გვერდები

ისტ-ის წრე




„ციფრული ეპოქის აბორიგენები“

  ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი უფასო საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების გაწევის მიზნით სსიპ ქალაქ ლაგოდეხის №3 საჯარო სკოლის  II კლასში შეიქმნა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  წრე სახელწოდებით: „ციფრული ეპოქის აბორიგენები“. წრის ხელმძღვანელი დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი ეკატერინე ლეკიაშვილი.


   რატომ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრე?

           ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს 9 პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციას, რომელთა ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა და სათანადო ადგილის დამკვიდრებისათვის.  თანამედროვე ეპოქის გამოწვევები  ციფრულ (კომპიუტერულ) წიგნიერებასაც მოიაზრებს. მსოფლიოში საკომუნიკაციო და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ წიგნიერების ცნება კიდევ უფრო გააფართოვა. იგი ამჟამად მოიცავს ქსელური ძიების, ტექსტების ელექტრონული დამუშავებისა და ტექსტური შეტყობინების პროგრამების გამოყენების უნარსაც, რასაც მთლიანობაში ციფრული წიგნიერება ეწოდება. ინფორმაციული და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავებას მოსწავლეებში; 21-ე საუკუნეში დიდ მნიშვნელობას იძენს მოზარდებისთვის ციფრული კომპეტენციებისა და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება.
           ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესში ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტერესის, მოტივაციის ზრდას. გარდა იმისა, რომ ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო მასალის, თვალსაჩინოების შექმნა და გამოყენება, მისი საშუალებით შესაძლებელია სასწავლო შინაარსი გავხადოთ ინტერაქტიული. ისტ-ის გამოყენებამ შესაძლოა უფრო ეფექტურად და ინტენსიურად შეუწყოს ხელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას. სასწავლო პროცესში ბუკის გამოყენებამ მოსწავლეებს საშუალება მისცა იყვნენ უფრო შემოქმედებითები, ინოვაციურები და ხალისიანები. ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას;  როდესაც მოსწავლე თავად ქმნის ელექტრონულ რესურსს, ამ დროს მას უჩნდება თავდაჯერებულობის, გარკვეული კომპეტენციის შეგრძნება, რაც შინაგანი მოტივაციის საფუძველია.


      საწრეო მუშაობის მიზანი 

  ციფრული წიგნიერების ხელშეწყობა და განვითარებაა; ურთიერთდახმარება და თანამშრომლობა; კომპიუტერის საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოყენება; ტექსტური რედაქტორისა და საპრეზენტაციო პროგრამების გამოყენების მარტივი უნარ-ჩვევების ფორმირება;


    მიზნის მისაღწევად წრის მთავარი  ამოცანებია:

  •        ისტ ცნებები, კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობები და მარტივი ოპერაციების შესწავლა;
  •          ტექსტურ რედაქტორში (Word) მუშაობა;
  •          საძიებო სისტემა Google-ს გამოყენება სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიების მიზნით;
  •          Google  Translate - (თარჯიმანი) გამოყენება;
  •          ვიდეო ფაილის ბუკში გადმოწერა;
  •          ვიდეო ფაილის mp3 ფაილად კონვერტირება;
  •          ინფორმაციის მოპოვება,  დახარისხება და შენახვა საქაღალდეებში;
  •   საპრეზენტაციო და ელექტრონული წიგნების დასამზადებელი პროგრამები - PowerPoint, MovieMaker;
  •          შემოქმედებითი, თანამშრომლობითი, სოციალური უნარების განვითარება;


საჭირო რესურსები:

        ინტერნეტი, მოსწავლის ბუკები, კლასის მართვის პროგრამა, MovieMaker-ის საინსტალაციო პროგრამა; პროექტორი, დაფა, ცარცი, რვეული, კალამი, ფოტოაპარატი (ან ტელეფონი) სურათების გადასაღებად.


მშობლის განაცხადის ფორმა 





ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების

წრის მეცადინეობის გეგმა

2018–2019 სასწავლო  წლის II სემესტრი

წრის ხელმძღვანელი დაწყებითი კლასის წამყვანი მასწავლებელი ეკატერინე ლეკიაშვილი

 #
საწრეო მუშაობის პროგრამა
ხანგრძლივობა
შეხვედრის თარიღი
1
  •  საორგანიზაციო საკითხები;
  •  წრის მუშაობის გეგმის გაცნობა;
  •  ქცევის წესები საწრეო მუშაობის დროს კომპიუტერის გამოყენებისას; 
  • ინფორმაციის მიღების, გაცემის, გადაცემის საშუალებები და ტიპები;

1სთ
1.02.2019წ.
2

  • კომპიუტერის ნაწილები, ფუნქციები, სწორად ჩართვა-გამორთვა;
  • სამუშაო  მაგიდა  და პროგრამული  ფანჯარა;
  •   კლავიატურისა და თაგვის გამოყენება მუშაობისას;
  • საქაღალდის შექმნა და მასში ფაილების განთავსება;
  •  ფაილისთვის და საქაღალდისთვის სახელის დარქმევა;

1სთ
6.02.2019წ.
3
ტექსტური რედაქტორი word-ი
  • Word-ის ფაილის შექმნა სახელის დარქმევა;
  • ჩანართების მიმოხილვა;
  • ტექსტისთვის ფონტის, სტილის, ზომის, ფერის შერჩევა;
  • ტექსტის აკრეფა;

1სთ

13.02.2019წ.
4

  • ტექსტის მონიშვნა და რედაქტირება, კოპირება, ამოჭრა, ჩასმა;
  • სასვენი ნიშნების ხმარება
  • ტექსტის დაფორმატება;
  • ბულეტების გამოყენება;

1სთ
20.02.2019წ.
5
  • ფორმების (Shapes) ჩასმა Word- ში, ფერის დადება, ციფრებისა და სიტყვების ჩასმა;
  • სურათის ჩასმა Word-ში;
  • Word-ის ფაილის ფერის შეცვლა;

1სთ
27.02.2019წ.
6
  • სასურველი ჩარჩოს შერჩევა;
  • სურათის ფონად დადება;
  • ცხრილის ჩასმა, რედაქტირება;


1სთ
6.03.2019წ.
7
შესწავლილი საკითხების (Word-ი) გამეორება, შეჯამება;
მიღებული ცოდნის გაზიარება და საკუთარი ნამუშევრების პრეზენტირება;
1სთ
13.03.019წ.
8
ინტერნეტი, საძიებო სისტემა გუგლი (Google):
  • სურათის მოძიება, გადმოწერა და  საქაღალდეში შენახვა;
  • ტექსტური ინფორმაციის მოძიება, კოპირება და შენახვა;

1სთ
20.03.2019წ.
9
  • ვიდეო ფაილის მოძიება, გადმოწერა და ბუკში შენახვა;
  • ვიდეო ფაილის mp3 ფაილად კონვერტირება და შენახვა;
  • გუგლი თარჯიმნის (Google Translate) გამოყენება;

1სთ
27.03.2019წ.
10
მიღებული ცოდნის გამოყენებით  დავალებების შესრულება და პრეზენტირება;
1სთ
3.04.2019წ.
11
საპრეზენტაციო პროგრამა PowePoint-ი
  •  PP ფაილის შექმნა და სახელის დარქმევა;
  •  გვერდების ფორმატის შერჩევა და სასურველი რაოდენობის დამატება;
  • თითოეული გვერდის დიზაინის შერჩევა;

1სთ
10.04.2019წ.
12
  • ტექსტის აკრეფა PP-ში და რედაქტირება (ფონტი, ზომა, ფერი);
  • ტექსტის მდებარეობის შეცვლა;
  • სურათის ჩასმა;

1სთ
17.04.2019წ.
13
  • წარწერაზე ეფექტის დადება;
  • PP -ის გვერდის შემოსვლაზე ეფექტის დადება;

1სთ
24.04.2019წ.
14
  • თითოეული გვერდის შეყოვნებაზე დროის დაყენება, მითითება;
  • ხმოვანი ფაილის დადება პრეზენტაციაზე;

1სთ
1.05.2019 წ.
15
პროგრამა PP-ში ნასწავლი ინსტრუმენტებით პრეზენტაციის შექმნა და პრეზენტაციის ჩვენება პროექტორის საშუალებით.
1სთ
8.05.2019წ.
16
პროგრამა Movie Maker
  • პროგრამის ბუკებში დაინსტალირება;
  • შესაძლებლობების გაცნობა და ნავიგაცია;

1სთ
15.05.2019წ.
17
  •  სურათების ჩასმა;
  •  ტექსტის დადება;
  • ხმოვანი ფაილის დადება;


1სთ
22.05.2019წ.
18
  •  გვერდებისთვის სასურველი ეფექტის შერჩევა;
  • თითოეული გვერდისთვის დროის ხანგრძლივობის მითითება;
  • ვიდეო ფაილად გარდაქმნა და შენახვა;

1სთ
29.05.2019წ.
19
Movie Maker-ში შექმნილი რესურსის პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებისთვის.
1სთ
5.06.2019წ.




დ ა ს წ რ ე ბ ი ს   ფ უ რ ც ე ლ ი






შენიშვნა: 
სურათები გამოქვეყნებულია მშობლების ნებართვით



რაღაც რაღაცეები უკვე ვისწავლეთოოო


    თიკა ტალახაძე                                 მარიამ სარქისოვა























აანასტასია ბიწაძე




    ბექა მჭედლიძე                                ელენე ქურდაშვილი







                                                                            ნიკა ხუციშვილი









     ნაირნაირი ბულეტების დასმაც ვისწავლეთ და კლასში ქცევის წესებიც ჩამოვწერეთ. სახლში დავალებათ ქუჩაში ქცევის წესები გვექნება.























  Word-ში ტექსტის აკრეფა, შრიფტის გადიდება-დაპატარავება, ზომის შეცვლა, წაშლა, ფონის დადება, ფაილზე ჩარჩოს გაკეთება, სურათის ჩასმა, შეიპების ჩასმა და მასში ჩანაწერის გაკეთება, ცხრილების ჩასმა... ერთი სიტყვით გეგმის მიხედვით მივდივართ. 




 მეწყვილესთან ერთად სელფიც გადაიღო ალექსიკომ















 ესეც ლუკას ნამუშევარი Snippin Tool-ით ამოჭრილი







































ჩემი ყოჩაღი ელენიკოს ნაღვაწი





თიკო თავისი მრავალფეროვნებით

აი, ნიკუშაც, თავისი სუპერგმირებით!




გაზაფხულივით გოგო ანასტასიამ გაზაფხული  მოგვახარა 



Movi Maker ყველაზე ძალიან მოეწონათ ჩემ პატარებს











1 комментарий:

  1. კარგად ჩანს მოსწავლეების აქტიურობა და ჩართულობა.

    ОтветитьУдалить