გახლავართ ეკატერინე ლეკიაშვილი, დაწყებითი კლასების მენტორი მასწავლებელი. ვმუშაობ ლაგოდეხის მე-3 საჯარო სკოლაში. სამსახური ჩემთვის მარათონიცაა, ჰობიც და რელაქსაციაც. საქმე, რომელიც გათქმევინებს: "მორჩა, მეტი აღარ შემიძლია", მაგრამ შეხედავ შენკენ იმედით და სიყვარულით შემოფოფინებულ თვალებს, მათ უკან გულშემატკივართა უზარმაზარ არმიას და მორჩა... ფენიქსივით აღდგები ფერფლისგან და ახალი ძალებით, ენთუზიაზმით და აზარტით აგრძელებ საქმეს, რომელიც გიყვარს.
#საქმერომელიცმიყვარს
წლების მატებასთან ერთად იზრდება ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის პრაქტიკა და გამოცდილება. შესაბამისად იზრდება ამ სფეროში არსებული საინტერესო ელექტრონული სახელმძღვანელოების, გაიდების, სტატიების, სასწავლო/ანიმაციური ფილმებისა თუ სხვა ტიპის რესურსების რაოდენობა. ბლოგის შექმნის გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, რაც ჩემს ხელთ თავი მოიყარა განათლების სისტემაში არსებულმა უამრავმა, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციამ თუ ინტერნეტ საიტმა. ყველაფერს კომპიუტერი, მეხსიერების ბარათი ვეღარ იტევდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ორგანიზებული და დახარისხებული მქონდა, მეც აღარ მახსოვდა კონკრეტულად რა მასალების მფლობელი ვიყავი. ვიცოდი უამრავი web 2.0 ინსტრუმენტი, მაგრამ აღარ მახსოვდა რომელი. გავაწყვიტე საჭირო და გამოსადეგი მასალები ინტერნეტ სივრცეში ამეტვირთა, რითაც არა მარტო მე, სხვებიც იხელმძღვანელებდნენ. ისევე, როგორც ოდესღაც სხვა მასწავლებლების საქმიანობა გახდა ჩემთვის მოტივატორი და გეზის მიმცემი. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ტრენერებს, ადამიანებს, რომელთა ინტერნეტში განთავსებული ვიდეო გაკვეთილები (ict.tpdc.ge, youtube.com) დამეხმარნენ ბლოგის გაკეთებაში. მათ გარეშე ნამდვილად ვერაფერს მოვახერხებდი. და არა მარტო ბლოგის, მათი შემწეობით სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი უამრავი პროგრამა ვისწავლე.
მადლობა ეთვინინგის უძლიერესი გუნდის უძლიერეს ტრენერებს. ჩემ პირველ მასწავლებელს, ტრენერს დათო ნაზრიშვილს, რომელმაც ტექნოლოგიების სიკეთეებს მაზიარა. განსაკუთრებული მადლობა ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენერს ქ-ნ ნინო კოკილაშვილს, რომელიც ტრენინგის გარეშეც ყოველთვის მზადაა ონლაინ თუ ოფლაინ დახმარებისთვის.
ჩემ ბლოგზე განთავსებული მასალები საინტერესო და გამოსადეგი უნდა იყოს საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის. ვცდილობ პერიოდულად განვაახლო და გავამრავალფეროვნო. მინდა, იქ შესულმა ადამიანმა ნახოს მისთვის გამოსადეგი ინფორმაციები და არ თქვას: "დრო ტყუილად დავკარგეო".
ჩემ ალექსთან ერთად
წარმატებები :)
ОтветитьУдалитьსაინტერესო და სასარგებლო ბლოგი გაქვთ!!საუკეთესო ხართ!მადლობა!!
ОтветитьУдалить