებული პრეზენტაციის ნახვა-განხილვა კითხვა-პასუხის
რეჟიმში ინფორმაციის გადაცემის საშუალება, ფოსტის განვითარების შესახებ. დამატებითი
ინფორმაციის მიწოდება. რა უნდა
გავითვალისწინოთ წერილის წერისას? რა სახის ინფორმაცია შეიძლება გადავცეთ წერილის
საშუალებით?
(5 წუთი)
აქტივობა 3. ეპისტოლარული
ჟანრის და გრაფი ჩესტერფილდის შესახებ ინფორმაციის მიწოდება პრეზენტაციის (PowerPoint-ში) საშუალებით.
(5 წუთი)
https://docs.com/eka-lekiashvili/4372
- პრეზენტაციის მისამართი
B
სიღრმისეული წვდომის ფაზა
აქტივობა 4. სახელმძღვანელოზე
მუშაობა, ტექსტის დამუშავება მარკირების მეთოდით, რაც
ითვალისწინებს კითხვის დროს მოსწავლეებმა მონიშნონ უცნობი სიტყვები,
მნიშვნელოვანი ფაქტები და ამგვარად მოხდება
ტექსტის ნაწილ-ნაწილ დამუშავება. ტექსტის გასააზრებლად დავსვამ კითხვებს:
ü რაზე წუხს მამა და
რას საყვედურობს იგი თავის ვაჟს?
(მის შვილს გულისყური და სიბეჯითე
აკლია)
ü რა არის
სწავლისათვის აუცილებელი?
(ნიჭი, გულისყური, დრო)
ü წერილის მიხედვით,
რით აღწევს ნიჭიერი კაცი მიზანს?
(სისტემატური მუშაობით და
გულისყურით)
ü რა რჩევას აძლევს?
(დააგროვოს მისმა შვილმა ცოდნის
მარაგი, სანამ საამისო დროა)
ü რასთან არის
შედარებული ცოდნის შეძენა?
(მოსავლიან წლებში ბეღელში
მარცვლეულის შენახვასთან,
რომელიც მოუსავლიან წლებში გამოდგება)
ü რა მიაჩნია მას
ნამდვილ ცოდნად?
(წიგნების კითხვა და ადამიანებთან
ურთიერთობა, ცოდნის
ეს ორი სახე ერთმანეთს ავსებს)
ü რით შეუძლია ადამიანს დაიმკვიდროს ადგილი საზოგადოებაში?
(ცოდნითა და აღზრდით)
ü რამდენად
მისაღებია თქვენთვის მამის რჩევები? რატომ? დაასაბუთეთ
ü რა არის ამ
წერილის მიზანი?
(ვაჟიშვილის
დარიგება)
ü რამდენად
აქტუალურია ეს თემა დღევანდელობაში? რატომ?
ü რა არის
ნაწარმოების დედააზრი?
ü რომელი შესწავლილი
ნაწარმოებები გაგახსენათ ამ ტექსტმა?
(ი. ჭავჭავაძის
„მზიანი დღე“ „არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნიდან გამოხედვა“. დავით
გურამიშვილის „სწავლა მოსწავლეთა“)
ü გაიხსენეთ
აფორიზმები, ანდაზები სწავლის, ცოდნის შეძენის მნიშვნელობაზე.
(12 წუთი)
აქტივობა 5. შესასწავლი ტექსტის უკეთ გააზრების, შეჯამების,
კოგნიტური, სოციალური და კომუნიკაციის უნარების განვითარების მიზნით მოსწავლეებს ვამუშავებ ჯგუფებად. ამისათვის
გამოვიყენებ მეთოდს „მოთხრობის (ამბის)
პირამიდა“, (იხ.დანართი2) რომელიც ივსება შემდეგი თანმიმდევრობით:
1. პირველ ხაზზე ვწერთ
მოთხრობის მთავარი გმირის სახელს; 2. მეორე ხაზზე ვწერთ ორ სიტყვას, რომელიც მთავარ გმირს ახასიათებს
3. მესამე ხაზზე ვწერთ სამ სიტყვას, რომელიც გვიჩვენებს, სად, როდის ხდება მოქმედება; 4. მეოთხე ხაზზე ვწერთ ოთხ სიტყვას, რომელნიც აღწერენ მთავარ
პრობლემას მოთხრობაში;
5. მეხუთეზე მოგვყავს ის ხუთი სიტყვა, რომელიც აღწერენ მოთხრობის
პირველ მოვლენას, ამბავს;
6. მეექვსეზე - ის ექვსი სიტყვა, რომელნიც
ასახავენ მოვლენების შემდგომ განვითარებას მოთხრობაში;
7. შვიდი სიტყვა, რომელნიც აღწერენ ახალ
მოვლენას, ამბავს, რომელიც სიუჟეტში წამოჭრილი პრობლემის მოგვარებას ემსახურება;
8. დასასრულ, რვა სიტყვა, რომელნიც გვიჩვენებენ
პრობლემის საბოლოო შეჯამებას,
გადაჭრას.
პირამიდა
დაახლოებით შემდეგ სახეს მიიღებს:
მამა
ყურადღებიანი, მზრუნველი
წერილობით,
ინგლისი, XVIIIს
არიგებს, სთხოვს,
ფიქრობს, წუხს
შვილის სიზარმაცემ მამას
გული ატკინა
არავინ უწყის როდის
გამოადგება ცოდნა ცხოვრებაში
მამა არგუმენტირებულად ცდილობს დაარწმუნოს შვილი სწავლის აუცილებლობაში
სამყაროში ადგილი მხოლოდ ცოდნით და აღზრდით შეგიძლია დაიმკვიდრო
(8 წუთი)
C რეფლექსიისა და
შეჯამების ფაზა
აქტივობა 6. საკომუნიკაციო ტექსტის (წერილის) კონსტრუირება
ისტ-ის გამოყენებით. კლასის მართვის
პროგრამით, ბუკებში გადაგზავნილ Word-ის ფაილში,
მოსწავლეებმა არეული წინადადებები ინდივიდუალურად
იმგვარად უნდა დანომრონ, რომ წერილს სწორი ფორმა მისცენ.
https://docs.com/eka-lekiashvili/6980 მოსწავლეებისთვის ბუკებში გადასაგზავნი
დავალების ლინკი
კონსტრუირებული
ტექსტი დაახლოებით შემდეგ სახეს მიიღებს:
გამარჯობა პეპი!
როგორ ხართ, როგორ ატარებთ დროს უჩემოდ
შენ, ცხენი და ბატონი ნელსონი?
სიამოვნებით ვიხსენებ შენთან ერთად გატარებულ ზაფხულის ბედნიერ დღეებს ვილა
„ყიყლიყოში“. კიდევ ისხამს ის დიდი მუხა ლიმონათებს და შოკოლადებს? მე მხოლოდ არდადეგებზე მოვახერხებ თქვენ
მონახულებას. სკოლაში ძალიან ბევრ რამეს მასწავლიან. გაკვეთილები საინტერესო და სახალისოა. ყოველ ღამე ვოცნებობ იმ დღეზე, როცა კვლავ
შევხვდებით ერთმანეთს. იმედია, ეს დღეც მალე დადგება. გემშვიდობები კეთილი
სურვილებით. შენი ერთგული მეგობარი ანიკა.
11 მაისი
2017 წელი
შედეგების ფრონტალურად შემოწმება.
(7 წუთი)
აქტივობა 7. გაკვეთილის
შეჯამება და საშინაო დავალება: განხილული ტექსტი კითხვით და კითხვებზე
პასუხის გაცემით. დასაწერად: მისწერონ წერილი უცხოელ თანატოლს, უამბონ
საქართველოს, სკოლის შესახებ. ბუკებში:
დანომრილი წინადადებები გადააადგილონ და
წერილს მისცენ სრულყოფილი სახე.
(3 წუთი)
|
მოსწავლეთ
ორგანიზება
|
მთელ კლასთან,
ინდივიდუალური, ჯგუფური.
|
შეფასების
ფორმა
|
განმავითარებელი კომენტარი
|
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
ჩართულობა
|
არ იღებს მონაწილეობას საგაკვეთილო პროცესში
|
მეტნაკლებად ჩართულია გაკვეთილის მსვლელობაში
|
მაქსიმალურად ჩართული და აქტიურია
|
კითხვა
|
უჭირს ამოკითხვა, არ იცავს სასვენ ნიშნებს, შესაბამისად უჭირს წაკითხულის
გაგება
|
კითხულობს გაბმულად, მაგრამ არ იცავს ინტონაციას
|
კითხულობს გამართულად, ინტონაციით და იგებს წაკითხულის შინაარსს
|
ზეპირმეტყველება
|
მეტყველებაში ხარვეზებია, უჭირს აზრის ჩამოყალიბება
|
მეტყველება მეტნაკლებად გამართულია, აზრის გადმოცემისას არათანამიმდევრულია
|
მეტყველებს გამართულად, გადმოსცემს აზრს ლოგიკური თანამიმდევრობით
|
ჯგუფური მუშაობა
|
არ იღებს მონაწილეობას ჯგუფური მუშაობისას
|
იღებს მონაწილეობას ჯგუფურ მუშაობაში თუმცა კონფლიქტში ვარდება ჯგუფის
წევრებთან
|
აქტიურად თანამშრომლობს
ჯგუფის წევრებთან და აქვს არგუმენტირებული მოსაზრებები
|
ტექნოლოგიების ფლობა
|
სამუშაოს ვერ ართმევს თავს დამოუკიდებლად
|
საჭიროებს დამატებით ინსტრუქციებს დავალების შესასრულებლად
|
მუშაობს შეუფერხებლად,
დამოუკიდებლად, მითითებულ დროში
|
დანართი 1
დანართი
ბუკებში შესასრულებელი დავალების ფოტო. რესურსი აწყობილია ვორდში და წინადადებები მარტივად გადაადგილდება მაუსის მოკიდებით
გაკვეთილის გეგმა
შეფასების კრიტერიუმები:
გასაუმჯობესებელი
|
დამაკმაყოფილებელი
|
საუკეთესო
|
|
ის ტექნოლოგიები
|
ვერ
ახერხებს დამოუკიდებლად ტექსტურ რედაქტორის გამოყენებას და დავალების შესრულებას
|
დაუბრკოლებლად
ასრულებს ელექტრონულ დავალებას
|
|
ჩართულობა
|
ხშირად
ეფანტება ყურადღება, ცდილობს, დარჩეს შეუმჩნეველი და თავი აარიდოს დავალებების შესრულებას.
|
ჩართულია
მხოლოდ ზოგიერთ აქტივობაში
|
მაქსიმალურად
მოტივირებული, აქტიური და ჩართულია საგაკვეთილო
პროცესში.
|
ჯგუფური მუშაობა
|
უმოქმედოა და მხოლოდ ყურებით შემოიფარგლება.
|
თითოეული ცდილობს დამოუკიდებლად შეასრულოს დავალება, რაც წარმოშობს კონფლიქტს
მათ შორის.
|
შეთანხმებულად, მეგობრულად, პასუხისმგებლობების განაწილებით ასრულებენ
დავალებას.
|
აფასებს
პერსონაჟს და მის საქციელს.
|
დახმარების,
მინიშნების შემდეგ გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟის მიმართ.
|
აფასებს
გმირის საქციელს, ზოგჯერ უჭირს დასაბუთება და არგუმენტების მოყვანა.
|
არგუმენტირებულად,
ფაქტებზე დაყრდნობით მსჯელობს პერსონაჟის შეფასებისას.
|
მართლმეტყველება,
თხრობა
|
უჭირს ბგერების მკაფიოდ გამოთქმა, წინადადებების გამართვა, აზრის ჩამოყალიბება.
|
მეტყველებს ხმამაღლა, მკაფიოდ. ხშირად ზედმეტად ხმარობს საკავშირებელ
სიტყვებს; ნაკლებად იცავს ინტონაციას; მეტყველებაში აქვს პარაზიტული ჩანართები;
|
მკაფიოდ მეტყველებს.
პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
წინადადების დასრულებას გამოხატავს პაუზით და შესაბამისი ინტონაციით;
|
ფონოლოგიური უნარები
|
უჭირს ბგერების სიტყვებად გამთლიანება. ვერ ახერხებს
სიტყვაში მარცვალთა რაოდენობის განსაზღვრას. ვერ ასახელებს წინადადებაში სიტყვების
რაოდენობას.
|
მხოლოდ მოკლე სიტყვის შემთხვევაში აერთიანებს ბგერებს,
ზოგჯერ შეცდომები აქვს მარცვლების რაოდენობის დათვლისას. ითვლის სიტყვების რაოდენობას
წინადადებაში.
|
ნებისმიერი სიტყვის ბგერებს აერთიანებს სიტყვებად.
ზუსტად ასახელებს მარცვლების რაოდენობას სიტყვაში და სიტყვებისას -წინადადებაში.
|
წერა
|
არ
ტოვებს მანძილს სიტყვებს შორის, აკლებს ასოებს;
|
ზოგჯერ
ავიწყდება ასოებსა და სიტყვებს შორის ადგილის
გამოტოვება;
|
ლამაზად, უშეცდომოდ, დროის ლიმიტის დაცვით წერს
|
ელექტრონული რესურსის ფოტო. ნიმუში, რომელიც მოსწავლეებმა ბუკებში უნდა შეასრულონ
04.03.2019 წელი
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:
ეკატერინე ლეკიაშვილი
საგანი: მათემატიკა, ხელოვნება (ინტეგრირებული)
სწავლების საფეხური/კლასი: I საფეხური IIა
კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 21 (სსმ მოსწავლე-0)
გაკვეთილის თემა: ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები და მათი
გამოყენება ხელოვნებაში, ჩვენს ირგვლივ.
გაკვეთილის მიზანი: ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა
ატრიბუტების მიხედვით. საერთო გვერდებისა და წვეროების, არეებისა და მათში წერტილების
რაოდენობის, განსაზღვრა. ფიგურების დაჯგუფება
რაიმე ნიშნის მიხედვით; ორნამენტის რაობა და
აპლიკაციის შექმნა ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით. ნამუშევრის წარდგენა
თანაკლასელების წინაშე.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
A ფაზა
მისალმება,
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
გაკვეთილის
თემის, მიზნის, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა. განწყობის შექმნა.
|
ვერბალური/
ზეპირსიტყვიერი
|
მთელ
კლასთან
|
დაფა,
ცარცი. A4 ფორმატის
ქაღალდზე დაბეჭდილი შეფასების რუბრიკები, კრიტერიუმები
|
4
წთ.
|
2
|
გეომეტრიული
ატრიბუტების დასახელებით ბავშვებმა უნდა გამოიცნონ ფიგურა.
1) საკლასო
ოთახში რომელ მათგანს ხედავთ?
2) გარდა
ზემოთ ჩამოთვლილისა, კიდევ რომელ ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს იცნობთ? (წერტილი, მონაკვეთი,
ტეხილი, მრუდი წირი)
3) ნახატის
შესაქმნელად რას ვიყენებთ? (ხაზს)
4) რა
ჰქვია ხაზებითა და გეომეტრიული ფიგურებით შედგენილ ნამუშევარს? (ორნამენტი)
|
კითხვა-პასუხი
|
ინდივიდუალური
მთელ
კლასთან
|
ტომარაში
ჩაყრილი გეომეტრიული ფიგურები.
კლასში
განლაგებული დგამ-ავეჯი, სასწავლო და საკანცელარიო ნივთები. სიტყვის ბარათები, მაგნიტური
დაფა სამაგრებით
|
5
წთ.
|
4
|
B
ფაზა
დააჯგუფონ გეომეტრიული ფიგურები რაიმე ნიშნის მიხედვით (ფერი, ფორმა,
ზომა)
ე.ი. რით განსხვავდებიან 2D
გეომეტრიული ფიგურები ერთმანეთისგან?
|
კლასიფიკაცია
|
ჯგუფური
|
სხვადასხვა ფერის, ზომის და ფორმის ფერადი გეომეტრიული ფიგურები;
დაკვირვების ცხრილი (იხ. დანართი 4)
|
5 წთ.
|
5
|
ფიგურის შიგნით, გარეთ და საზღვარზე
მდებარე წერტილების რაოდენობის განსაზღვრა
|
კითხვა-პასუხი
|
ინდივიდუალური
|
დაფა, ცარცი
|
5 წთ.
|
6
|
საერთო გვერდებისა და წვეროების მქონე გეომეტრიული ფიგურების რვეულში
ჩახაზვა და საერთო გვერდი (წვერის) მონიშვნა
|
დამოუკიდებელი
|
ინდივიდუალური
|
რვეული, ფანქარი, სახაზავი, დაფა, ცარცი.
|
6 წთ.
|
7
|
გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით აპლიკაციის შექმნა
|
სწავლა კეთებით
|
წყვილებში
|
ჩემ მიერ შესრულებული რამდენიმე საჩვენებელი ნიმუში. თეთრი ფურცლები,
ფერადი ფურცლებით გამოჭრილი გეომეტრიული ფიგურები, წებო, მაკრატელი.
|
10 წთ.
|
8
|
C
ფაზა
თითოეული წყვილი აკეთებს საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციას.
საშინაო დავალება:
მოხატონ დოქი (ან ვაზა) სხვადასხვა ორნამენტებით
(იხ.
დანართი 2 და დანართი 3)
|
გამოფენა
|
წყვილებში
|
მაგნიტური დაფა სამაგრებით, ბავშვების მიერ შესრულებული აპლიკაციები
|
5 წთ.
|
შენიშვნა: განმავითარებელ
შეფასებას კომენტარების სახით ვაძლევ მთელი გაკვეთილის განმავლობაში, აქტივობის მსვლელობის
ან დასრულების შემდეგ.
(შეფასების კრიტერიუმები იხ. დანართი1)
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები: მოსწავლე ასახელებს ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს ატრიბუტების
მიხედვით. ასახელებს მათი გამოყენების მაგალითებს ყოფა-ცხოვრებაში. ხაზავს და აჩვენებს
ფიგურების საერთო წვეროსა და გვერდს. ითვლის წერტილების რაოდენობას არეს შიგნით, გარეთ და საზღვარზე. აჯგუფებს 2D ფიგურებს რაიმე
ნიშნის მიხედვით. ქმნის და წარადგენს თანაკლასელების წინაშე გეომეტრიული ფიგურებით
შედგენილ აპლიკაციას. განვითარებული აქვს სოციალური უნარები.
შესაბამისობა ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან
მათ.II.8. მოსწავლეს შუძლია თვისებრივი და
რაოდენობრივი ნიშნების გამოყენება ფიგურების აღსაწერად.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- ადარებს და
აჯგუფებს ბრტყელ ფიგურებს გეომეტრიული ატრიბუტების (მაგალითად, წვეროების/გვერდების
რაოდენობის) მიხედვით;
- განასხვავებს
ფიგურის შიგა და გარე არეებს; უთითებს ფიგურის შიგნით, გარეთ და საზღვარზე მდებარე
წერტილებს;
- უთითებს საერთო
საზღვრის მქონე ფიგურების საერთო გვერდებსა და წვეროებს;
ს.გ.
II.1. მოსწავლემ უნდა
შეძლოს საკუთარი ჩანაფიქრისა და შთაბეჭდილებების გადმოსაცემად სახვითი ხელოვნების რამდენიმე
ძირიტადი ელემენტისა და პრინციპის, მასალისა და ტექნიკის გამოყენება ნამუშევარში.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
- ქმნის ნამუშევრებს
შთაბეჭდილებებით და წარმოსახვით;
- ქმნის და იყენებს
ორ(2D) და სამგანზომილებიან (3D) ფორმებს (გეომეტრიულს და ბუნებაში არსებულს);
- შერეული მასალითა
(ბუნებრივი და ხელოვნური) და სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით ქმნის ნამუშევარს
(აპლიკაცია, კოლაჟი, მოზაიკა და სხვა);
ს.გ.
II.3. მოსწავლემ უნდა
შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა; აზრის გამოთქმა საკუთარ, თანაკლასელთა
ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრის შესახებ ელემენტარული ტერმინოლოგიის გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- ინდივიდუალური
ან ერთობლივი ნამუშევრის წარდგენისას საუბრობს და ხსნია, რისი ასახვა სურდა;
- უზიარებს თანაკლასელებს
საკუთარ შთაბეჭდილებებს სხვისი ნამუშევრის შესახებ;
- უსმენს და
აცდის სხვებს აზრის გამოთქმას;
შეფასების კრიტერიუმები
დანართი1
სუსტი
|
საშუალო
|
საუკეთესო
|
|
ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების დასახელება
ატრიბუტების მიხედვით და რაიმე ნიშნით მათი დაჯგუფება
|
მოსწავლე
ვერ ასახელებს გეომეტრიულ ფიგურას ატრიბუტების საშუალებით. ფიგურებს მხოლოდ ერთი
ნიშნის მიხედვით აჯგუფებს.
|
დასახელებული
ატრიბუტების საშუალებით მოსწავლე ამოიცნობს მხოლოდ რამოდენიმე ფიგურას. ფიგურების
დაჯგუფების მხოლოდ რამოდენიმე ხერხს იყენებს.
|
დასახელებული
ატრიბუტების საშუალებით მოსწავლე ამოიცნობს ყველა დასახელებულ ბრტყელ გეომეტრიულ
ფიგურას. ფიგურებს აჯგუფებს სხვადასხვა ნიშნის (ფერი, ფორმა, ზომა) მიხედვით.
|
ფიგურის შიგა და გარე არეები. წერტილების
რაოდენობის განსაზღვრა ფიგურის შიგნით, გარეთ და საზღვარზე. საერთო გვერდის (წვერის)
დასახელება
|
დახმარების
შემდეგაც უჭირს ფიგურის შიგა და გარე არეების დასახელება, წერტილების რაოდენობის
დანსაზღვრა ფიგურის შიგნით, გარეთ და საზღვარზე. ვერ ასახელებს ფიგურების საერთო
გვერდს (წვერს)
|
მცირე
დახმარების შემდეგ უთითებს ფიგურის შიგა და გარე არეებს, წერტილების რაოდენობას ფიგურის
შიგნით, გარეთ და საზღვარზე. მცირე დახმარების შემდეგ ასახელებს ფიგურების საერთო
გვერდს (წვერს)
|
უთითებს
ფიგურის შიგა და გარე არეებს. შეუცდომლად ასახელებს წერტილების რაოდენობას ფიგურის
შიგნით, გარეთ და საზღვარზე. შეუცდომლად ასახელებს ფიგურების საერთო გვერდს (წვერს)
|
კოლაჟის შექმნა გეომეტრიული ფიგურების საშუალებით
|
მოდელების
საშუალებით, დახმარების შემდეგ ქმნის კოლაჟს.
|
მცირე
დახმარების და დამატებითი ინსტრუქტაჟის შემდეგ ქმნის კოლაჟს გეომეტრიული ფიგურების
გამოყენებით.
|
საკუთარი
ფანტაზიით, გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით ქმნის კოლაჟს.
|
ჯგუფური მუშაობა
|
კამათობენ და ვერ გაურკვევიათ ვინ რა უნდა გააკეთოს, სათანადოდ ვერ ანაწილებენ
დროს.
|
პერიოდული დახმარებით და ჩარევით ინაწილებენ ფუნქციებს და ანაწილებენ
დროს.
|
ორგანიზებულად ინაწილებენ შესასრულებელ დავალებას, ფუნქციებს. მითითებულ
დროში ამთავრებენ სამუშაოს.
|
საკუთარი და სხვისი ნამუშევრის შეფასება
|
უჭირს აზრის გამოთქმა საკუთარი და სხვისი ნამუშევრის შესახებ. ამავე
დროს
არ აცდის სხვებს აზრის გამოთქმას;
|
საუბრობს რისი ასახვა სურდა საკუთარ ნამუშევარში, ასევე აქვს დამოკიდებულება სხვისი ნამუშევრის შესახებ. პერიოდულად
ეჭრება სხვას საუბარში.
|
საუბრობს რისი ასახვა სურდა;
უზიარებს თანაკლასელებს საკუთარ შთაბეჭდილებებს სხვისი ნამუშევრის შესახებ;
უსმენს და აცდის სხვებს აზრის გამოთქმას;
|
დანართი 4
მოსწავლეთა
ჯგუფური მუშაობის დაკვირვების ცხრილი
რომელი
ნიშნების მიხედვით მოახერხებენ გეომეტრიული ფიგურების დაჯგუფებას
(ჩავსვამ თოლიას)
ფერი
|
ფორმა
|
ზომა
|
|
I
|
|||
II
|
|||
III
|
|||
IV
|
|||
V
|
სსიპ ქალაქ ლაგოდეხის მე-3 საჯარო სკოლის დაწყებითი
კლასის მასწავლებლის ეკატერინე ლეკიაშვილის სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილის (მათემატიკასა
და ხელოვნებაში) რეფლექსია
2019 წლის 6 მარტს მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების სქემის ფარგლებში , IIა კლასში ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასა და ხელოვნებაში.
თემა გეომეტრიული ფიგურები გახლდათ.
სასწავლო საგნებს შორის კავშირის დამყარება მოსწავლეებისთვის
სასარგებლოსთან ერთად ძალიან საინტერესოცაა, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე. სწორედ
ამიტომ შევაჩერე გაკვეთილის ამ ტიპის ჩატარებაზე ჩემი არჩევანი. ინტეგრირებული გაკვეთილი
სხვადასხვა საგანში შესასწავლი თემების ერთმანეთთან ორგანულ დაკავშირებას გულისხმობს.
ამ ტიპის გაკვეთილებით მოსწავლეები სწავლობენ ერთი თემის, საგნის მეორესთან დაკავშირებას.
რაც ხელს უწყობს ცოდნის გამთლიანებას, შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას ანუ ტრანსფერს.
ინტეგრირებული სწავლება სინთეზური აზროვნების
განვითარების საუკეთესო საშუალებაა. ცოდნის ტრანსფერი თავისთავად არ ხდება, ამაზე საჭიროა
სწავლების სპეციალურად დაგეგმვა. სწორედ ამიტომ შევაჩერე არჩევანი ამ ტიპის გაკვეთილის
ჩატარებაზე.
ჩატარებული გაკვეთილი სარგებლის მომტანი იყო ასევე
დამსწრე კოლეგებისთვის. მათ ნახეს როგორ შეიძლება
დავაკავშიროთ ერთმანეთთან ორი სრულიად სხვადასვა
საგნობრივი ჯგუფის დისციპლინა. როგორ
მოვახერხოთ ის, რომ ყველა ბავშვი აქტიურად
ჩავრთოთ ყველა აქტივობაში. ყველა წყვილს მივცეთ ნამუშევრის წარდგენის საშუალება. როგორ მივაჩვიოთ ბავშვები განსაზღვრულ
დროში მუშაობას და როგორ გავხადოთ სწავლა საინტერესო.
ზოგჯერ
მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ჭირს სახელმძღვანელოებში ისეთი საკითხების, თემების მოძებნა , რომელიც მისი მრავალმხრივი შესწავლის
საშუალებას იძლევა. თუმცა დაწყებით საფეხურზე საგნები თემატური თვალსაზრისით ხშირად
გადაიკვეთებიან ხოლმე. ამ კონკრეტული გაკვეთილის შემთხვევაში ვფიქრობ,ინტეგრირება ლოგიკურია
და ბუნებრივი. რა სარგებელი შეიძლება მოეტანა გაკვეთილს კოლეგებისთვის. მათთვის აშკარა
იყო როგორ შეიძლება დავაკავშიროთ ერთმანეთთან ორი სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის დისციპლინა.
როგორ შეიძლება, რომ ყველა ბავშვი აქტიურად ჩავრთოთ ყველა აქტივობაში. როგორ მივაჩვიოთ
ბავშვები ინსტრუქციის გაგებას და განსაღვრულ დროში დავალების შესრულებას. როგორ შეიძლება
გავხადოთ სწავლის პროცესი საინტერესო და არ იყოს რუტინული. მივაჩვიოთ ჯგუფურ მუშაობას და განუვითაროთ სოციალური
უნარები.
გაკვეთილის თემატიკაც და მიზანიც გამომდინარეობს
ეროვნული სასწავლო გეგმიდან, აქტივობები მოვარგე
მოსწავლეთა ასაკს და შესაძლებლობებს, შესაბამისად მიზნის მიღწევა და შედეგზე
გასვლა არც ერთ მოსწავლეს არ გასჭირვებია.
გაკვეთილის დასაწყისშივე გავაცანი გაკვეთილის
თემა, შეფასების კრიტერიუმები და შესასრულებელი აქტივობები. ვკითხე რა იყო საჭირო ყველა
დავალების შესასრულებლად, მოსასწრებად ( გაკვეთილზე ქცევის წესები). ამით მათ კიდევ
შევახსენე იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რაც მოსწავლეს გაკვეთილზე აკისრია.
მოსწავლეთა ინტერესი ჯერ კიდევ გაკვეთილის დასაწყისში გამოჩენილმა კაცუნამ,
რატომელამ გამოიწვია, რომელსაც მათთვის კონვერტში ჩადებული შეკითხვა მოეტანა. რატომელას
აინტერესებდა და დასახმარებლად მათ მიმართა: „რა მოხდებოდა მანქანას ოთხკუთხედი ბორბლები
რომ ჰქონდეს?“. მოსწავლეები ამ შეკითხვამ საკმაოდ გაამხიარულა და ვარაუდებიც ხალისით გამოთქვეს.
გაკვეთილის გეგმაში შევიტანე მცირედი ცვლილება.
კერძოდ, B ფაზაში, მეორე აქტივობა გეგმის მიხედვით უნდა შემესრულებინა დაფაზე, მთელ
კლასთან, მაგრამ გადავწყვიტე დამოუკიდებლად შეესრულებინათ რვეულებში. ასე უკეთ განვსაზღვრე
ვინ იცოდა ეს საკითხი და ვის დამატებითი კონსულტაცია სჭირდებოდა. მივეცი ინდივიდუალური
მითითებები და თვალსაჩინოებისთვის დაფაზეც შევასრულეთ. ყველა დაგეგმილი აქტივობა განვახორციელეთ.
აქტივობები ისე მქონდა დაგეგმილი, რომ ერთ აქტივობაზე დიდხანს არ გავჩერებულიყავით
და მოსწავლეებისთვის სწავლის პროცესი მოსაწყენი და რუტინული არ ყოფილიყო. მოსწავლეებმა
მეტ-ნაკლები ხარისხით გაართვეს თავი შესასრულებელ დავალებებს. მათთვის დამატებით კიდევ
გავაკეთე კომენტარი. მოსწავლეები გავიდნენ ესგ გათვალისწინებულ შედეგზე და მიზანიც
მიღწეულია. საკითხი ყოველხრივ გასაგები და ამომწურავი იყო მათი მხრიდან.
გაკვეთილის ძლიერ მხარედ მოსწავლეთა ჩართულობას და აქტიურობას მივიჩნევ. სუსტ მხარედ ემოციურ ფონს,
რომელიც ჩემთვისაც და მოსწავლეებისთვისაც სიკეთის მომტანი ნამდვილად არ არის. საგნების
ინტეგრირება ნამდვილად ბუნებრივი იყო. მოსწავლეებს პეროდულად, ყოველი აქტივობისას ვაძლევდი
განმავითარებელ კომენტარს. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს გავაკეთებინე თვითშფასება.
კარგი იქნებოდა თუ თვითშეფასებას მეტ დროს დავუთმობდი. ასევე აუცილებლად გავითვალისწინებ
შეფასების ჯგუფის უკუკავშირის ჩატარებული გაკვეთილის შესახებ.
ცოდნა ყალიბდება სამყაროსთან ჩვენი ურთიერთობის
პროცესში. სწავლა კეთებით ამის ყველაზე კარგი
საშუალებაა. როცა საგანმანათლებლო სივრცეში სასკოლო პროგრამებისა და მიდგომების პილოტირება
დაიწყო, ტრენინგებზე ჩემი ტრენერი ხშირად გვიმეორებდა ასეთ გამონათქვამს: „თუ მეტყვი, აუცილებლად დამავიწყდება, თუ დამანახებ
შეიძლება დავიმახსოვრო, თუ გამაკეთებინებ აუცილებლად დამამახსოვრდება“. იმედია, ამ
გაკვეთილით ჩემს მოსწავლეებს აუცილებლად დაამახსოვრდებათ ეს თემა.
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:
ეკატერინე ლეკიაშვილი
საგანი: ქართული, ბუნებისმეტყველება (ინტეგრირებული)
სწავლების საფეხური/კლასი: I საფეხური IIა
კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 21 (სსსმ მოსწავლე-0)
გაკვეთილის თემა: ტყე და მისი მნიშვნელობა
გაკვეთილის მიზანი: მოსმენილის გაგება, აღქმა და საუბარი
თემის ირგვლივ; ტექსტის ირგვლივ კითხვების დასმა და პასუხების გაცემა; პერსონაჟების
დახასიათება და შეფასება; ინტონაციით, ხმამაღლა, მკაფიოდ, ფრაზებად, ზომიერი ტემპით
კითხვა; მსჯელობა ტყის მნიშვნელობის შესახებ ცოცხალი ორგანიზმებისათვის; ტყის გაკაფვით,
დაბინძურებით გამოწვეული საშიშროებები. მოსწავლეთა
ჩართულობა და მაღალი მოტივაცია.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
A ფაზა
საორგანიზაციო
საკითხების მოგვარება.
განწყობის
შექმნა
რატომელას
მიერ გამოგზავნილი გამოცანა (იხ. დანართი2),
რომლის პასუხი „ტყე“-ა, ტყის ხმების (შრიალი, ჭიკჭიკი, ყმუილი, ბურდღუნი...)
მოსმენა გამოცნობა.
გაკვეთილის
თემის, მიზნების, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
|
ვერბალური/
ზეპირსიტყვიერი;
დემონსტრირების, (აუდიო, ვიზუალური).
|
მთელ
კლასთან
|
კაცუნა
„რატომელა“, კონვერტში ჩადებული გამოცანა. ბუკი, mp4-ში
ტყის ბინადართა ხმიანობა. დინამიკები, A4 ფორმატის
ქაღალდზე დაბეჭდილი შეფასების რუბრიკები, კრიტერიუმები
|
6
წთ.
|
2
|
B
ფაზა
ოთხ ჯგუფად დაყოფილი ბავშვები ჩამოწერენ: I ჯგუფი - ტყეში
მცხოვრებ ცხოველებს, II ჯგუფი - ტყის მცენარეებს, III ჯგუფი - ტყის ნობათი, IV ჯგუფი - ტყის მნიშვნელობა
|
ჯგუფური; დემონსტრირების მეთოდი
|
ჯგუფური მუშაობა
|
ფურცლები, კალამი
|
8 წთ.
|
3
|
დემონსტრირების,
(აუდიო, ვიზუალური), დისკუსია.
|
მთელ
კლასთან
|
ბუკი,
youtube.com-დან ჩამოტვირთული
სიმღერა, დინამიკები,
პროექტორი;
|
5
წთ.
|
|
4
|
ჩემ მიერ პატარა ამბის წაკითხვა. დავეხმაროთ მეტყევეს/რეინჯერს პრობლემის
მოგვარებაში
|
ვერბალური; პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება; დისკუსია
|
მთელ კლასთან
|
იხ. დანართი2
|
5 წთ.
|
5
|
ი. გოგებაშვილის მოთხრობა „ხეების კამათი“. ტექსტის კითხვა და ანალიზი.
|
სამოდელო კითხვა, ჩუმი კითხვა, გამოკრებით კითხვა; ანალიზი;
|
მთელ კლასთან, ინდივიდუალური
|
თაბახის ფურცელზე დაბეჭდილი ტექსტი
|
10 წთ.
|
6
|
C
ფაზა
სწორი წინადადების მოსმენის შემთხვევაში ადექით ფეხზე, არასწორზე - დარჩით
ადგილებზე.
საშინაო დავალება:
ტექსტი კითხვით და კითხვებზე პასუხების გაცემით. დასაწერად: ტექსტის მიხედვით შექმნან
კომიქსი
|
ვერბალური
|
ინდივიდუალური
|
(იხ. დანართი
|
6 წთ.
|
შენიშვნა:
სარეზერვო აქტივობად გამზადებული მაქვს გამოცანები ცხოველებსა
და ფრინველებზე.
განმავითარებელ შეფასებას კომენტარების სახით მივცემ
მთელი გაკვეთილის განმავლობაში, აქტივობის მსვლელობის ან დასრულებისთანავე.
(შეფასების კრიტერიუმები იხ. დანართი1)
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლე იგებს, აღიქვამს და საუბრობს წამოჭრილი
თემის ირგვლივ; სვამს კითხვებს და შეუძლია ადეკვატური პასუხების გაცემა; ახასიათებს
და აფასებს პერსონაჟს; კითხულობს ხმამაღლა, ინტონაციით, მკაფიოდ, ფრაზებად, ზომიერი
ტემპით; მსჯელობს ტყის მნიშვნელობაზე ცოცხალი ორგანიზმებისათვის; საუბრობს ტყის გაკაფვით
გამოწვეულ საშიშროებებზე; მოსწავლე მთელი გაკვეთილის განმავლობაში ინარჩუნებს მოტივაციას
და აქტიურია;
შესაბამისობა ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან:
ქართ.დაწყ.(I).1.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო
სიტუაციაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მიზნის
შესაბამისად გადმოსცემს კონკრეტულ ინფორმაციას;
·
ისმენს და ადეკვატურად
აღიქვამს ინფორმაციას ნაცნობ თემაზე;
ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა
შეძლოს სტანდარტით
განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს სამეტყველო სიტუაციის
ადრესანტს (ვინ ლაპარაკობს), ადრესატს (ვის ელაპარაკებიან) და საუბრის თემას;
·
სვამს / პასუხობს შეკითხვებს
მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
ქართ.დაწყ.(I).3.
მოსწავლემ უნდა
შეძლოს პირადი
დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის,
მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
გამოხატავს პირად დამოკიდებულებას მხატვრული ტექსტების პერსონაჟისა და მისი მოქმედების
მიმართ (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და
ა.შ.);
ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა
შეძლოს გაწაფულად კითხვა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
სათანადო
ინტონაციით გამოხატავს წინადადების მოდალობას (თხრობითი, კითხვითი ბრძანებითი წინადადებების);
·
პოულობს და კითხულობს ტექსტში
მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს;
·
კითხულობს ხმამაღლა და
გარკვევით.
ბუნ.II.3. მოსწავლემ
უნდა შეძლოს ორგანიზმებისათვის გარემოს მნიშვნელობაზე მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აგროვებს ინფორმაციას და მსჯელობს კონკრეტული ორგანიზმის სასიცოცხლო
მოთხოვნილებების (საკვები, წყალი, ნიადაგი, ჰაერი, თავშესაფარი) შესახებ;
ბუნ.II.7. მოსწავლემ
უნდა შეძლოს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებული ბუნებრივი რესურსების დასახელება და
მათ მნიშვნელობაზე მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ჩამოთვლის ბუნებრივ რესურსებს, რომლებსაც იყენებს ყოველდღიურ
ცხოვრებაში (მაგ., წყალი, შეშა, ბუნებრივი
აირი) და ლაპარაკობს მათ მნიშვნელობაზე;
·
ვარაუდობს, რა შეიძლება მოხდეს ბუნებრივი რესურსების ამოწურვის
შემთხვევაში;
·
მსჯელობს, რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს მდინარის/ტყის საყოფაცხოვრებო
და სხვა ტიპის ნარჩენებით დაბინძურებამ.
შეფასების კრიტერიუმები
დანართი1
სუსტი
|
საშუალო
|
საუკეთესო
|
|
ზეპირმეტყველება
|
მოსწავლეს
უჭირს გამართული წინადადებებით საუბარი, აქვს პარაზიტული ჩანართები. ვერ გადმოგვცემს
სათქმელს;
|
მოსწავლე
აყალიბებს აზრს, თუმცა მისი მეტყველება ბოლომდე გამართული არ არის. აქვს ხარვეზები
წინადადებების გამართვის თვალსაზრისით;
|
მოსწავლე
მეტყველებს გამართული წინადადებებით. მკაფიოდ, ჩანართების გარეშე; გასაგებად აყალიბებს
სათქმელს;
|
ტყის მნიშვნელობაზე
მსჯელობა
|
უჭირს ტყის მნიშვნელობაზე საუბარი; ვერ ასახელებს მისი განადგურებით
გამოწვეულ ზიანზე;
|
საუბრობს ტყის მნიშვნელობაზე, თუმცა უჭირს მაგალითების მოყვანა და არგუმენტირება;
|
მსჯელობს ტყის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის საარსებო გარემოსა და მის
მნიშველობაზე. გაჩეხვით გამოწვეულ საშიშროებებსა და გარემოსადმი მიყენებულ ზიანზე.
|
კითხვა
|
მოსწავლე
კითხულობს მარცვლებად ან სიტყვებად. დაბალი ტემპით, ვერ იცავს ინტონაციას;
|
კითხულობს
საშუალო ტემპით, ზოგჯერ უჭირს სასვენი ნიშნების დაცვა;
|
კითხულობს
ფრაზებად, ხმამაღლა, ინტონაციით, ზომიერი ტემპით, გამომსახველობით, მოქნილად;
|
ჯგუფური მუშაობა
|
ჯგუფის
ერთ წევრს აქვს ლიდერობა აღებული და ყველაფერს თვითონ აკეთებს, დანარჩენები პასიურად
უყურებენ; ან უფრო მეტად კამათობენ და დროშიც ვერ ეტევიან;
|
ჯგუფის
ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში, თუმცა არაორგანიზებულად, საჭიროებენ დამატებით კონსულტაციას
დავალების ბოლომდე მისაყვანად;
|
ჯგუფის
ყველა წევრი ჩართული და აქტიურია, ფუნქციები სათანადოდ აქვთ განაწილებული და მითიტებულ
დროშიც ჩაეტივნენ;
|
ჩართულობა
|
მოსწავლეს ხშირად ეფანტება ყურადღება და საჭიროებს შეხსენებას მიუბრუნდეს
დავალებას;
|
მოსწავლე ზოგიერთ აქტივობაში უფრო აქტიურად ერთვება, ზოგჯერ ესაჭიროება
შეხსენება დავალების შესასრულებისას;
|
მოსწავლე მთელი გაკვეთილის განმავლობაში მოტივირებული, აქტიური და ჩართულია
საგაკვეთილო პროცესში;
|
პრეზენტაცია
|
მოსწავლე აზრს აყალიბებს რეპლიკებით, უჭირს გამართული წინადადებებით
საუბარი, საუბრისას იყენებს ჩანართებს, საპრეზენტაციო
თემაც დავალების შეუსაბამოა.
|
მოსწავლე საუბრობს მიცემული დავალების თემის ირგვლივ, თუმცა უჭირს აუდიტორიასთან
კონტაქტის დამყარება.
|
მოსწავლე საუბრობს დავალების შესაბამის თემატიკაზე გამართულად, მკაფიოდ,
დამაჯერებლად, ამომწურავად, საკითხი
|
დანართი2
ამბავი ტყის დასუფთავების შესახებ
„ერთ–ერთ ქვეყანაში გადაწყვიტეს ტყისთვის განსაკუთრებულად
მოევლოთ. ამ მიზნით მათ ერთი მეტყევე დაიქირავეს, მან მოიყვანა მუშები და ტყე გაწმინდეს
ხმელი ტოტების, ჩამოცვენილი ფოთლებისა და ბუჩქებისგანაც კი. ბუჩქები იმიტომ ამოძირკვეს,
რომ ხეებს უფრო მეტი საკვები ამოეღოთ ნიადაგიდან. მართლაც, სინათლე ჩადგა ტყეში, თამამად
შრიალებდნენ ფოთლები.
უხაროდა მეტყევეს
და ამაყად დადიოდა ტყეში.
გავიდა ცოტა ხანი და ხეებმა მოიწყინეს,
ნაადრევად გაუხმათ ფოთლები, აღარ ისმოდა ფრინველთა გალობა, აღარც ტყის სხვა ბინადარნი
ჩანდნენ. გაოცებული იყო მეტყევე, ვერ გაეგო რამ გამოიწვია ასეთი ცვლილება...“
– როგორ ფიქრობთ, რა მოხდა? იფიქრეთ 30 წამი და მეტყევეს დაეხმარეთ პრობლემის მოგვარება/გადაჭრაში.
სავარაუდო პასუხები:
-
ტყე
იმიტომ შეიცვალა, რომ ბუჩქები ამოძირკვეს, ბუჩქებში ხომ უამრავი ფრინველი იკეთებს ბუდეს.
ისინი იძულებულნი გახდნენ სხვაგან გადასულიყვნენ. ამით მავნე მწერებიც მომრავლდნენ.
-
ფოთლები
რომ გაიტანეს ამანაც უარყოფითად იმოქმედა. ფოთლები ლპება და ამდიდრებს, ანაყოფიერებს ნიადაგს, რომელსაც მცენარე იყენებს
საკვებად.)
-
გამოდის,
ტყე ერთი მთლიანია. მისთვის ჭიანჭველასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. ბუნებაში ზედმეტი
არაფერია, ყველაფერი ურთიერთკავშირშია.
გამოცანა
მუხა, თელა, წიფელი,
ფიჭვი, სოჭი, ნაძვის ხე...
წყარო აქ იბადება და სიცოცხლეს აქ იწყებს.
ეს ხეების ოჯახი, მოშრიალე არის ... (ტყე)
დანართი3
ინსტრუქცია: სწორი
პასუხის შემთხვევაში ადექი ფეხზე, არასწორი პასუხის შემთხვევაში დარჩი ადგილზე. მაგ.:
ჩვენ IIა
კლასის მოსწავლეები ვართ; გავიდა ზამთარი და დადგა ზაფხული;
2) ტყე
ჟანგბადის წყაროა;
4) ვაშლი
და მუხა მარადმწვანე ხეებია;
5) ტყის
მარაგი ამოუწურავი ბუნებრივი რესურსია;
6) ზაფხულში
უღრან ტყეში ყინულივით ცივ წყაროს დავეწაფე;
7) ტყე
ხმელეთზეა გაშენებული;
8) მგელს
ტყის სანიტარს უწოდებენ; (კოდალა)
9) ხის
გამოყენება მხოლოდ შეშად შეიძლება;
10) ტყეები
დედამიწის ფილტვებია;
სსიპ ქალაქ ლაგოდეხის მე-3 საჯარო სკოლის დაწყებითი
კლასის მასწავლებლის ეკატერინე ლეკიაშვილის სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილის, ქართულ
ენასა და ბუნებისმეტყველებაში, რეფლექსია
2019 წლის 21 მარტს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში , II ა კლასში
ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ბუნებისმეტყველებაში. თემა ტყე და
მისი მნიშვნელობა გახლდათ.
როგორც ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვკითხულობთ
(თავი VIII. მუხლი 48.) ეროვნული სასწავლო
გეგმა გამოყოფს
ცხრა პრიორიტეტულ კომპეტენციას, რომელთა ფლობა
გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა და სათანადო
ადგილის დამკვიდრებისათვის. საგნების სწავლება,
სპეციფიკური კომპეტენციების განვითარებასთან ერთად,
ხელს უნდა
უწყობდეს ამ
პრიორიტეტული გამჭოლი
კომპეტენციების განვითარებას მოსწავლეებში. გამჭოლი კომპეტენციების დასაუფლებლად აუცილებელია სასწავლო პროცესში
საგანთშორისი კავშირების დამყარება. მასწავლებელმა ხელი
უნდა შეუწყოს
მოსწავლეს, რომ
მან ერთ
რომელიმე საგანში
შეძენილი ცოდნა
და გამოცდილება სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადაიტანოს და გამოიყენოს. ინტეგრირებული ტიპის გაკვეთილებით მოსწავლეები სწავლობენ
ერთი თემის, საგნის მეორესთან დაკავშირებას. რაც ხელს უწყობს ცოდნის გამთლიანებას,
შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან
მეორეში გადატანას ანუ ტრანსფერს.
ჩატარებული გაკვეთილი
სარგებლის მომტანი იყო ასევე დამსწრე
კოლეგებისთვის. მათ
ნახეს როგორ შეიძლება დავაკავშიროთ ერთმანეთთან ორი სრულიად სხვადასვა საგნობრივი
ჯგუფის დისციპლინა. როგორ
მოვახერხოთ ის,
რომ ყველა ბავშვი აქტიურად ჩავრთოთ ყველა
აქტივობაში. როგორ
მივაჩვიოთ ბავშვები განსაზღვრულ დროში მუშაობას და როგორ გავხადოთ
სწავლა საინტერესო.
ჩატარებული გაკვეთილის
შემთხვევაში ვფიქრობ, ინტეგრირება ლოგიკური და ბუნებრივია. კოლეგებისთვისაც იქნებოდა სარგებლის მომტანი, რადგან
თვალსაჩინო იყო ყველა მოსწავლის აქტიურობა და ჩართულობა. ეს კი იმით იყო
გამოწვეული, რომ გაკვეთილის დაგეგმვისას ესგ-თან ერთად გათვალისწინებული მქონდა მათი
ინტერესები და შესაძლებლობები. გაკვეთილზე
გამოყენებული მრავალფეროვანი აქტივობები უზრუნველყოფდა
მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას და თემის გაგება-გაანალიზების შესაძლებლობას იძლეოდა. საინტერესო იქნებოდა კიდევ იმის დანახვა, რომ ჯგუფური
მუშაობის დაწყება მცირე ასაკიდანაც შესაძლებელი და მიღწევადია. რაც მნიშვნელოვნად ავითარებს
სოციალურ და გუნდში მუშაობის უნარ-ჩვევებს.
როგორც ზემოთაც აღვნიშნე
გაკვეთილის თემატიკაც და მიზანიც გამომდინარეობს
ეროვნული სასწავლო გეგმიდან. აქტივობები მოვარგე მოსწავლეთა
ასაკს, ინტერესებს
და შესაძლებლობებს, შესაბამისად მიზნის მიღწევა და შედეგზე გასვლა
არც ერთ მოსწავლეს არ
გასჭირვებია. გაკვეთილი წარიმართა
გეგმის შესაბამისად და არც ერთი აქტივობის შეცვლა/ამოღება არ დამჭირვებია. არ გამომიყენებია
სარეზერვო აქტივობა, რომელსაც შემდეგ გაკვეთილზე აუცილებლად გამოვიყენებ.
მოტივაციის ამაღლების, განწყობის შექმნის და ამასთან
გაკვეთილის თემის ლოგიკურად გაცნობის მიზნით მოსწავლეებს წავუკითხე რატომელას (კაცუნა,
რომელიც ჩვენს კლასში ბინადრობს და ხშირად მოაქვს ბავშვებისთვის სახალისო/საინტერესო
დავალებები) მიერ მოტანილი გამოცანა (იხ. დანართი2),
რომლის პასუხიც ტყე იყო. ვუთხარი, რომ დღევანდელი გაკვეთილის თემა ტყე და ტყის მნიშვნელობა
იქნებოდა. ასევე შევისწავლიდით ი. გოგებაშვილის მოთხრობას „ხეების კამათი“. შეფასების
კრიტერიუმებს უშუალოდ იმ აქტივობის წინ ვაცნობდი, რომლის განხორციელებასაც ვაპირებდით.
გაკვეთილის დასაწყისში ყველა აქტივობის შეფასების კრიტერიუმის ერთდროულად გაცნობა გამართლებულად არ მიმაჩნია, რადგან პატარები მთელი
გაკვეთილის შეფასების რუბრიკას მაინც ვერ დაიმახსოვრებენ და აქტივობის წინ მაინც ესაჭიროებათ შეხსენება.
გამოცანა „აიძულებს“ ბავშვს ყურადღებით მოისმინოს, დააკვირდეს ტექსტის დეტალებს, ჩართოს
წარმოსახვა და გონება. ეს კი ეხმარება პატარებს მეხსიერების და გონების გავარჯიშებაში,
რადგან მეხსიერება ეს ისეთი რამაა, რისი გავარჯიშებაც შესაძლებელია. გაწაფულ ტვინს
კი, შემდეგ გაუადვილდება მეცადინეობა და გაკვეთილების
უკეთ დამახსოვრება. ამასთან სახალისოდ დაწყებული გაკვეთილი და დადებითად განწყობილი
ბავშვი უკეთ ითვისებს მასალას და კარგად აზროვნებს.
მოტივაციის ზრდას და არსებული
ცოდნის გააქტიურებას ემსახურებოდა შემდეგი აქტივობაც. კომპიუტერით მოვასმენინე ტყის,
გარეულ ფრინველთა და ცხოველთა ხმები. ბავშვებმა ხალისით ამოიცნეს ხმიანობის მიხედვით,
ზოგიც პირველად მოისმინეს (მაგ. კურდღლის, ირმის ხმიანობა).
ვცდილობ აქედანვე მივაჩვიო ბავშვები
ჯგუფურ მუშაობას, რათა გუნდური მუშაობის პრინციპებს აქედანვე გაეცნონ. ამით განივითარებენ
სოციალურ უნარებს, მიეჩვევიან პასუხისმგებლობის დელეგირებას, დროის კონტროლს. ამ ასაკში
ბავშვებს ჯერ კიდევ უჭირთ დავალებების განაწილება. დიდი ყურადღება სჭირდებათ, რომ ერთმა
არ აიღოს სადავეები ხელში და დანარჩენები უმოქმედოდ არ დარჩნენ. მითითებით, შეხსენებით
და კონტროლით ვახერხებ სიტუაციის მართვას და მათთვის თანამშრომლობითი უნარების ჩამოყალიბებას.
ოთხივე ჯგუფს მივეცი სხვადასხვა
დავალება: I ჯგუფს უნდა ჩამოეწერა
ტყეში მცხოვრები ცხოველები, II ჯგუფს
- ტყის მცენარეები, III ჯგუფს - ტყის ნობათი,
IV ჯგუფს - ტყის მნიშვნელობა. ბავშვები დავაჯგუფე მათი
ადგილმდებარეობის მიხედვით. მათი შემთხვევითობის პრინციპით დაჯგუფება იწვევს ქაოსს,
ხმაურს, დროის კარგვას და ამიტომ გადავწყვიტე ამ კონკრეტული გაკვეთილის შემთხვევაში
დაჯგუფების ეს წესი არ გამომეყენებინა. მითითებული დროის ამოწურვის შემდეგ თითოეული
ჯგუფიდან წარდგენილმა პრეზენტატორმა გაგვაცნო ნამუშევარი. პრეზენტატორები შეფასდნენ
კრიტერიუმების მიხედვით. როცა პრეზენტატორი ამთავრებდა საუბარს, კლასს ეძლეოდა საშუალება
დაემატებინათ მცენარეები, ცხოველები, რომელიც მას არ უთქვამს. ამან საშუალება მოგვცა
აქტივობის თემა სრულყოფილად ამოგვეწურა.
გაკვეთილის დაგეგმვისას გავითვალისწინე
მუსიკალური და სივრცითი ინტელექტის მქონე ბავშვებიც, რათა თემა ყველასთვის ადვილად
აღქმადი და გასაგები ყოფილიყო. მოვასმენინე სიმღერა „ტყე შეუნახე შვილებსა“ (მუსიკა:
რევაზ ლაღიძის, შემსრულებელი: თემურ ქევხიშვილი), რომელიც წინასწარ მქონდა ჩამოტვირთული
ინტერნეტიდან კომპიუტერში. სიმღერა პროექტორით უნდა მეჩვენებინა, მაგრამ რატომღაც ეკრანი
არ გააზიარა, ამიტომ მხოლოდ ბუკი და დინამიკები გამოვიყენე. ამას პრობლემა არ შეუქმნია,
ყველა კარგად ხედავდა და ისმენდა. ამ აქტივობას მოჰყვა დისკუსია ტყის მნიშვნელობის
შესახებ. დისკუსიის მეთოდი უვითარებს მოსწავლეებს წარმოსახვას, ვარაუდების გამოთქმის,
მეტყველების, არგუმენტირების, თანამიმდევრულად მსჯელობის უნარებს. ეჩვევა სხვისი აზრის მოსმენასა და პატივისცემას; მეგობრისთვის
სათქმელის დაცდას და თავისი რიგის დალოდებას. მკვეთრად ამაღლებს
მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხსა და აქტიურობას. ასაკის შესაბამისად ამ მეთოდს ხშირად და აქტიურად ვიყენებ სწავლის პროცესში.
შემდეგი აქტივობაში გამოვიყენე პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა. კვლევები ადასტურებს, რომ ამ მიდგომით განათლებამიღებული
მოსწავლეები წარმატებებს აღწევენ პროფესიულ ცხოვრებაშიც და აკადემიურ სფეროშიც. შეიძლება
რომელიმე მეთოდი ბოლომდე მისი კლასიკური ვარიანტით არ განვახორციელო და ასაკის გათვალისწინებით
გავამარტივო, სამაგიეროდ ბავშვები ეჩვევიან მეთოდსაც და მის გამოყენებასაც. ბავშვებს
დახმარებას სთხოვდა რეინჯერი (იხ. დანართი2),
რომელმაც ტყე დაასუფთავა, დაგავა, ბუჩქები ამოძირკვა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ტყემ
მოიწყინა, ფოთლებმა ჭკნობა დაიწყეს. აღარსად ჩანდნენ ნადირ-ფრინველები. ბავშვებმა გამოთქვეს
ვარაუდები, დაასახელეს შესაძლო მიზეზები, რამაც აღნიშნული გამოიწვია. სწორ პასუხამდე
მისაყვანად ვკითხე, სად მიჰქონდათ ბოსტანში მოგროვილი ბალახი, მცენარეები და იმ დასკვნამდე
მივიყვანე, რომ ნეშომპალა ამდიდრებს ნიადაგს საკვებით, რომელსაც შემდეგ ხეები იყენებენ.
გავახსენე წინა სემესტრში ნასწავლი გაკვეთილი, სადაც გამოსაზამთრებლად დარჩენილ ფრთამოტეხილ
შოშიას ნაძვი თავშესაფარს აძლევდა, ხოლო ღვიის ბუჩქი საკვებით ამარაგებდა. დაასკვნეს,
რომ ტყეში ყველაფერს თავისი როლი და დანიშნულება აქვს და ურთიერთკავშირშია.
ამ აქტივობიდან ლოგიკურად
გადავედით ი. გოგებაშვილის მოთხრობაზე „ხეების დავა“. თითოეული ხე თავის უპირატესობაზე
საუბრობდა და ამტკიცებდა, რომ მათ შორის ის იყო გამორჩეული და სარგებლის მომტანი. ტექსტი
დავამუშავეთ სამოდელო კითხვით, რაც მნიშვნელოვანია ამ ასაკის ბავშვებისთვის, რადგან
ისინი უკეთ ითვისებენ მოდელებით. გამოვიყენე ჩუმი კითხვის მეთოდი, რაც საშუალებას იძლევა
უფრო უკეთ გაიგონ და გაიაზრონ ტექსტი, იპოვონ მათთვის უცნობი სიტყვა. ვიღაცისთვის უცნობ
სიტყვას შემდეგ რომელიმე მოსწავლე განმარტავდა. მთლიანობაში ტექსტში არ იყო ისეთი სიტყვა
აქამდე რომ არ გამოგვიყენებია, შესაბამისად არც მისი განმარტება გასჭირვებიათ ბავშვებს.
გამოვიყენეთ გამოკრებით კითხვის მეთოდი, რაც გულისხმობს ტექსტიდან მასწავლებლის მიერ
დასმული კითხვის საპასუხო მონაკვეთის ამოკითხვას. გავაანალიზეთ ტექსტი და შევაფასეთ
პერსონაჟები, რაც მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას უწყობს ხელს. აქაც სათქმელი ის იყო, რომ ყველას თავისი დანიშნულება
აქვს და ერთნაირად მნიშვნელოვანია.
გაკვეთილის შემდეგ ეტაპზე
ხალისიანი განწყობის, საკითხის გამთლიანების და შეჯამების მიზნით ბავშვებს წავუკითხე
(თემატური) წინადადებები (იხ. გაკვეთილის გეგმა
დანართი3), რომელთაგან ზოგიერთი სიმართლეს
არ შეესაბამებოდა. ინსტრუქციის თანახმად სწორი პასუხის შემთხვევაში ბავშვები ფეხზე
უნდა ამდგარიყვნენ. ამ აქტივობამ გაახალისა მოსწავლეები და ერთგვარად შევაჯამეთ გაკვეთილი.
მოსწავლეებს პერიოდულად, ყოველი აქტივობისას ვაძლევდი განმავითარებელ შეფასებას.
ვფიქრობ, მრავალფეროვანი აქტივობებით დაგეგმილი
გაკვეთილი დაეხმარა ბავშვებს კითხვის, მეტყველების, დისკუსიის, ჯგუფური მუშაობის
უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, საკითხის ყოველმხრივ გაგება-გაანალიზებაში. გაიგეს რა როლი აკისრია ტყეს ადამიანების, ცხოველების, ფრინველების... ცხოვრებაში.
ისწავლიან მასზე ზრუნვას და მოფრთხილებას.
შეიძლება
ვთქვა, რომ გაკვეთილზე მოსწავლეების მართვა, აქტივობისთვის განსაზღვრული დროის კონტროლი
არ გამჭირვებია. მთელი გაკვეთილის განმავლობაში ვცდილობდი დამაზუსტებელი კითხვებით
მიმეყვანა ბავშვები სწორ პასუხამდე და მზამზარეული არ მიმეწოდებინა. ამას კი დიდი დრო
მიჰქონდა. ამიტომ ტექსტის დამუშავებას იმდენი
დრო ვეღარ დავუთმე. მეტი მუშაობა დამჭირდება, რათა ბავშვებმა მოსმენა და ინტრუქციის
სწორად გაგება ისწავლონ. ამ საკითხს შემდეგი გაკვეთილიც
უნდა დავუთმო და ამჯერად უფრო მეტ ყურადღებას კითხვის და მსჯელობის უნარების განვითარებას დავუთმობ.
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:
ეკატერინე ლეკიაშვილი
სამოდელო, პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
საგანი: ქართული ენა
სწავლების საფეხური/კლასი: I საფეხური IIა
კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 21 (სსსმ მოსწავლე-0)
გაკვეთილის თემა: ჯიხვი, წითელი წიგნის ბინადარი.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ საინფორმაციო
ტექსტის ფრაზებად, გამართულად წაკითხვა; ტექსტის გაგება-გააზრება; პრობლემის იდენტიფიცირება, გააზრება და გადაჭრის
გზების ძიება; მოსწავლეებს განუვითარდებათ მეტყველების, კრიტიკული აზროვნებისა
და თანამშრომლობოთი უნარები.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
A ფაზა
საორგანიზაციო
საკითხების მოგვარება. განწყობის შექმნა, გაკვეთილის თემის, მიზნების, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
|
ვერბალური/
ზეპირსიტყვიერი;
|
მთელ
კლასთან
|
A4 ფორმატის
ქაღალდზე დაბეჭდილი შეფასების რუბრიკები, სიტყვის ბარათი
|
3წთ.
|
2
|
ჯიხვის
შესახებ არსებული ცოდნის,
ინფორმაციისა გააქტიურება და გახსენება
|
ასოციაციური
რუკა
|
მთელ
კლასთან
|
დაფა,
ცარცი
|
4წთ.
|
3
|
ჯიხვის
შესახებ ლაგოდეხის ნაკრძალში ფოტომახის მიერ
გადაღებული ვიდეო ფილმის ჩვენება
|
დემონსტრირების,
აუდიო-
ვიზუალური,
გაგებაზე
ორიენტირებული კითხვები
|
მთელ
კლასთან
|
ლეპტოპი
|
3წთ.
|
4
|
B
ფაზა
საინფორმაციო ტექსტის კითხვა, ლექსიკურ ერთეულებზე დაკვირვება-განმარტება; ბავშვების დაკვირვება თითოეული აბზაცის მთავარ
სათქმელზე
|
ექოს ტიპის კითხვა, ინდივიდუალური კითხვა
ვებალური /ზეპირსიტყვიერი;
|
მთელ კლასთან, ინდივიდუალური
|
თაბახის ფურცელზე დაქსეროქსებული საინფორმაციო ტექსტი „ჯიხვი“,
საქართველოს ‘წითელი წიგნი“
|
8წთ.
|
5
|
ტექსტის
გააზრებისა და ძირითადი ინფორმაციის ამოწერის მიზნით მაორგანიზებელი სქემის შევსება
|
წერის
მეთოდი
|
ინდივიდუალური
|
მაორგანიზებელი
(იხ. დანართი2), კალმები
|
8წთ.
|
6
|
პრობლემაზე ორიენტირებული მაორგანიზებლის შევსება ჯგუფებში და პრეზენტაცია
|
წერის მეთოდი, პრეზენტაცია
|
ჯგუფური
|
Aზომის ფურცელზე
დაბეჭდილი მაორგანიზებელი: პრობლემა და მისი გადაჭრის სქემა (იხ. დანართი 3), კალმები
|
7წთ.
|
7
|
C
ფაზა
მოსწავლეებმა გაკვეთილის შეჯამების მიზნით დაასახელონ:
3 რამ რაც მნიშვნელოვანი იყო
2 რამ რაზეც ვისურვებდი მეტი ინფორმციის მიღებას
1 რაც გაუგებარი/ბუნდოვანი იყო
|
მეთოდი 3-2-1
|
მთელ კლასთან, ინდივიდუალური
|
თაბახის ფურცელზე დაბეჭდილი ტექსტი
|
5წთ.
|
8
|
საშინაო დავალება: ტექსტი კითხვით კითხვის კრიტერიუმების დაცვით. დასაწერად:
მაორგანიზებლიდან უბრალო რვეულში ამოვწეროთ ტექსტის მთავარი სათქმელი
|
ვერბალური ზეპირსიტყვიერი
|
მთელ კლასთან
|
იხ. დანართი2
|
2წთ.
|
შენიშვნა:
განმავითარებელ შეფასებას კომენტარების სახით მივცემ
მთელი გაკვეთილის განმავლობაში, აქტივობის მსვლელობის ან დასრულებისთანავე.
(შეფასების კრიტერიუმები იხ. დანართი1)
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეებმა შეძლეს საინფორმაციო ტექსტის ფრაზებად
და მოქნილად წაკითხვა; გაიგეს და გაიაზრეს ტექსტი; მოახდინეს პრობლემის იდენტიფიცირება,
გაიაზრეს და დასახეს მისი გადაჭრის გზები; მეტყველებენ გამართულად; განუვითარდათ თანამშრომლობითი
და კრიტიკული აზროვნება;
შესაბამისობა ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან:
ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა
შეძლოს სტანდარტით
განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სვამს / პასუხობს შეკითხვებს
მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა
შეძლოს გაწაფულად კითხვა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
სათანადო
ინტონაციით გამოხატავს წინადადების მოდალობას (თხრობითი, კითხვითი ბრძანებითი წინადადებების);
·
კითხულობს ხმამაღლა და
გარკვევით.
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა
ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით
მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.
·
ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., რომელ დღეს და რომელ საათზეა ესა თუ ის მულტფილმი, კვირაში რამდენჯერ არის ჭადრაკის წრე და სხვ.);
ქართ.დაწყ.(I).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი
დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული
საკითხების შეფასება.
·
გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ნაწარმოებში გადმოცემული მოვლენისადმი/პერსონაჟისადმი;
ქართ.დაწყ.(I).15.
მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
·
საჭიროებისამებრ
იყენებს საყრდენებს (მოდელს, მარტივ მითითებებს და სხვ.);
კრიტერიუმები: დანართი1
სუსტი
|
საშუალო
|
საუკეთესო
|
|
ზეპირმეტყველება
|
მოსწავლეს უჭირს
გამართული წინადადებებით საუბარი, აქვს პარაზიტული ჩანართები. ვერ გადმოგვცემს სათქმელს;
|
მოსწავლე აყალიბებს
აზრს, თუმცა მისი მეტყველება ბოლომდე გამართული არ არის. აქვს ხარვეზები წინადადებების
გამართვის თვალსაზრისით;
|
მოსწავლე მეტყველებს
გამართული წინადადებებით. მკაფიოდ, ჩანართების გარეშე; გასაგებად აყალიბებს სათქმელს;
|
იაზრებს პრობლემას და საუბრობს გადაჭრის
გზებზე
|
უჭირს
პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამისად ვერ სახავს მისი გადაჭრის გზებს
|
საუბრობს
პრობლემაზე, გამოთქვამს პრობლემის გადაჭრის
ვარაუდებს. თუმცა უჭირს არგუმენტირება.
|
მსჯელობს
საინფორმაციო ტექსტში არსებულ პრობლემაზე, მრავალფეროვანად სახავს გადაჭრის გზებს
|
კითხვა
|
მოსწავლე კითხულობს
მარცვლებად ან სიტყვებად. დაბალი ტემპით, ვერ იცავს ინტონაციას;
|
კითხულობს საშუალო
ტემპით, ზოგჯერ უჭირს სასვენი ნიშნების დაცვა;
|
კითხულობს ფრაზებად,
ხმამაღლა, ინტონაციით, ზომიერი ტემპით, გამომსახველობით, მოქნილად;
|
ჯგუფური მუშაობა
|
ჯგუფის ერთ წევრს
აქვს ლიდერობა აღებული და ყველაფერს თვითონ აკეთებს, დანარჩენები პასიურად უყურებენ;
ან უფრო მეტად კამათობენ და დროშიც ვერ ეტევიან;
|
ჯგუფის ყველა
წევრი ჩართულია მუშაობაში, თუმცა არაორგანიზებულად, საჭიროებენ დამატებით კონსულტაციას
დავალების ბოლომდე მისაყვანად;
|
ჯგუფის ყველა
წევრი ჩართული და აქტიურია, ფუნქციები სათანადოდ აქვთ განაწილებული და მითიტებულ
დროშიც ჩაეტივნენ;
|
აქტიურობა და ჩართულობა
|
მოსწავლეს
ხშირად ეფანტება ყურადღება და საჭიროებს შეხსენებას მიუბრუნდეს დავალებას;
|
მოსწავლე
ზოგიერთ აქტივობაში უფრო აქტიურად ერთვება, იშვიათად ესაჭიროება შეხსენება დავალების შესასრულებისას;
|
მოსწავლე
მთელი გაკვეთილის განმავლობაში მოტივირებული, აქტიური და ჩართულია საგაკვეთილო პროცესში;
|
პრეზენტაცია
|
მოსწავლე
აზრს აყალიბებს რეპლიკებით, უჭირს გამართული წინადადებებით საუბარი, საუბრისას იყენებს ჩანართებს, საპრეზენტაციო თემაც დავალების შეუსაბამოა.
|
მოსწავლე
საუბრობს მოცემული დავალების თემის ირგვლივ, თუმცა უჭირს აუდიტორიასთან კონტაქტის
დამყარება.
|
მოსწავლე
საუბრობს დავალების შესაბამის თემატიკაზე გამართულად, მკაფიოდ, დამაჯერებლად, ამომწურავად.
|
დანართი 2 დანართი 3
პრობლემა და მისი მოგვარების გზები
|
||
სსიპ ქალაქ ლაგოდეხის
მე-3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლის, ეკატერინე ლეკიაშვილის, პრობლემაზე
ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის (ქართულ ენასა და ლიტერატურაში) რეფლექსია
2019 წლის 4 აპრილს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში
, II ა კლასში ჩავატარე პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი ქართულ
ენასა და ლიტერატურაში.
გაკვეთილის
დაგეგმვისას ვხელმძღვანელობდი ეროვნული სასწავლო გეგმით და სრულად ვითვალისწინებდი
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის მოთხოვნებს.
ეროვნული სასწავლო გეგმის (მუხლი 7. ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზნები) სწავლა-სწავლების
მიზნებია მოსწავლეს განუვითაროს გამჭოლი უნარები და ღირებულებები. ამ
კომპეტენციებიდან ერთ-ერთი პრობლემის გადაჭრის უნარია. კონკრეტულად:
·
პრობლემის ამოცნობა და გაანალიზება;
·
პრობლემის გადაწრის გზების ძიება, მათგან ყველაზე
ეფექტურის შერჩევა;
ყოველივე
გათვალისწინებით დავგეგმე პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი. მნიშვნელოვნად
მიმაჩნია მცირე ასაკიდანვე ვიზრუნო ჩემი მოსწავლეების კოგნიტური უნარების
ყოველმხრივ განვითარებაზე.
გაკვეთილის მიზნები: საინფორმაციო ტექსტის მოქნილად წაკითხვა,
გაგება-გაანალიზება; მიღებული, ძირითადი ინფორმაციის დახარისხება მაორგანიზებელში;
პრობლემის იდენტიფიცირება, გააზრება, გამომწვევი მიზეზები და მათი გადაჭრის გზები;
კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნება; თანამშრომლობითი უნარების განვითარება -
ვფიქრობ, მიღწეული იქნა.
გაკვეთილზე შეფასების ჯგუფის წევრების
გარდა, მესწრებოდნენ დაწყებითი კლასის მასწავლებლები. მათთვის ამგვარი ტიპის
გაკვეთილი სრულიად ახალი და შესაბამისად საინტერესოც იყო. აღნიშნეს, რომ მათთვის
საინტერესო იყო გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები და აქტივობები, რომლებსაც
აქტიურად დანერგავდნენ საკუთარ პრაქტიკაში. ნახეს, როგორ შეიძლება მეთოდისა თუ
სტრატეგიის გამარტივება და ადაპტირება, რათა მოარგო მოსწავლეთა ასაკს და
გამოცდილებას. შემდეგ კლასებში ბავშვები უფრო აქტიურად და მარტივად შეძლებენ მათით
სარგებლობას. პირადად მე, ამ ტიპის გაკვეთილის ჩატარებამ შემძინა მეტი გამოცდილება,
თავდაჯერებულებაც. მივხვდი, რომ არც ამ ტიპის გაკვეთილის ჩატარება წარმოადგენს
სირთულეს.
გაკვეთილი სარგებლის მომტანი იყო
მოსწავლეებისთვისაც. საინფორმაციო ტექსტების წაკითხვა და გაგება, მონაცემების
მიხედვით ძირითადი ინფორმაციის დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად, მაორგანიზებელში
ამოწერა არ გასჭირვებიათ. ამ დროისთვის მათემატიკიდან ბავშვებმა უკვე კარგად იციან
ცხრილის, პიქტოგრამის წაკითხვა და გამოყენება (კავშ. მათემატიკასთან). შესაბამისად, მათ მარტივად განახორციელეს
ცოდნის ტრანსფერი და შესაბამისად შეავსეს ცხრილი. თუ რომელიმეს ვამჩნევდი, რომ
არასწორი გზით მიდიოდა, მხოლოდ დამაზუსტებელ შეკითხვას ვუსვამდი და ის მყისიერად
ხვდებოდა და ასწორებდა შეცდომას. ბავშვებმა ამ ტიპის გაკვეთილიდან ისწავლეს იპოვონ
პრობლემა, ისაუბრონ მის გამომწვევ მიზეზებზე და მოგვარების გზებსა და საშუალებებზე.
მათი მოსაზრებები საკმაოდ მრავალფეროვანი, გონივრული და საინტერესო იყო. ამ ტიპის
გაკვეთილები მათ მთელი ცხოვრების მანძილზე
წაადგებათ და უფრო მარტივად შეძლებენ პრობლემების გამკლავებას;
ცნობისმოყვარობის და ინტერესის გაღვივების, გაკვეთილის
თემის გაცნობის მიზნით დავიწყე მინიშნებითი წინადადებებით (ცხოვრობს კლდიან
ადგილებში, ბალახისმჭამელია, გემრიელი ხორცი აქვს, მის რქებს იყენებენ
ყანწებად...). ბავშვები მიხვდნენ, რომ საუბარი იყო ჯიხვზე. ამ აქტივობამ ბავშვებს
ასწავლა დაკვირვება, , საგნის რაიმე ნიშნით იდენტიფიცირება. მე მათ ვუთხარი, რომ
ჩვენი სამუშაო თემა იქნებოდა „ჯიხვი“ და გავაცანი რა ტიპის დავალებების შესრულება
მოგვიწევდა. შედეგად ისინი უფრო მოტივირებულები გახდნენ და საინტერესოს მოლოდინები
გაუჩნდათ.
შეფასების კრიტერიუმიდან გავაცანი
მხოლოდ რამოდენიმე პუნქტი და ვუთხარი, რომ ყოველი აქტივობის წინ შევახსენებდი
დანარჩენ რუბრიკებს. ყოველთვის ასე ვაკეთებ, რადგან ამ ასაკში ასე უფრო
ეფექტიანია. მაინც სჭირდებადათ ყოველი აქტივობის წინ შეხსენება. გაკვეთილის
დასაწყისში გაცნობილი რუბრიკა გაკვეთილის
ბოლო აქტივობისთვის ვერაფრით იქნება ეფექტიანი.
გაკვეთილი დაგეგმვისას გავითვალისწინე
მოსწავლეთა მრავალმხრივი ინტელექტი, რათა ყველას შესძლებოდა საკითხის კარგად
გაგება. გარდა ამისა მრავალფეროვანი აქტივობები ხომ ერთიორად ამაღლებს მოსწავლეთა
მოტივაციას და აქტიურობას. ბავშვები მთელი გაკვეთილის განმავლობაში იყვნენ
ჩართულები და გაკვეთილის არც ერთ ეტაპზე არ მოდუნებიათ ყურადღება. რაც უდაოდ
მრავალფეროვანმა რესურსებმაც განაპირობა.
გაკვეთილი დავიწყე წინარე ცოდნის
გააქტიურებით, რისთვისაც გამოვიყენე დაფაზე დახაზული მაორგანიზებელი „ასოციაციური
რუკა“. შევავსეთ იმ ინფორმაციით რასაც ჯიხვის შესახებ ფლობდნენ. შემდეგ მას უკვე
გაკვეთილის ბოლოს მივუბრუნდით, რამაც მოსწავლეებს თვალნათლივ დაანახა კიდევ რა
ისწავლეს და გაიგეს ჯიხვის შესახებ.
გაკვეთილზე გამოყენებული ფოტოსურათი და
ლაგოდეხის ნაკრძალში ფოტომახის მიერ გადაღებული ვიდეო მასალა დაეხმარა ბავშვებს
თვალნათლივ დაენახათ ჯიხვი და მისი საბინადრო. ფილმის ჩვენების დროს დაკვირვებისა
და უკეთ გააზრების მიზნით ვუსვამდი კითხვებს; რა არის ფოტომახე, სად ცხოვრობენ.
პასუხის მიღების შემდეგ ვკითხე რა არის მათთვის კლდეები და პასუხად მივიღე
„საბინადრო“, რაც ბუნებისმეტყველებაში აქვთ ნასწავლი (ცოდნის ტრანსფერი). შეძლეს
კავკასიონის ქედის ჩვენებაც საქართველოს რუკაზე.
ტექსტის დარიგების შემდეგ ვკითხე რა ტიპის
ტექსტი უნდა წაგვეკითხა. ბავშვები მარტივად მიხვდნენ, რომ იყო საინფორმაციო
ტექსტი. შეკითხვაზე კიდევ როგორ ტექსტებს სწავლობდნენ, ჩამოთვალეს: ლექსი,
მოთხრობა, ზღაპარი, იგავი, რომელებიც იციან, რომ მხატვრულ ტექსტებს განეკუთვნება.
ამით ბავშვები განეწყვნენ კონკრეტულად საინფორმაციო ტექსტის მოსასმენად.
ტექსტის წაკითხვისას გამოვიყენე ექოს
მეთოდი, რომლის დროსაც რამოდენიმე წინადადებას მე ვკითხულობდი და იგივეს
იმეორებდნენ მოსწავლეები. აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს კითხვის მოქნილობას,
რადგან ბავშვი ამ ასაკში კარგად სწავლობს მოდელებით. იმეორებს ფრაზებს თითის (თვალის) მიყოლებით იმავე ტემპით, ინტონაციით (როგორც მე
ვკითხულობ) და მარტივად იმახსოვრებს. რაც ეხმარება მოქნილად კითხვის სწავლაში.
ტექსტის გარკვეული ნაწილი რამოდენიმე მოსწავლეს ინდივიდუალურადაც წავაკითხე და
მივეცი განმავითარებელი კომენტარები.
კითხვის დაწყებამდე ბავშვები გავაფრთხილე,
რომ ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოუწევდათ მაორგანიზებლის შევსება მონაცემების
მიხედვით. ამისთვის კი მათ ტექსტის ცოდნა დასჭირდებოდათ. ამით ბავშვები შევამზადე
შემდეგი დავალებისთვის და ვუბიძგე გულდასმით და ყურადღებით წაეკითხათ ტექსტი.
აბზაცის დაწყებამდე ბავშვებს ვეუბნებოდი ყურადღება გაემახვილებინათ აბზაცის
შინაარსზე, რადგან მისი წაკითხვის შემდეგ უნდა ეთქვათ რაზე იყო მასში საუბარი. ასე
აბზაც-აბზაც დავამუშავეთ მთელი ტექსტი. ყოველი აბზაცში ბავშვები ასახელებდნენ
რომელი სიტყვა იყო მათთვის გაუგებარი. ასეთი სულ 3 აღმოჩნდა, რომელიც იქვე
განმარტეს სხვა ბავშვებმა. მეტი ინტერესისთვის ვაჩვენე „საქართველოს წითელი
წიგნი“, რამაც საყოველთაო ინტერესი გამოიწვია. მხოლოდ ვიზუალური ჩვენებით
შემოვიფარგლე, რადგან დრო არ მეყოფოდა დაგეგმილი აქტივობებისთვის. სამაგიეროდ
მეორე დღეს შევძელი მეტი დრო დამეთმო წიგნის დათვალიერებისთვის და უკეთ
გასაცნობად.
ტექსტის წაკითხვისა და დამუშავების შემდეგ
ბავშვებს დავურიგე მაორგანიზებელი, სადაც ინდივიდუალურად მოკლედ, რამოდენიმე
სიტყვით შეიტანეს ინფორმაცია მონაცემების მიხედვით. მუშაობის დაწყებამდე ვკითხე როგორ
უნდა მოქცეულიყვნენ თუ არ ახსოვდათ პასუხი, რაზეც ბავშვებმა მიპასუხეს რომ უნდა
მიბრუნებოდნენ ტექსტს და თვალის გადავლებით ეპოვათ პასუხი. ესეც გაწაფული კითხვის სწავლების
ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. რამოდენიმე
ბავშვს ჰქონდა ბოლო მონაცემი შეცდომით შეტანილი და მხოლოდ ვუთხარი, რომ კიდევ
ერთხელ მიბრუნებოდნენ კონკრეტულ აბზაცს და
მეტი გულისყურით წაეკითხათ. ამის შემდეგ ბავშვებმა დამოუკიდებლად შეძლეს ხარვეზის
გამოსწორება. ეს დავალება დაეხმარა ბავშვებს ტექსტის უკეთ გაგებაში და ძირითადი
ინფორმაციის გამოყოფაში. შემდეგ უკვე სისწორის შემოწმების მიზნით წავაკითხე
ხმამაღლა. ამ აქტივობით ასევე განივითარეს დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. აქვე
ვუთხარი, რომ შინ წერით დავალებად უბრალო რვეულში უნდა ამოეწერათ ძირითადი
ინფორმაცია ჯიხვის შესახებ. ამ დავალებით ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ
ტექსტში არის მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია, რომლის გამოყოფაც უნდა
შეეძლოთ.
შემდეგი აქტივობით ბავშვებს განუვითარდათ
სოციალური, ჯგუფური მუშაობის, მსჯელობის, არგუმენტირების და პრეზენტაციის უნარი. შეძლეს ერთობლივად პრობლემის
იდენტიფიცირება ტექსტის მიხედვით. ჩაწერეს პრობლემის გამომწვევი შესაძლო
მიზეზები და დასახეს პრობლემის გადაჭრის გზა. ამან კი მათი კოგნიტური
უნარების განვითარებას შეუწყო ხელი.
ორივე სქემის შევსებისას ბავშვებს დავუნიშნე
დრო ქვიშის საათით და დავუდგი თვალსაჩინო, ყველასთვის ადვილად დასანახ ადგილზე.
ამასთან, მე ვახსენებდი რომ გასული იყო ნახევარი დრო და სულ მცირე ნახევარი საქმე
მაინც გაკეთებული უნდა ჰქონოდათ. მათ ორივე აქტივობისთვის გონივრული დრო ჰქონდათ
გამოყოფილი. ბავშვებმა ორივე შემთხვევაში შეძლეს მითითებულ დროზე ადრე
დაემთავრებინათ სამუშაო. ამით სწავლობენ დროის კონტროლს.
გაკვეთილი შევაჯამებინე და სისტემაში
მოვაყვანინე 3 2 1 მეთოდით
3 რამ
რაც მნიშვნელოვანი იყო გაკვეთილზე
2 რამ
რაზეც მეტი მინდა ვიცოდე
1 რამ
რაც გაუგებარი იყო
ბავშვებმა
თამამად უპასუხეს და გამოთქვეს აზრი.
ყოველი აქტივობის წინ ვახსენებდი როგორ შეფასდებოდნენ,
ამიტომ ისინი ცდილობდნენ კრიტერიუმების გათვალისწინებით ემოქმედათ. ასევე ყოველი
აქტივობის შემდეგ ვაფასებდი მათ ცოდნას, ძალისხმევას და მონდომებას. ვაქეზებდი და
წავახალისებდი, რაც მათ მეტ სითამამეს და მოტივაციას
სძენდა.
გაკვეთილის არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა
ჩავარდნა. ყველა აქტივობა ბავშვებისთვის დასაძლევი აღმოჩნდა მრავალფეროვანი სასწავლო რესურსის
გამოყენებითა და ჩემი კონსტრუქტივისტული მიდგომით. მთელი გაკვეთილის განმავლობაში მათთვის
ვიყავი მხოლოდ ფასილიტატორი და გეზის მიმცემი.
ბავშვები თვითონ იყვნენ საკუთარი ცოდნის წამმართველნი ჩემი მეთვალყურეობის
ქვეშ.
|
|
Комментариев нет:
Отправить комментарий