გვერდები

გარე დაკვირვების გეგმები

2.05.2018 წელი I გაკვეთილი
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:  ეკატერინე ლეკიაშვილი  
საგანი: ქართული ენა
სწავლების საფეხური/კლასი: I საფეხური Iკლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 21
გაკვეთილის თემა: ი. გოგებაშვილის „ბერიკაცი და ნამყენი“ (ნ. მაღლაკელიძე, ე. მაღლაკელიძე  „დედაენა“ I კლასი, გამომცემლობა „მერიდიანი“)
გაკვეთილის მიზანი: ტექსტის სტრუქტურის აღქმა, სწორი და შეგნებული კითხვის ჩვევების, ფონოლოგიური უნარების გამომუშავება; ლიტერატურული ნაწარმოების ანალიზი და შეფასება, მეტყველების განვითარება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, კრიტიკული აზროვნების განვითარება, სწორი წერის ჩვევის დაუფლება, გრაფიკული და წყვილში მუშაობის ჩვევების ფორმირება;

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

მისალმება, განწყობის შექმნა, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.


ვერბალური/
ზეპირსიტყვიერი
მთელ კლასთან
დაფა, ცარცი.
2წთ.
2



გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა
ვერბალური/
ზეპირსიტყვიერი
მთელ კლასთან
A4 ფორმატის ქაღალდზე დაბეჭდილი შეფასების რუბრიკები, კრიტერიუმები
2წთ.
3



წერითი დავალების შემოწმება
(წინადადებების კონსტრუირება)

ვერბალური კომენტარი
ინდივიდუალური
კალამი, წებოვანი ღიმილები
4წთ.
4



მთლიანი სიტყვის ამოცნობა, ვიზუალური მეხსიერების განვითარება.
„გაელვება“
მთელ კლასთან
სიტყვების ბარათი
2წთ.
5



კითხვაში ვარჯიში „ბერიკაცი და ნამყენი“
წიგნზე მუშაობა გუნდურად, გაგრძელებებით, როლებად, გამოკრებით.
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო (ნ. მაღლაკელიძე ე. მაღლაკელიძე „დედაენა“)
7წთ.
6
ტექსტის ანალიზი
კითხვა-პასუხი, დისკუსია, ასოციაციური რუკა (ბერიკაცი იყო...).
ინდივიდუალური, მთელ კლასთან
დაფა, ცარცი
5წთ.
7
წერა -
თემატური ანდაზის გახსენება და  რვეულში ჩაწერა. (რამდენ სიტყვიანია, თითოეულ სიტყვაში რამდენი მარცვალია, დაშალე ბგერებად...)
კარნახით წერა, დაფიდან გადაწერა
ინდივიდუალური
დაფა, ცარცი, რვეული, კალამი
5წთ.
8
ლექსიკაზე, საპირისპირო სიტყვებზე მუშაობა
სიტყვების დაჯგუფება
წყვილებში
სიტყვის ბარათები
4წთ.
9
საშინაო დავალების მიცემა: „ბერიკაცი და ნამყენი“ თხრობით როლებად, ვითომ ბერიკაცი ხარ, ვითომ ბავშვი ხარ. დასაწერად: ფუტკარზე 4 ხაზის მეთოდით. გაკვეთილის შეფასება (თვითშეფასება)
ვერბალური/
ზეპირსიტყვიერი
მთელ კლასთან
სახელმძღვანელო, ფანქარი. დასაწერი დავალების ბარათებზე დაბეჭდილი ინსტრუქცია.
4წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
   ითვლის ტექსტში  აბზაცების, სტრიქონების რაოდენობას, ასახელებს სასვენ ნიშნებს და შესაბამისად იყენებს მათ. განმარტავს ტექსტში არსებულ უცნობ სიტყვებს და ადგენს წინადადებებს მათი გამოყენებით.  პოულობს საპირისპირო სიტყვებს და ადგენს წყვილს. მეტყველებს მკაფიოდ, ჩანართების გარეშე და სათანადო ადგილას აკეთებს პაუზას. აანალიზებს წაკითხულს, ავლებს პარალელს საკუთარ გამოცდილებასთან  და აფასებს პერსონაჟის საქციელს.  აქვს სწორი წერის ჩვევა და გრაფიკული მაორგანიზებლის გამოყენების უნარი. შეუძლია დავალების მეწყვილესთან ერთად შესრულება.

ქართ. I. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს;
ქართ.  I. 3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს სიტყვაში;
·         პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
·         იყენებს საკავშირებელ სიტყვებს (და, რომ, მაგრამ...);
·         წინადადების დასრულებას გამოხატავს პაუზით და შესაბამისი ინტონაციით;

ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სვამს / პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
·         მონაწილეობს პერსონაჟის ჯგუფურ დახასიათებაში;
·         აფასებს მოსმენილს (მომეწონა / არ მომეწონა);
·         აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს (კეთილია / ბოროტია; კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა და ა.შ.);
 ქართ. I. 5.  მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური  უნარ-ჩვევები.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს აერთიანებს სიტყვებად;
·         ამოიცნობს და ტაშის დაკვრით ითვლის სიტყვაში მარცვალთა რაოდენობას;
·         სიტყვებს შლის ბგერებად, ბგერებს აერთიანებს სიტყვებად;
ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს;
·         წინადადების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას;
·         აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან.
ქართ. I. 11. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის აღქმა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ტექსტში ამოიცნობს აბზაცის, სტროფის, წინადადების დასაწყისსა და დასასრულს;
·         ითვლის ტექსტში აბზაცების რაოდენობას, აბზაცში – სტრიქონებისას,  სტრიქონში – სიტყვებისას, სიტყვებში კი – ასოებისას;
·         მთლიანობაში აკვირდება ტექსტის კომპოზიციურ აგებულებას და ასახელებს ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებს (სათაურს, ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს, მაგ., მსხვილ შრიფტს და სხვ.);
·         პოულობს სასვენ ნიშნებს (მაგ., წერტილს, კითხვის ნიშანს და სხვ.).
ქართ. I. 13. მოსწავლეს  შეუძლია კარნახით წერა და ნაბეჭდი ტექსტიდან / დაფიდან მარტივი წინადადებების გადაწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იცავს მანძილს ასოებს შორის;
·         ნაბეჭდი ფურცლიდან/დაფიდან გადაწერს სიტყვებს, წინადადებებს;
ქართ. I. 14. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წინადადებების შედგენა ნაცნობ თემებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წერის პროცესში სათანადოდ იყენებს საგნების, მათი თვისებებისა და მოქმედების გამომხატველ სიტყვებს;

შეფასების კრიტერიუმები:



გასაუმჯობესებელი
დამაკმაყოფილებელი
საუკეთესო
მასწავლებლის ინსტრუქციის გაგება
ვერ ახერხებს დამოუკიდებლად მასწავლებლის ინსტრუქციის გაგებას
ინსტრუქციის გასაგებად საჭიროებს დამატებით განმარტებებს
ზუსტად იგებს და მყისიერად ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციას
კითხვა
კითხულობს ასო-ასო, მარცვლებად. ხშირად ვერ იგებს წაკითხულს; ხმის ტემბრი მონოტონური და ერთგვაროვანია. არ იყენებს მახვილებს და პაუზებს.
ხშირად ამოკითხვა უჭირს, ჩერდება და სიტყვებს იმეორებს. შესაბამისად ხან ააჩქარებს, ხან ანელებს კითხვას. კითხულობს სიტყვებად. ზოგჯერ სასვენ ნიშნებს და ინტონაციას  არასწორად იყენებს.  
კითხულობს ხმამაღლა,  მკაფიოდ, ფრაზებად, ზომიერი ტემპით, სწორად აკეთებს  პაუზებს და მახვილებს. ცვლის ხმის ტემბრს და ინტონაციას.
ჩართულობა
ხშირად ეფანტება ყურადღება, ცდილობს, დარჩეს შეუმჩნეველი და თავი აარიდოს დავალებების შესრულებას.
ჩართულია ზოგიერთ აქტივობაში
მაქსიმალურად მოტივირებული, აქტიური და ჩართულია   საგაკვეთილო პროცესში
აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს.
აფასებს გმირის საქციელს, თუმცა ვერ ახერხებს დასაბუთებას. უჭირს პირად გამოცდილებასთან დაკავშირება.
აფასებს გმირის საქციელს, ზოგჯერ უჭირს დასაბუთება და არგუმენტების მოყვანა.
არგუმენტირებულად, ფაქტებზე დაყრდნობით მსჯელობს პერსონაჟის შეფასებისას. უკავშირებს საკუთარ გამოცდილებას.
ასახელებს ტექსტის სტრუქტურას.
უჭირს აბზაცების და სტრიქონების რაოდენობის განსაზღვრა ტექსტში. ვერ ასახელებს წინადადების დასაწყისს და დასასრულს.
ასახელებს ზოგიერთ სასვენ ნიშანს. მხოლოდ მინიშნების შემდეგ ითვლის აბზაცების, სტრიქონების, მარცვლების, ასოების რაოდენობას.
ასახელებს სასვენ ნიშნებს, წინადადების დასაწყისს და დასასრულს; აბზაცების, სტრიქონების, მარცვლების, ასოების რაოდენობას.
შეუძლია კარნახით ჩაწერა ან ხელით ნაწერი ტექსტის სწორად გადაწერა.
ხშირად ავიწყდება  სიტყვებს შორის მანძილის გამოტოვება. ზოგჯერ უმატებს ან აკლებს ასოებს. უჭირს კარნახით წერა. სათითაო ასოს იწერს დაფიდან, ამიტომ  დიდ დროს ანდომებს გადაწერას.
ზოგჯერ ავიწყდება   ასოებსა და სიტყვებს შორის ადგილის გამოტოვება;  მცირე ხარვეზები აქვს კარნახით წერისას. საკუთარ ნაწერს ადარებს  დაფაზე დაწერილს და ასწორებს შეცდომებს. 
იცავს მანძილს ასოებსა და სიტყვებს შორის;  სწორად ორიენტირებს ბადიან რვეულში უშეცდომოდ, დროის ლიმიტის დაცვით წერს კარნახით და ადარებს დაფაზე დაწერილს.  

II გაკვეთილი 3.05.2018 წელი

ამ გაკვეთილზე დამესწრნენ. დამკვირვებელი ხათუნა სიდამონიძე, რომლის დადებითმა ენერგეტიკამ მნიშვნელოვნად განაპირობა ჩემი სიმშვიდე და შესაბამისად გაკვეთილის ნორმალურად ჩატარება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი მთელი გაკვეთილის განმავლობაში იწერდა მსვლელობას და არანაირი გამამხნევებელი ანუ ზედმეტი მზერა და ღიმილი არ ყოფილა მისი მხრიდან, მისგან იმდენად დადებითი აურა მოდიოდა, ჩემდა გასაკვირად არანაირი მღელვარება არ მქონია. უემოციურესი ადამიანი ვარ და ადამიანებს საჭიროზე მეტად "ვგრძნობ". მე უზომოდ მადლიერი ვარ ჩემი ადამიანური დამკვირვებლის და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ! 😊
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:  ეკატერინე ლეკიაშვილი  
საგანი: ქართული ენა (შეწყვილებული გაკვეთილი 2 × 35წთ)
სწავლების საფეხური/კლასი: I საფეხური Iკლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 21
გაკვეთილის თემა: ი. გოგებაშვილის „ბერიკაცი და ნამყენი“ თხრობით; ახალი მასალის -  ი. გოგებაშვილის „კეთილი სანდალა“- ს ახსნა. (ნ. მაღლაკელიძე, ე. მაღლაკელიძე „დედაენა“ I კლასი, გამომცემლობა „მერიდიანი“)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებში კაცთმოყვარეობის, ემპათიის უნარის გაღვივება; ლოგიკური თანამიმდევრობით, სხვადასხვა პირში თხრობა; გაბმულ მეტყველებაზე მუშაობა; კითხვაში ვარჯიში; ფონოლოგიური უნარების განმტკიცება; ახალი ლექსიკური ერთეულების გააზრება და პრაქტიკულად გამოყენება; სწორი წერის ჩვევის დაუფლება; კრიტიკული აზროვნების განვითარება; გრაფიკული და წყვილში მუშაობის ჩვევების ფორმირება;

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

მისალმება, განწყობის შექმნა, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.


ვერბალური/
ზეპირსიტყვიერი
მთელ კლასთან
დაფა, ცარცი.
2წთ.
2



გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა
ვერბალური/
ზეპირსიტყვიერი
მთელ კლასთან
A4 ფორმატის ქაღალდზე დაბეჭდილი შეფასების კრიტერიუმები, რუბრიკა
1წთ.
3



წერითი დავალების შემოწმება (ფუტკარი - როგორია? რას შვრება? შენი აზრი მის შესახებ)
წაკითხვა, შესწორება
ინდივიდუალური
კალამი, წებოვანი ღიმილები
3წთ.
4
რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ სხვა ადამიანს სიხარული, ბედნიერება მივანიჭოთ?
დიალოგი, მსჯელობა
წყვილებში (წყვილები ერთმანეთის აზრს გაახმოვანებენ)

5წთ.
5



ტექსტის თხრობაში ვარჯიში „ბერიკაცი და ნამყენი“ (I და III პირში თხრობა)
როლებად, გაგრძელებებით
ინდივიდუალური
ჩხირები ბავშვების სახელებით.
12წთ.
6



შესაბამისი სიტყვების ხაზებით დაკავშირება. კავშირი განვლილ მასალასთან: შედარება პერსონაჟთან, რომელსაც ბერიკაცის საპირისპირო თვისებები აქვს.
კითხვა-პასუხი, პრაქტიკული, ვენის დიაგრამა.
მთელ კლასთან, ინდივიდუალური
ფლივჩატი, მარკერი, დაფა, ცარცი, ჩხირები ბავშვების სახელებით.
7წთ.
7
სიტყვებად დაჭრილი ანდაზის აწყობა, შინაარსის განხილვა. (კავშირი ასახსნელ გაკვეთილთან)
პრაქტიკული
წყვილებში
სიტყვის ბარათები
5წთ.
8
ილუსტრაციის და ანიმაციური ფილმის ჩვენება
თვალსაჩინო, გონებრივი იერიში
კითხვა-პასუხი.
მთელ კლასთან
ილუსტრაცია, ნეტბუკი, პროექტორი, ანიმაციური ფილმი (https://www.youtube.com/watch?v=OHTBpBPkgPs&t=8s)
6წთ.
9
ტექსტის (ი. გოგებაშვილის „კეთილი სანდალა“) სამოდელო წაკითხვა მასწავლებლის მიერ
სამოდელო კითხვა,  წაკითხვა შეცდომებით.
მთელ კლასთან
დედაენის სახელმძღვანელო
3წთ.
10
კითხვაში ვარჯიში, უცნობი სიტყვების ახსნა და  წინადადებების შედგენა. ფონოლოგიური მუშაობა.
ნაწილ-ნაწილ, გაგრძელებებით. კითხვებზე პასუხი
მთელ კლასთან, ინდივიდუალური
დედაენის სახელმძღვანელო
14წთ.
11
 წერაში ვარჯიში
დახედე, გადააბრუნე, დაწერე, შეამოწმე
ინდივიდუალური
სიტყვის ბარათები, რვეული, კალამი
5წთ.
12
მსგავს სიტყვებზე, სინონიმებზე მუშაობა
დაჯგუფება
წყვილებში
სიტყვის ბარათები
4წთ.
13
საშინაო დავალების მიცემა. („კეთილი სანდალა“ კითხვით, დასაწერად ანდაზა და დასახატად ტექსტის რომელიმე ეპიზოდი)

გაკვეთილის შეფასება, შეჯამება
ვერბალური/ ზეპირსიტყვიერი
მთელ კლასთან
სახელმძღვანელო, ფანქარი
3წთ.


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:  
         შეუძლია როლებში, I და  III პირში თხრობა, ფაქტების გაანალიზება და მოქმედი გმირების საქციელის შეფასება. აქვს ემპათიის და სხვისი ტკივილის, განცდის გაგების უნარი. მეტყველებს მკაფიოდ, ჩანართების გარეშე და სათანადო ადგილას აკეთებს პაუზას. განმარტავს ტექსტში არსებულ უცნობ სიტყვებს და ადგენს წინადადებებს მათი გამოყენებით.  ფლობს სწორი და შეგნებული კითხვის უნარ-ჩვევებს, კითხულობს ფრაზებად. განმტკიცებული აქვს ფონოლოგიური და სწორად წერის უნარები. შეუძლია გრაფიკული მაორგანიზებლის გამოყენება განვლილ მასალასთან პარალელის გავლების მიზნით. დავალების შესრულება მეწყვილესთან ერთად.

ქართ. I. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს;
  • უცნობი სიტყვების მნიშვნელობის დასაზუსტებლად სვამს შეკითხვებს;
ქართ.  I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მეტყველებისას იყენებს წინადადების მოდალობებს (თხრობას, შეკითხვას, თხოვნას, ბრძანებას) და შესაბამის ინტონაციას;
ქართ.  I. 3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს სიტყვაში;
·         პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
·         იყენებს საკავშირებელ სიტყვებს (და, რომ, მაგრამ...);
·         წინადადების დასრულებას გამოხატავს პაუზით და შესაბამისი ინტონაციით;
·         თავს არიდებს პარაზიტი ჩანართების („ესე იგი“, „დიახ“, „მნა-მნა“...) გამოყენებას სამეტყველო პაუზების დროს.
ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას (მხიარული, მოწყენილი, გაკვირვებული და ა. შ.);
·         მონაწილეობს პერსონაჟის ჯგუფურ დახასიათებაში;
·         მონაწილეობს ტექსტის სახელდახელო ინსცენირებაში, ირჩევს როლის შესატყვის ინტონაციასა და ჟესტ-მიმიკას;
·         აფასებს მოსმენილს (მომეწონა / არ მომეწონა);
·         აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს (კეთილია / ბოროტია; კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა და ა.შ.);
·         იხსენებს მოსმენილის მსგავს ამბავს.
ქართ. I. 5.  მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური  უნარ-ჩვევები.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს აერთიანებს სიტყვებად;
·         ამოიცნობს და ტაშის დაკვრით ითვლის სიტყვაში მარცვალთა რაოდენობას;
·         სიტყვებს შლის ბგერებად, ბგერებს აერთიანებს სიტყვებად;
ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს;
·         წინადადების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას;
·         აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან.
ქარ. I. 9.  მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად გამოხატოს წაკითხული / მოსმენილი ტექსტით აღძრული შთაბეჭდილებები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ხატავს/აფერადებს მოსმენილი/წაკითხული ნაწარმოების პერსონაჟს;

ქართ. I. 10. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         კითხვისას წიგნს დაიკავებს  სწორად, სათანადო დისტანციაზე;
·         კითხვისას იყენებს მისთვის ხელსაყრელ ხერხს (მაგალითად, თითს აყოლებს ტექსტს);
ქართ. I. 13. მოსწავლეს  შეუძლია კარნახით წერა და ნაბეჭდი ტექსტიდან / დაფიდან მარტივი წინადადებების გადაწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         დამოუკიდებლად წერს სიტყვებს, რომელთა ორთოგრაფიული ხატი მისთვის ნაცნობია. 


შეფასების კრიტერიუმები:


გასაუმჯობესებელი
დამაკმაყოფილებელი
საუკეთესო
მასწავლებლის ინსტრუქციის გაგება
ვერ ახერხებს დამოუკიდებლად მასწავლებლის ინსტრუქციის გაგებას
ინსტრუქციის გასაგებად საჭიროებს დამატებით განმარტებებს
ზუსტად იგებს და მყისიერად ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციას
ჩართულობა
ხშირად ეფანტება ყურადღება, ცდილობს, დარჩეს შეუმჩნეველი და თავი აარიდოს დავალებების შესრულებას.
ჩართულია ზოგიერთ აქტივობაში
მაქსიმალურად მოტივირებული, აქტიური და ჩართულია   საგაკვეთილო პროცესში.
წყვილებში მუშაობა
მხოლოდ ერთი ასრულებს დავალებას, მეორე კი უმოქმედოა და მხოლოდ ყურებით შემოიფარგლება.
თითოეული ცდილობს დამოუკიდებლად შეასრულოს დავალება, რაც წარმოშობს კონფლიქტს მათ შორის.
შეთანხმებულად, მეგობრულად, პასუხისმგებლობების განაწილებით ასრულებენ დავალებას.
აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს.
დახმარების, მინიშნების შემდეგ გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟის მიმართ.
აფასებს გმირის საქციელს, ზოგჯერ უჭირს დასაბუთება და არგუმენტების მოყვანა.
არგუმენტირებულად, ფაქტებზე დაყრდნობით მსჯელობს პერსონაჟის შეფასებისას.
მართლმეტყველება, თხრობა
უჭირს ბგერების მკაფიოდ გამოთქმა, წინადადებების გამართვა, აზრის ჩამოყალიბება. უშვებს ფაქტობრივ შეცდომებს.
მეტყველებს ხმამაღლა, მკაფიოდ. მოგვითხრობს ლოგიკური თანამიმდევრობით. ხშირად ზედმეტად ხმარობს საკავშირებელ სიტყვებს; ნაკლებად იცავს ინტონაციას; მეტყველებაში აქვს პარაზიტული ჩანართები;

მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს სიტყვაში;
პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
იყენებს საკავშირებელ სიტყვებს;
წინადადების დასრულებას გამოხატავს პაუზით და შესაბამისი ინტონაციით;
თავს არიდებს პარაზიტი ჩანართების გამოყენებას სამეტყველო პაუზების დროს.
კითხვა
კითხულობს ასო-ასო, მარცვლებად. ხშირად ვერ იგებს წაკითხულს; ხმის ტემბრი მონოტონური და ერთგვაროვანია. არ იყენებს მახვილებს და პაუზებს.
კითხულობს სიტყვებად. ხშირად უჭირს ამოკითხვა, ჩერდება და სიტყვებს იმეორებს. შესაბამისად ხან ააჩქარებს, ხან ანელებს კითხვას. ზოგჯერ სასვენ ნიშნებს და ინტონაციას  არასწორად იყენებს.
კითხულობს ხმამაღლა,  მკაფიოდ, ფრაზებად, ზომიერი ტემპით სწორად აკეთებს  პაუზებს და მახვილებს. ცვლის ხმის ტემბრს და ინტონაციას.
წერა
ვერ ახერხებს სიტყვის ხატის დამოუკიდებლად ჩაწერას. 
ზოგჯერ ავიწყდება   ასოებსა და სიტყვებს შორის ადგილის გამოტოვება;  ან სიტყვაში გამორჩენილი აქვს ასოები.
იცავს მანძილს ასოებსა და სიტყვებს შორის;  სწორად ორიენტირებს ბადიან რვეულში. უშეცდომოდ, დროის ლიმიტის დაცვით წერს სიტყვის ხატს და ადარებს თავის ნამუშევარს ორიგინალს.


ეკატერინე ლეკიაშვილის,  მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში,  გარე დაკვირვებისთვის დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია

        ქ. ლაგოდეხი                                                                                                         03.05.2018წ.

          3 მაისს Iკლასში ჩავატარე გაკვეთილი ქართულ ენაში.  გაკვეთილის დაგეგმვისას, რა თქმა უნდა, ვხელმძღვანელობდი ესგ-ით და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით. აქტივობები დაგეგმილი მქონდა სამივე, ზეპირმეტყველების, წერის და კითხვის, მიმართულებით, რადგან სამივე მიმართულება ერთნაირად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობა მომაბეზრებელი და დამღლელი  იქნებოდა პატარებისთვის.
        პირველ რიგში მოვამზადე გარემო. რადგან საკლასო ოთახი მცირე ზომისაა, ბავშვებს დისკომფორტი რომ არ ჰქონოდათ და მათი პირადი სივრცე დაცული ყოფილიყო, გადავწყვიტე მერხები უფრო ახლოს დამედგა ერთმანეთთან და შედარებით მოშორებით დამკვირვებლებისაგან. ამას ხელი არ შეუშლია გაკვეთილის მსვლელობისთვის.
     ამ დღეს მქონდა შეწყვილებული გაკვეთილი. გაკვეთილის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია მოტივაციის ამაღლებისა და სასიამოვნო გარემოს შექმნისათვის. ფერადი (ღიმილიანი და მოწყენილი) კაცუნების ჩვენება და მათი სიხარულის და მოწყენის შესაძლო მიზეზების დასახელება მოსწავლეთა მხრიდან ამ მიზანს ემსახურებოდა. გარდა ამისა აღნიშნული აქტივობა ავითარებს მეტყველებას, ფანტაზიის, წარმოსახვის და სხვათა ემოციებზე დაკვირვების უნარებს.
     აქტივობების ჩამოთვლით, რომელთა განხორციელებასაც იმ დღეს ვაპირებდით, განვაწყე და შევამზადე მოსწავლეები გაკვეთილისთვის. შეფასების რუბრიკები არ გამიცვნია, რადგან წერა-კითხვის, თხრობის დაწყების დღიდან რუბრიკები  კედელზე გვაქვს გამოკრული, სახლშიც გავატანე და ყოველ გაკვეთილზე მისი დახმარებით ვახდენთ თვითშეფასებას, ურთიერთშეფასებას და შეფასებას. პერიოდულად რუბრიკა იცვლება. მაგ.: მარცვლებად კითხვა ჩაანაცვლა ჯერ სიტყვებად, შემდეგ კი ფრაზებად კითხვამ, ასოებს შორის ერთი უჯრის გამოტოვება - მიჯრით წერამ. 
      წერითი დავალების ყოველდღიური, ინდივიდუალური შემოწმება, ხმამაღლა წაკითხვა  და განმავითარებელი კომენტარი მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რადგან მოსწავლემ გაითვალისწინოს რჩევები და გააუმჯობესოს შედეგი ან წახალისდეს შესრულებული დავალებისათვის. წებოვანი ღიმილები, ვარსკვლავები გარეგანი მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს. ესეც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რადგან პატარების სიხარულს, მონდომებას და წახალისებას უწყობს ხელს. III-IV კლასებში მათ თითქმის აღარ ვხმარობ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ წახალისებისას ყოველთვის ხაზს ვუსვამ რა დამსახურებისთვის (მაგ.: შინაარსობრივი გამართულობისთვი და არა ნაწერისთვის, გუშინდელზე უკეთ რომ შეძლო ამის გაკეთება...), მაინც მაქსიმალურ შეფასებასთან (10 ქულასთან) აიგივებენ და არა საკუთარი შესაძლებლობების გაუმჯობესებასთან.       
  გაკვეთილის მოყოლამდე გამოვიყენე ჩუმი  კითხვის მეთოდი. მას ხმამაღალი კითხვის მეთოდთან ერთად აქტიურად ვიყენებ.  ამ დროს კიდევ უფრო უკეთ ხდება ტექსტის შინაარსის გაგება და აღქმა. შემდეგ კი გადავედით ტექსტის თხრობაზე.

       მოსწავლეებმა გაკვეთილი მოყვნენ: როლებად, გაგრძელებებით „მატარებელში“ III პირში, I პირში პერსონაჟების (ბერიკაცის, ბავშვის) პოზიციიდან. თხრობის ამ მეთოდების გამოყენება  საშუალებას აძლევს მოსწავლეს „შეძვრეს“ პერსონაჟის ტყავში, მეტად გაითავისოს მისი განცდები და ემოცია. ეჩვევა სწორ, მკაფიო, გამართულ, გამომსახველობით მეტყველებას, ლოგიკური თანამიმდევრობით თხრობას. ყურადღებას, სხვის მოსმენას და საკუთარი რიგის მოსვლისას  დროულად გაგრძელებას. შეუმჩნევლად  ვაკვირვებ პირველი პირის (ვ) ნიშანზე. როლებში და „მატარებელში“ მოყოლა განსაკუთრებით მოსახერხებელი, რადგან ერთბაშად რამდენიმე უნარს უვითარებს მოსწავლეს და ბევრი მოსწავლის გამოკითხვაც ხერხდება. მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება ხელს უწყობს ბავშვებში მოტივაციის ამაღლებას და პროცესიც უფრო სახალისო და შედეგიანია.
      „მატარებელში“, როლებად თხრობისას, ერთდროულად როგორც ბევრი ბავშვის გამოკითხვაა შესაძლებელი ასევე ძალიან მოსახერხებელია თვითშეფასებისათვისაც.  ვეუბნები:  „ერთი ნაბიჯი გადმოდგას წინ, ვისაც თავისი მოყოლილი მოეწონა“, ისინი საკმაოდ კრიტიკულები არიან საკუთარი შესაძლებლობების მიმართ და ზუსტადაც აფასებენ. ხშირ შემთხვევაში, შეიძლება კარგადაც მოყვეს, მაგრამ არ მომეწონაო თქვას და უკან დარჩეს. აქ ვუხსნი, რომ ეს ისეთივე არასწორი შეფასებაა საკუთარი მოყოლილის, როგორც დაუმსახურებლად წინ წადგმული ნაბიჯი. ამით ვცდილობ მოსწავლეებში სწორი თვითშეფასების უნარები განუვითარო. ამ ბავშვებს შემდეგ კლასი აფასებს. ამ დროს ბავშვები საკმაოდ აქტიურობენ და სიხარულით აღნიშნავენ ვისი რა მოეწონათ და მეგობრულ რჩევებსაც აძლევენ. ამ რჩევებს ისე ამბობენ, რომ მეგობრებს არ სწყინთ. ასე სწავლობენ სწორი რჩევების მიცემას და მიღებას.
     გაკვეთილზე პირველ რიგში ვცდილობ ჯერ ბავშვს შევაფასებინო საკუთარი ქცევა თუ მიღწევა, მთლიან კლასს და ვაფასებ მე.    ამ კონკრეტულ გაკვეთილზე რიგ შემთხვევაში ჩემი შეფასება უფრო სწორი იყო. მაგ.: რა კარგი წინადადება მოიფიქრე, მშვენიერი აზრია, ჩაწიკწიკებული გაქვს... მაგრამ ზოგჯერ ჩემი შეფასება არასწორი იყო: ყოჩაღ, კარგი გოგო (ბიჭი) ხარ. მე კი ვგულისხმობდი „სიკარგეს“ და „სიყოჩაღეს“ იმ კონკრეტული დავალებისთვის, რაზეც ვმუშაობდით, თითქოს უფრო მოსახერხებელიცაა ასე - მოკლე და ლაკონური, მაგრამ მაინც არასწორი  შეფასებაა. თვითონ სულ ვეუბნები მოსწავლეებს სიტყვები „კარგი“ და „ცუდი“ (კარგად /ცუდად/ მოიქცა, კარგი /ცუდი/ ამინდი) არ გამაგონოთ, ყოველთვის დააკონკრეტეთ რას გულისხმობთ-თქო. ამ კუთხით მომიწევს მუშაობა. ვფიქრობ, ამ საქმეში მოსწავლეებს დავიხმარ. ამის პრაქტიკა და გამოცდილება მაქვს, ბავშვებს ეს საქმე კარგად გამოსდით. თან როდესაც პატარებს ვეუბნები, არა მარტო მე გასწავლით, თქვენგანაც ძალიან ბევრს ვსწავლობ-თქო, ძალიან უკვირთ, უხარიათ და ამაყებიც არიან.

     მოსწავლეებს გაკვეთილის თემა გავაცანი მას შემდეგ, რაც ვაჩვენე პატარა ბიჭუნას ფოტოსურათი, რომელსაც გულში ჩახუტებული ნაჩუქარი ფეხსაცმელების გამო დიდი ნეტარება და ბედნიერება აქვს სახეზე აღბეჭდილი. ბავშვებმა გამოთქვეს ვარაუდები  და ზუსტადაც მიხვდნენ ბიჭუნას სიხარულის მიზეზს, რადგან მის ფეხებზე ძველი ფეხსაცმელების დანახვა არ გასჭირვებიათ. როგორც ამბობენ სურათი უფრო მეტს ამბობს, ვიდრე 1 000 სიტყვა. ასევე, კარგი მოტივატორი აღმოჩნდა მათთვის ანიმაციური ფილმი. მსვლელობისას ვაპაუზებდი და ბავშვებს ვაკვირვებდი დეტალებზე, ვსვამდი დამაზუსტებელ კითხვებს. ბავშვები აქტიურად მსჯელობდნენ და მოჰყავდათ არგუმენტები ფილმიდან. (მაგ.: ოჯახი ღარიბია. არგუმენტი: იქიდან ჩანს, რომ ბიჭს თბილად არ აცვია, რაც აცვია ისიც ძველი და გახეული), მიუხედავად იმისა, რომ ფილმი უხმო იყო, პატარებს არ გასჭირვებიათ პერსონაჟების  განცდების და შინაარსის გაგება. ყოველივე დაეხმარა ბავშვებს შესასწავლი თემის  ვიზუალიზაციაში და უკეთ გაგება-გააზრებაში.
  ვფიქრობ,  სურათი, ანიმაციური ფილმი,  გაკვეთილის ტექსტი, საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირება განავითარებს მათში თანაგრძნობის, ემპათიის უნარს. რა თქმა უნდა, ყოველივე ერთი გაკვეთილის ფარგლებში არ მიიღწევა, მაგრამ მათთვის ფაქტი და ემოცია დასამახსოვრებელი და ემოციური ნამდვილად იყო.
      გაკვეთილის ახსნისას გამოვიყენე სამოდელო კითხვა, რადგან ამ ასაკის თავისებურებებიდან გამომდინარე ბავშვი სწავლობს მიმბაძველობით, მოდელებით. მეორედ წაკითხვისას გამოვიყენე  შეცდომებით წაკითხვის მეთოდი. ამ მეთოდის გამოყენება „აიძულებს“ მოსწავლეს იყოს ყურადღებით, სწორად წაიკითხოს და სწრაფად შეუსწოროს მასწავლებელს შეცდომა. ამ დროს მოსწავლემ ზუსტად იცის რას დააკვირდეს, პროცესი საკმაოდ სახალისო და მოტივაციის აღმძვრელია. ამ ასაკში ხომ წამყვანი ქცევა თამაშია.
     მოსწავლეთა მიერ ტექსტის კითხვისას გამოვიყენე გაგრძელებებით კითხვა, რა დროსაც ბავშვი მოლოდინის რეჟიმშია, რომ კითხვას გააგრძელებინებენ და უფრო ყურადღებით ადევნებს თვალს ტექსტს. მაგრამ ეს მეთოდი არ ავითარებს კითხვის ტექნიკას. ამ მიზნით ერთი და იგივე ადგილი წავაკითხე ორ ბავშვს და შემდეგ გუნდურად. რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, როგორც კითხვის ტექნიკის, ასევე გუნდურობის გასავითარებლად.

     გაკვეთილზე ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით (როგორც ყოველთვის ამჯერადაც დავეყრდენი და გამოვიყენე მოსწავლეთა ცოდნა და გამოცდილება) მოსწავლეების მიერ აიხსნა ტექსტში მოცემული უცნობი სიტყვები კონტექსტით და პირადი გამოცდილებით. უკეთ გააზრების მიზნით შევადგინეთ წინადადებები. ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით ყოველთვის ვასახელებთ შესასწავლი სიტყვის მსგავს და საპირისპირო სიტყვებს (სინონიმს და ანტონიმს) ტექსტში გამოყენებული  ლექსიკურ ერთეულებზე დაყრდნობით  შედგენილი მქონდა სიტყვის ბარათები მსგავსი სიტყვებით (სინონიმებით) წყვილებში სამუშაოდ.  ხშირად მივმართავ წყვილებში მუშაობას, რადგან ამ დროს ვითარდება თანამშრომლობითი უნარები, ურთიერთსწავლება, დროის კონტროლი, პრეზენტაციის უნარებს ეყრება საფუძველი. ბავშვებმა იციან წყვილში მუშაობის კრიტერიუმები და ცდილობენ იყვნენ აქტიურები და ჩართულები. ამჯერადაც წაკითხვაც უფრო პასიურ მეწყვილეს ვთხოვე, ამით მის გააქტიურებას და ჩართულობას შევუწყე ხელი.       სამწუხაროდ, დამავიწყდა სად დავდე სიტყვის ბარათები. ამან კიდევ უფრო გამანერვიულა, დამაბნია და დროც დამაკარგინა. გამოსავალი იმით ვიპოვნე, რომ  კონვერტებში მაქვს ამ ტიპის დავალებები და ერთ-ერთი გამოვიყენე.   გაკვეთილის დასრულების შემდეგ დავალება საკიდზე დავინახე. მოსწავლეებში ინტერესის და მოტივაციის ასამაღლებლად ბარათები პლასტმასის მოზრდილ, ფერად კვერცხებში  მქონდა ჩალაგებული. რამდენადაც ამ თემის დამუშავება კიდევ ორ გაკვეთილზე მაქვს დაგეგმილი, ამ აქტივობას, რა თქმა უნდა, შემდეგ გაკვეთილზე გამოვიყენებ.  
         დაგეგმილი მქონდა ფონოლოგიური მუშაობა. ტექსტში, უფრო ზუსტად, მითითებულ აბზაცში უნდა მოეძებნათ და ამოეკითხათ ერთ, ორ, და სამ მარცვლიანი სიტყვები. სიტყვები, რომელშიც  ორი ხმოვანი  და სამი თანხმოვანია... მაგრამ ამ ეტაპზე ვარჩიე კითხვისთვის და გააზრებისთვის, საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირებისთვის მეტი დრო დამეთმო.  ამ ტექსტზე კიდევ  ორი საათი უნდა ვიმუშაოთ და ბავშვები უფრო  გაიწაფებიან ტექსტის კითხვაში.   შესაბამისად, ინსტრუქციის მიხედვით მითითებული სიტყვის მოძიებას უფრო ადვილად და სწრაფად შეძლებენ.
        წერის უნარების განვითარებისთვის გამოვიყენე მეთოდი: „შეხედე, გადააბრუნე, დაწერე, შეამოწმე“. მომწონს ეს მეთოდი, რადგან ის ავითარებს როგორც წერის, ისე კითხვის უნარებს. ბავშვი ავარჯიშებს თვალს, უნდა დაიმახსოვროს სიტყვის ხატი და დამოუკიდებლად ჩაწეროს რვეულში. დამოუკიდებლად ამოწმებს  და ასწორებს ნაწერს ორიგინალის მიხედვით. მხოლოდ ერთ ბავშვს მივეცი გადაწერის უფლება, რადგან ჯერ ვერ ახერხებს დამოუკიდებლად წერას.           
         მოსწავლეების ნამუშევრებს ინდივიდუალურად გადავხედე, კომენტარიც გავუკეთე წერის კრიტერიუმების და შესასრულებელი დავალების სისწორის მიხედვით.  მხოლოდ მესამე სიტყვა  (ხილ-ბოსტნეული) იყო  რთული. ამიტომ ყურადღებაც მხოლოდ მასზე გავამახვილე. ვკითხე კლასს როგორი სიტყვა იყო.   დეფისის გარდა ზოგიერთმა ტირეც თქვა და განმეორებითი შეკითხვის  შემდეგ აღნიშნეს, რომ ეს იყო დეფისი და ეს დეფისიანი სიტყვაა. საკითხს არ ჩავღრმავებივარ, არ  მიკითხავს როდის ვხმარობთ ტირეს, როდის დეფისს, რომელია გრძელი და რომელი მოკლე. ამასთან,  არც ერთ ბავშვს არ ჰქონდა შეცდომა ამ სიტყვის ჩაწერისას. კერძოდ, დეფისი მიჯრით ეწერათ ასოებთან და არ ჰქონდათ ადგილი გამოტოვებული. ამიტომ ყურადღებაც აღარ გამიმახვილებია. შეიძლება გარეშე თვალისთვის ეს ხარვეზად და საკითხის მიფუჩეჩებად ჩათვლილიყო კიდეც.  ძალიან მინდოდა მეკითხა რადგან კარგად იციან ამის შესახებ, მაგრამ დრო არ მეყოფოდა. და რამდენადაც საჭიროება არ ყოფილა ამიტომ არ ჩავუღრმავდი საკითხს.
       შუალედში მოტივაციის და განმუხტვის მიზნით შევთავაზე წუთშესვენება. ერთის მხრივ გამოუვიდათ კითხვაში ვარჯიშიც და დასვენებაც.  ფიზიკური აქტივობა, ღიმილი, სიცილი ხომ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სასიცოცხლო ფუნქციებს და ტვინის მუშაობასაც აუმჯობესებს.  გაკვეთილის ბოლოს კიდევ ერთხელ რომ გადაევლოთ გონების თვალი და გაეხსენებინათ განხორციელებული აქტივობები ვკითხე, რომელი აქტივობა იყო მათთვის ყველაზე საინტერესო და რატომ? ამით ერთგვარად შეაჯამეს მთელი გაკვეთილი.
       როდესაც დავალება „დავკარგე“, ამან დამაბნია და სანამ მობილიზება გავაკეთე დროც დავკარგე. ზოგადად დრო ისედაც არის ჩემი აქილევსის ქუსლი, რადგან ყოველთვის ვცდილობ, რომ ყველა წვრილმანი თუ დეტალი დავანახო და გავაანალიზებინო, ყველას ვათქმევინო, მოვაყოლო, ინდივიდუალურად შევუმოწმო, არც ერთი ბავშვი არ დამეჩაგროს უყურადღებობით. შესაბამისად დროის კონტროლი მთლად ეფექტურად არ გამომდის, თუმცა შეუძლებელიც არაფერია. ამაში კარგად მეხმარება ნაყინის ჩხირები ბავშვების სახელებით და ქვიშის საათები (30წმ, 1წთ, 2წთ, 3წთ, 4წთ, 5წთ). ბავშვს ვეუბნები, რომ მას მოსაყოლად აქვს 30წმ. და დროის ამოწურვის შემდეგ უნდა გაჩუმდეს, ეს   კარგად გვეხმარება დროის კონტროლში.   წყვილში თუ ჯგუფური მუშაობის დროს ვცდილობ არ     გადავაცილებინო დათქმული დრო, რომ წესების დარღვევა წესად არ ექცეთ. თუ ვერ მოასწრო, თავს ვანებებინებ სამუშაოს. თავიდან უფრო უჭირდათ, მაგრამ ახლა საკმაოდ გაიწაფნენ და დროს არ კარგავენ რომ მოასწრონ დავალების შესრულება.
      ბავშვებს  საშინაო დავალებას თითქმის ყოველთვის წიგნზე მუშაობის დასრულებისას ვაძლევ, მანამ სანამ  წიგნებს დავახურინებ, არ ველოდები გაკვეთილის დასრულებას, რადგან ამ დროს  უკვე დაღლილები, ყურადღება მოდუნებულები და დასვენებისთვის განწყობილნი არიან. თუმცა დაკარგულმა დრომ და დაბნეულობამ ეს მომენტი გაკვეთილის ბოლოსკენ გადამატანინა. შესაბამისად ვფიქრობ ინსტრუქცია შედარებით ზედაპირული იყო.  წერით დავალებად მივეცი ანდაზა, რომელიც უნდა დაესრულებინათ და ისე ჩაეწერათ რვეულში. ამ დავალების შესრულებისას გამოიყენებდნენ როგორც წიგნიდან გადაწერას, ისე დამოუკიდებლად ჩაწერას. ერთი მოსწავლის გარდა ყველა დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად შეძლებდა დავალების შესრულებას. ტექსტის შესაბამისი ნახატის შექმნა სახალისოცაა და დაეხმარებოდა მათ საკითხის უკეთ გააზრებაში. ვფიქრობ, ზოგადად გაკვეთილი ისე იყო დაგეგმილი, რომ მორგებული  იყო სხვადასხვა ინტელექტის მქონე ბავშვზე.
             ეს იყო ახალი მასალის ახსნა და თემის განსამტკიცებლად წინ კიდევ ორი საათია, მრავალფეროვანი  მეთოდებით და აქტივობებით დაგეგმილი: კითხვა სხვადასხვა ინტერპრეტაციით, დისკუსია, გმირის რუკა, ასოციაციური რუკა, ცხელი სკამი, სიკეთეზე ტექსტის კონსტრუირება წყვილებში. კლასიფიკაცია, ზრდილობიანი (ჯადოსნური სიტყვების) ფორმების გამოყენება, წინადადებების შედგენა, ფონოლოგიური ვარჯიში, დიდაქტიკური თამაში...
        ვფიქრობ, მთელი გაკვეთილის მსვლელობისას მქონდა ფასილიტატორის როლი და არანაირ აზრს თუ დასკვნას მზამზარეულად არ ვაწვდიდი და თავს არ ვახვევდი მოსწავლეებს. ვიყენებდი სკაფოლდინგს და მათთვის ვიყავი დამხმარე, რომელიც ცოდნის კონსტრუირებაში ეხმარებოდათ.  
      ზოგადად, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და უზომოდ ვნერვიულობდი, ადამიანის ერთმა მზერამ შეიძლება მომენტალურად გამანადგუროს. მაგრამ დამკვირვებლისაგან გაკვეთილის წინა შეხვედრაზე იმხელა პოზიტივი და დადებითი აურა მოდიოდა, გაკვეთილზე აღარც კი მახსოვდა კლასში ჩემი და მოსწავლეების გარდა  ვინმე თუ იყო და მით უფრო ჩემ შეფასებას თუ ახდენდა. რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ ამ ადამიანის.  


III გაკვეთილი 4.05.2018 წელი
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:  ეკატერინე ლეკიაშვილი 
საგანი: ქართული ენა
სწავლების საფეხური/კლასი: I საფეხური Iკლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 21
გაკვეთილის თემა: ი. გოგებაშვილის „კეთილი სანდალა“ (ნ. მაღლაკელიძე, ე. მაღლაკელიძე  „დედაენა“ I კლასი, გამომცემლობა „მერიდიანი“)
გაკვეთილის მიზანი: სწორი და შეგნებული კითხვის,  ფონოლოგიური უნარების გამომუშავება; ლიტერატურული ნაწარმოების ანალიზი და შეფასება; ემპათიის უნარის, მეტყველების და კრიტიკული აზროვნების განვითარება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, სწორი წერის ჩვევის დაუფლება, კლასიფიკაციის უნარის განვითარება, გრაფიკული და წყვილში მუშაობის უნარების ფორმირება;

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

მისალმება, განწყობის შექმნა, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.


ვერბალური/
ზეპირსიტყვიერი
მთელ კლასთან
დაფა, ცარცი.
2წთ.
2



გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა
ვერბალური/
ზეპირსიტყვიერი
მთელ კლასთან
A4 ფორმატის ქაღალდზე დაბეჭდილი შეფასების კრიტერიუმები, რუბრიკები
2წთ.
3



წერითი დავალების შემოწმება (თემატური ანდაზის წიგნიდან გადაწერა და „კეთილი სანდალა“ - დან რომელიმე ეპიზოდი დასახატად)
წაკითხვა, კომენტარი
ინდივიდუალური
კალამი, წებოვანი ღიმილები
3წთ.
4



პირველ მარცვალს ვეტყვი მე. ბავშვებმა უნდა მოიფიქრონ  და შეადგინონ ორ და სამ მარცვლიანი სიტყვები
პრაქტიკული, დიდაქტიკური თამაში
მთელ კლასთან
ბურთი
3წთ.
5



კითხვაში ვარჯიში „კეთილი სანდალა“
წიგნზე მუშაობა, კითხვა გუნდურად, გაგრძელებებით,  გამოკრებით,  სხვადასხვა ინტერპრეტაციით
მთელი კლასი, ინდივიდუალური
სახელმძღვანელო (ნ. მაღლაკელიძე ე. მაღლაკელიძე „დედაენა“)
10წთ.
6
ტექსტის ანალიზი
კითხვა-პასუხი, დისკუსია, გმირის რუკა
ინდივიდუალური, მთელ კლასთან
სახელმძღვანელო
6წთ.
7
კლასიფიკაცია: იპოვნე და შემოხაზე ყვავილები
პრაქტიკული
წყვილებში
დავალების ფურცლები, სადაც  სიტყვებია მიმოფანტული
5წთ.
8
საშინაო დავალების მიცემა: “ კეთილი სანდალა“ თხრობით. დასაწერად: წინადადებების კონსტრუირება ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით. გაკვეთილის შეფასება (თვითშეფასება)
ვერბალური/
ზეპირსიტყვიერი
მთელ კლასთან
სახელმძღვანელო, ფანქარი.
4წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
     განმტკიცებული აქვს ფონოლოგიური უნარები, კითხულობს სწორად და შეგნებულად, ფრაზებად. შეუძლია ფაქტების გაანალიზება და მოქმედი გმირების საქციელის შეფასება, გრაფიკული მაორგანიზებლის (გმირის რუკის) გამოყენება ტექსტის გაანალიზების მიზნით. მეტყველებს მკაფიოდ, ჩანართების გარეშე, მარტივი და გამართული  წინადადებებით. საკუთარი ნათქვამის განსამტკიცებლად ტექსტიდან იშველიებს არგუმენტებს. შეუძლია სიტყვების დაჯგუფება რაიმე ნიშნის მიხედვით, დავალების შესრულება მეწყვილესთან ერთად.

ქართ. I. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს;
·         წინასწარ მიცემული გეგმის / ინსტრუქციის მიხედვით  გადმოსცემს ფაქტებს.
ქართ.  I. 3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს სიტყვაში;
·         პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
·         იყენებს საკავშირებელ სიტყვებს (და, რომ, მაგრამ...);
·         წინადადების დასრულებას გამოხატავს პაუზით და შესაბამისი ინტონაციით;
·         თავს არიდებს პარაზიტი ჩანართების („ესე იგი“, „დიახ“, „მნა-მნა“...) გამოყენებას სამეტყველო პაუზების დროს.
ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას (მხიარული, მოწყენილი, გაკვირვებული და ა. შ.);
·         მონაწილეობს პერსონაჟის ჯგუფურ დახასიათებაში;
·         აფასებს მოსმენილს (მომეწონა / არ მომეწონა);
·         აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს (კეთილია / ბოროტია; კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა და ა.შ.);
·         იხსენებს მოსმენილის მსგავს ამბავს.
ქართ. I. 5.  მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური  უნარ-ჩვევები.
    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს აერთიანებს სიტყვებად;
·         ამოიცნობს და ტაშის დაკვრით ითვლის სიტყვაში მარცვალთა რაოდენობას;
·         სიტყვებში გამოყოფს და წარმოთქვამს მარცვლებს, მარცვლებში – ასოებს;
·         ასოებისაგან, მარცვლებისაგან აწყობს სიტყვას;
ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს;
·         წინადადების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას;
·         აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან.
ქართ. I. 10. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         კითხვისას წიგნს დაიკავებს  სწორად, სათანადო დისტანციაზე;
·         კითხვისას იყენებს მისთვის ხელსაყრელ ხერხს (მაგალითად, თითს აყოლებს ტექსტს);
·         განარჩევს ერთმანეთისაგან წიგნის გარეკანს, თავფურცელს, სათაურს, ძირითად ტექსტს, ავტორის გვარსა და სახელს, ტექსტის ბოლოს მოცემულ კითხვებს;
ქართ. I. 13. მოსწავლეს  შეუძლია კარნახით წერა და ნაბეჭდი ტექსტიდან / დაფიდან მარტივი წინადადებების გადაწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ნაბეჭდი ფურცლიდან/დაფიდან გადაწერს სიტყვებს, წინადადებებს;
·         დამოუკიდებლად წერს სიტყვებს, რომელთა ორთოგრაფიული ხატი მისთვის ნაცნობია. 
ქართ. I. 15. მოსწავლეს შეუძლია გარკვეული საყრდენების დახმარებით მარტივი ყოფითი ტექსტების წერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ავსებს ტექსტში ნაკლულ ინფორმაციას;


შეფასების კრიტერიუმები:


გასაუმჯობესებელი
დამაკმაყოფილებელი
საუკეთესო
მასწავლებლის ინსტრუქციის გაგება
ვერ ახერხებს დამოუკიდებლად მასწავლებლის ინსტრუქციის გაგებას
ინსტრუქციის გასაგებად საჭიროებს დამატებით განმარტებებს
ზუსტად იგებს და მყისიერად ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციას
 კითხვა
კითხულობს ასო-ასო, მარცვლებად. ხშირად ვერ იგებს წაკითხულს; ხმის ტემბრი მონოტონური და ერთგვაროვანია. არ იყენებს მახვილებს და პაუზებს. ვერ აგრძელებს სხვის დაწყებულს.
კითხულობს სიტყვებად. ხშირად უჭირს ამოკითხვა, ჩერდება და სიტყვებს იმეორებს. შესაბამისად ხან ააჩქარებს, ხან ანელებს კითხვას. ზოგჯერ სასვენ ნიშნებს და ინტონაციას  არასწორად იყენებს.  შეუძლია სხვისი  წაკითხულის გაგრძელება.

კითხულობს ხმამაღლა,  მკაფიოდ, ფრაზებად, ზომიერი ტემპით სწორად აკეთებს  პაუზებს და მახვილებს. ცვლის ხმის ტემბრს და ინტონაციას. აგრძელებს სხვის დაწყებულს.

ჩართულობა
ხშირად ეფანტება ყურადღება, ცდილობს, დარჩეს შეუმჩნეველი და თავი აარიდოს დავალებების შესრულებას.
ჩართულია ზოგიერთ აქტივობაში
მაქსიმალურად მოტივირებული, აქტიური და ჩართულია   საგაკვეთილო პროცესში
აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს.
აფასებს გმირის საქციელს, თუმცა ვერ ახერხებს დასაბუთებას. უჭირს პირად გამოცდილებასთან დაკავშირება.
აფასებს გმირის საქციელს, ზოგჯერ უჭირს დასაბუთება და არგუმენტების მოყვანა.
არგუმენტირებულად, ფაქტებზე დაყრდნობით მსჯელობს პერსონაჟის შეფასებისას. უკავშირებს საკუთარ გამოცდილებას.
ფონოლოგიური უნარები
უჭირს მითითებულ ბგერაზე სიტყვის მოძებნა ტექსტში, ვერ ასახელებს მასწავლებლის მიერ დაწყებულ მარცვალზე ორ და სამ მარცვლიან სიტყვებს.
პოულობს ტექსტში მითითებულ ასოზე  სიტყვას, მასწავლებლის მიერ დაწყებულ მარცვალზე შეცდომით ადგენს ორ და სამ მარცვლიან სიტყვებს. მითითების შემდეგ ასწორებს შეცდომას.
პოულობს ტექსტში მითითებულ ასოზე  სიტყვას, მასწავლებლის მიერ დაწყებულ მარცვალზე ადგენს ორ და სამ მარცვლიან სიტყვებს.
წყვილებში მუშაობა
მხოლოდ ერთი ასრულებს დავალებას, მეორე კი უმოქმედოა და მხოლოდ ყურებით შემოიფარგლება.
თითოეული ცდილობს დამოუკიდებლად შეასრულოს დავალება, რაც წარმოშობს კონფლიქტს მათ შორის.
შეთანხმებულად, მეგობრულად, პასუხისმგებლობების განაწილებით ასრულებენ დავალებას.



IV გაკვეთილი 7.05.2018 წელი
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:  ეკატერინე ლეკიაშვილი  
საგანი: ქართული ენა
სწავლების საფეხური/კლასი: I საფეხური Iკლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 21
გაკვეთილის თემა: ი. გოგებაშვილის „კეთილი სანდალა“ თხრობით;  (ნ. მაღლაკელიძე, ე. მაღლაკელიძე „დედაენა“ I კლასი, გამომცემლობა „მერიდიანი“)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებში კაცთმოყვარეობის, ემპათიის უნარის გაღვივება; გაბმულ მეტყველებაზე მუშაობა, ლოგიკური თანამიმდევრობით თხრობა; მეტყველებაში ზრდილობიანი ფორმების გამოყენება; კრიტიკული აზროვნების განვითარება; გრაფიკული და წყვილში მუშაობის ჩვევების ფორმირება;

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

მისალმება, განწყობის შექმნა, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.


ვერბალური/
ზეპირსიტყვიერი
მთელ კლასთან
დაფა, ცარცი.
2წთ.
2



გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა
ვერბალური/
ზეპირსიტყვიერი
მთელ კლასთან
A4 ფორმატის ქაღალდზე დაბეჭდილი შეფასების კრიტერიუმები
2წთ.
3



წერითი დავალების შემოწმება (წინადადებების კონსტრუირება. გამოტოვებულია სიტყვები)
წაკითხვა, კომენტარი
ინდივიდუალური
კალამი, წებოვანი ღიმილები
3წთ.
4



წინარე ცოდნის გააქტიურება „სიკეთეა როცა...“
ასოციაციური რუკა
მთელ კლასთან
დაფა, ცარცი
4წთ.
5



წაკითხვა, ტექსტის თხრობაში ვარჯიში (ი. გოგებაშვილის „კეთილი სანდალა“
თვალით კითხვა, თხრობა გაგრძელებებით, ცხელი სკამი.
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო, ჩხირები ბავშვების სახელებით.
9წთ.
6
თავაზიანობის გამომხატველი ფორმები
კითხვა-პასუხი, ნაკლული ტექსტის შევსება
მთელ კლასთან, ინდივიდუალური
დავალების ბარათები, კალმები.
5წთ.
7
ტექსტის კონსტრუირება (ჩასვი გამოტოვებული ასოები). ტექსტის გაანალიზება, კავშირი დღევანდელი გაკვეთილის თემასთან
პრაქტიკული
წყვილებში
დავალების ფურცლები, კალამი
6წთ.
8
საშინაო დავალება: შევადგინოთ წინადადებები ზრდილობიანი ფორმების გამოყენებით. გაკვეთილის შეფასება, თვითშეფასება.
ვერბალური
მთელ კლასთან
ბარათები, რომლებზეც  დაბეჭდილია დასაწერი დავალების ინსტრუქცია.
4წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
აქვს ემპათიის და სხვისი ტკივილის, განცდის გაგების უნარი. შეუძლია ფაქტების გაანალიზება და მოქმედი გმირების საქციელის შეფასება, მეტყველებს მკაფიოდ, ჩანართების გარეშე, მარტივი და გამართული  წინადადებებით. შეუძლია ლოგიკური თანამიმდევრობით თხრობა, ზრდილობიანი ფორმების ადეკვატურად გამოყენება და წინადადებების შედგენა, გრაფიკული მაორგანიზებლის (ასოციაციური რუკის) გამოყენება. შეუძლია დავალების შესრულება მეწყვილესთან ერთად.

ქართ. I. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს;
  • ამოიცნობს და იყენებს სამეტყველო ეტიკეტის  ენობრივ ფორმულებს (მისალმება, დამშვიდობება, ბოდიშის მოხდა, მადლობის გადახდა და ა. შ.).
ქართ.  I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მეტყველებისას იყენებს წინადადების მოდალობებს (თხრობას, შეკითხვას, თხოვნას, ბრძანებას) და შესაბამის ინტონაციას;
ქართ.  I. 3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს სიტყვაში;
·         პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
·         იყენებს საკავშირებელ სიტყვებს (და, რომ, მაგრამ...);
·         წინადადების დასრულებას გამოხატავს პაუზით და შესაბამისი ინტონაციით;
·         თავს არიდებს პარაზიტი ჩანართების („ესე იგი“, „დიახ“, „მნა-მნა“...) გამოყენებას სამეტყველო პაუზების დროს.
ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სვამს / პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
·         ამოიცნობს პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას (მხიარული, მოწყენილი, გაკვირვებული და ა. შ.);
·         მონაწილეობს პერსონაჟის ჯგუფურ დახასიათებაში;
·         აფასებს მოსმენილს (მომეწონა / არ მომეწონა);
·         აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს (კეთილია / ბოროტია; კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა და ა.შ.);
ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს;
ქართ. I. 14. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წინადადებების შედგენა ნაცნობ თემებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მასწავლებლის მიერ მოცემული სიტყვების მიხედვით აგებს მარტივ წინადადებას;
·         სიტყვების დასაკავშირებლად მართებულად იყენებს კავშირებს (და, მაგრამ...);
·         სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს წინადადების ბოლოს.
ქართ. I. 15. მოსწავლეს შეუძლია გარკვეული საყრდენების დახმარებით მარტივი ყოფითი ტექსტების წერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ავსებს ტექსტში ნაკლულ ინფორმაციას;


შეფასების კრიტერიუმები:


გასაუმჯობესებელი
დამაკმაყოფილებელი
საუკეთესო
მასწავლებლის ინსტრუქციის გაგება
ვერ ახერხებს მასწავლებლის ინსტრუქციის გაგებას
ინსტრუქციის გასაგებად საჭიროებს დამატებით განმარტებებს
ზუსტად იგებს და მყისიერად ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციას
 ჩართულობა
ხშირად ეფანტება ყურადღება, ცდილობს, დარჩეს შეუმჩნეველი და თავი აარიდოს დავალებების შესრულებას.
ჩართულია ზოგიერთ აქტივობაში
მაქსიმალურად მოტივირებული, აქტიური და ჩართულია   საგაკვეთილო პროცესში
წყვილებში მუშაობა
მხოლოდ ერთი ასრულებს დავალებას, მეორე კი უმოქმედოა და მხოლოდ ყურებით შემოიფარგლება.
თითოეული ცდილობს დამოუკიდებლად შეასრულოს დავალება, რაც წარმოშობს კონფლიქტს მათ შორის.
შეთანხმებულად, მეგობრულად, პასუხისმგებლობების განაწილებით ასრულებენ დავალებას.
აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს.
აფასებს გმირის საქციელს, თუმცა ვერ ახერხებს დასაბუთებას.
გამოხატავს და ზოგჯერ ასაბუთებს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟის მიმართ.
არგუმენტირებულად, ფაქტებზე დაყრდნობით მსჯელობს პერსონაჟის შეფასებისას.
მართლმეტყველება, თხრობა
უჭირს წინადადებების გამართვა, აზრის ჩამოყალიბება და ლოგიკური თანამიმდევრობით თხრობა.
მეტყველებს ხმამაღლა, მკაფიოდ. მოგვითხრობს ლოგიკური თანამიმდევრობით. ხშირად ზედმეტად ხმარობს საკავშირებელ სიტყვებს; ნაკლებად იცავს ინტონაციას; მეტყველებაში აქვს პარაზიტული ჩანართები;

მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს სიტყვაში;
პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
იყენებს საკავშირებელ სიტყვებს;
წინადადების დასრულებას გამოხატავს პაუზით და შესაბამისი ინტონაციით;
თავს არიდებს პარაზიტი ჩანართების გამოყენებას სამეტყველო პაუზების დროს.
ზრდილობიანი ფორმების გამოყენება
ვერ ასახელებს ზრდილობიან ფორმებს
ასახელებს სიტყვის ზრდილობიან ფორმებს. უჭირს წინადადებების შედგენა მათი გამოყენებით.
ასახელებს და ადეკვატურად იყენებს მეტყველებაში სიტყვის ზრდილობიან ფორმებს.
წერა
ვერ ახერხებს წინადადების  დამოუკიდებლად ჩაწერას. 
ზოგჯერ ავიწყდება   ასოებსა და სიტყვებს შორის ადგილის გამოტოვება;  საჭიროებს გარკვეულ მინიშნებას და დახმარებას წინადადებების ჩაწერისას.
იცავს მანძილს ასოებსა და სიტყვებს შორის;  სწორად ორიენტირებს ბადიან რვეულში. უშეცდომოდ, დამოუკიდებლად, წერს რამდენიმე სიტყვიან წინადადებას რვეულში.


V გაკვეთილი 8.05.2018 წელი
გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:  ეკატერინე ლეკიაშვილი  
საგანი: ქართული ენა
სწავლების საფეხური/კლასი: I საფეხური Iკლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 21
გაკვეთილის თემა: ი. გოგებაშვილის „უსუნო ყვავილი“. (ნ. მაღლაკელიძე, ე. მაღლაკელიძე „დედაენა“ I კლასი, გამომცემლობა „მერიდიანი“)
გაკვეთილის მიზანი:   ზრდილობიანი ფორმების გამოყენება მეტყველებაში, სწორი კითხვისა და წერის ჩვევების დაუფლება. მეტყველების განვითარება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება.  აზროვნების განვითარება, საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და დასაბუთება. კავშირი განვლილ მასალასთან.  გრაფიკული  და ჯგუფური მუშაობის უნარების ფორმირება.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

მისალმება, განწყობის შექმნა, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.


ვერბალური/
ზეპირსიტყვიერი
მთელ კლასთან
დაფა, ცარცი.
2წთ.
2



გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა
ვერბალური/
ზეპირსიტყვიერი
მთელ კლასთან
A4 ფორმატის ქაღალდზე დაბეჭდილი შეფასების კრიტერიუმები
2წთ.
3



წერითი დავალების შემოწმება (წინადადებების შედგენა ზრდილობიანი ფორმების გამოყენებით)
წაკითხვა, შესწორება
ინდივიდუალური
კალამი, წებოვანი ღიმილები
3წთ.
4
მოსაწონი და დასაწუნი თვისებები
T დიაგრამა
ჯგუფებში, მთელ კლასთან
ფორმატი, წებო, სიტყვის ბარათები
5წთ.
5
რა დევს ყუთში?
ვარაუდების გამოთქმა
მთელ კლასთან
ყუთი, ნებისმიერი ყვავილი
2წთ.
6



ახალი ტექსტის (ი. გოგებაშვილის „უსუნო ყვავილი“) ახსნა. კითხვა და შინაარსის გააზრება. უცნობი სიტყვების ახსნა და წინადადებების შედგენა. კავშირი განვლილ მასალასთან
ფოლისტური, ბუქსირი, გაგრძელებებით. ვენის დიაგრამა
მთელ კლასთან, ინდივიდუალური
დიდი წიგნი, ამოჭრილი და მთლიანი ფურცლები ცალკეული სიტყვების წასაკითხად, სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი.
13წთ.
7



ხუთსიტყვიანი წინადადების სამ სიტყვიანად გადაკეთება და რვეულებში ჩაწერა.

მთელ კლასთან, ინდივიდუალური
რვეული, კალამი
5წთ.
8
საშინაო დავალება: „უსუნო ყვავილი“ კითხვით, კითხვებზე პასუხის გაცემა. დასაწერად და დასახატად:  „ჩემი მეგობარი“. გაკვეთილის შეფასება, თვითშეფასება.
ვერბალური/ ზეპირსიტყვიერი
მთელ კლასთან
სახელმძღვანელო, ფანქარი
3წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეს შეუძლია  ზრდილობიანი ფორმების ადეკვატურად გამოყენება და წინადადებების შედგენა; გრაფიკული მაორგანიზებლების (T დიაგრამის და ვენის დიაგრამის) მიზანმიმართულად გამოყენება საკითხის გაანალიზების და განვლილ მასალასთან პარალელის გავლების მიზნით; კითხულობს სწორად და შეგნებულად, ფრაზებად. ამოიკითხავს მითითებულ და დაფარულ სიტყვებს; შეუძლია ხუთ სიტყვიანი წინადადების სამ სიტყვიანად გადაკეთება და რვეულში ჩაწერა. მეტყველებს მკაფიოდ, მარტივი და გამართული  წინადადებებით; ეუფლება ჯგუფში მუშაობას. 

ქართ. I. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს;
ქართ.  I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მეტყველებისას იყენებს წინადადების მოდალობებს (თხრობას, შეკითხვას, თხოვნას, ბრძანებას) და შესაბამის ინტონაციას;
ქართ.  I. 3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს სიტყვაში;
·         პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
·         წინადადების დასრულებას გამოხატავს პაუზით და შესაბამისი ინტონაციით;
ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სვამს / პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
·         იხსენებს მოსმენილის მსგავს ამბავს.
ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს მითითებულ სიტყვას;
·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს;
·         წინადადების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას;
ქართ. I. 10. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         განარჩევს ერთმანეთისაგან წიგნის გარეკანს, თავფურცელს, სათაურს, ძირითად ტექსტს, ავტორის გვარსა და სახელს, ტექსტის ბოლოს მოცემულ კითხვებს;
·         განარჩევს ერთმანეთისაგან ტექსტის სიტყვიერ და არასიტყვიერ  ნაწილებს (ილუსტრაციებს, პირობით ნიშნებს).
ქართ. I. 11. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის აღქმა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მთლიანობაში აკვირდება ტექსტის კომპოზიციურ აგებულებას და ასახელებს ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებს (სათაურს, ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს, მაგ., მსხვილ შრიფტს და სხვ.);
·         პოულობს სასვენ ნიშნებს (მაგ., წერტილს, კითხვის ნიშანს და სხვ.).
ქართ. I. 13. მოსწავლეს  შეუძლია კარნახით წერა და ნაბეჭდი ტექსტიდან / დაფიდან მარტივი წინადადებების გადაწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ნაბეჭდი ფურცლიდან/დაფიდან გადაწერს სიტყვებს, წინადადებებს;
·         დამოუკიდებლად წერს სიტყვებს, რომელთა ორთოგრაფიული ხატი მისთვის ნაცნობია. 
ქართ. I. 14. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წინადადებების შედგენა ნაცნობ თემებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მასწავლებლის მიერ მოცემული სიტყვების მიხედვით აგებს მარტივ წინადადებას;
·         სიტყვების დასაკავშირებლად მართებულად იყენებს კავშირებს (და, მაგრამ...);
·         სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს წინადადების ბოლოს.

შეფასების კრიტერიუმები:


გასაუმჯობესებელი
დამაკმაყოფილებელი
საუკეთესო
მასწავლებლის ინსტრუქციის გაგება
ვერ ახერხებს დამოუკიდებლად მასწავლებლის ინსტრუქციის გაგებას
ინსტრუქციის გასაგებად საჭიროებს დამატებით განმარტებებს
ზუსტად იგებს და მყისიერად ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციას
ჩართულობა
ხშირად ეფანტება ყურადღება, ცდილობს, დარჩეს შეუმჩნეველი და თავი აარიდოს დავალებების შესრულებას.
ჩართულია ზოგიერთ აქტივობაში
მაქსიმალურად მოტივირებული, აქტიური და ჩართულია   საგაკვეთილო პროცესში
ჯგუფებში მუშაობა
მხოლოდ ერთი ასრულებს დავალებას, დანარჩენი კი უმოქმედოა და მხოლოდ ყურებით შემოიფარგლებიან.
თითოეული ცდილობს დამოუკიდებლად შეასრულოს დავალება, რაც წარმოშობს კონფლიქტს მათ შორის.
შეთანხმებულად, მეგობრულად, პასუხისმგებლობების განაწილებით ასრულებენ დავალებას.
აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს.
აფასებს გმირის საქციელს, თუმცა ვერ ახერხებს დასაბუთებას. უჭირს პირად გამოცდილებასთან დაკავშირება.
აფასებს გმირის საქციელს, თუმცა უჭირს დასაბუთება და არგუმენტების მოყვანა.
არგუმენტირებულად, ფაქტებზე დაყრდნობით მსჯელობს პერსონაჟის შეფასებისას. უკავშირებს საკუთარ გამოცდილებას.
მართლმეტყველება
უჭირ სიტყვების, წინადადების მკაფიოდ, გამართულად წარმოთქმა
მეტყველებისას უშვებს შეცდომებს სიტყვების სწორად წარმოთქმისას, თუმცა თვითონვე ასწორებს
სიტყვებს, წინადადებას გამოთქვამს მკაფიოდ და სწორად.
კითხვა
კითხულობს ასო-ასო, მარცვლებად. ხშირად ვერ გებულობს წაკითხულს; ხმის ტემბრი მონოტონური და ერთგვაროვანია. არ იყენებს მახვილებს და პაუზებს.
კითხულობს სიტყვებად. ხშირად ამოკითხვა უჭირს, ჩერდება და სიტყვებს იმეორებს. შესაბამისად ხან ააჩქარებს, ხან ანელებს კითხვას. ზოგჯერ სასვენ ნიშნებს და ინტონაციას  არასწორად იყენებს.
კითხულობს ხმამაღლა,  მკაფიოდ, ფრაზებად, ზომიერი ტემპით სწორად აკეთებს  პაუზებს და მახვილებს. ცვლის ხმის ტემბრს და ინტონაციას.
წერა
ვერ ახერხებს წინადადების დამოუკიდებლად წერას, უკეთ გამოსდის გადაწერა
ზოგჯერ ავიწყდება   ასოებსა და სიტყვებს შორის ადგილის გამოტოვება;  მხოლოდ ნაბეჭდზე რამდენჯერმე დახედვის შემდეგ ახერხებს წინადადების ჩაწერას რვეულში.
იცავს მანძილს ასოებსა და სიტყვებს შორის;  სწორად ორიენტირებს ბადიან რვეულში. უშეცდომოდ, დამოუკიდებლად  წერს რვეულში.

1 комментарий: