"ჩაიდანი სახელად პომპეუსი"
(ფსიქოთერაპიული ზღაპარი)
ბავშვის ასაკი: 4 – 8 წელი.
მიზნობრიობა: ქცევის მართვა, ემოციური მდგომარეობების მართვა.
იყო და არა იყო რა. ერთ მაღაზიაში ცხოვრობდა თავისთვის და არაფერზე დარდობდა ჩაიდანი სახელად პომპეუსი. ისეთი კარგი და მშვენიერი იყო ნებისმიერს გაუკვირდებოდა, ლამაზი ცხვირით, ხელსაკიდით. თეთრი, თოვლივით ქათქათა.
მოვიდა დრო და ჟამი და ის იყიდეს. მიიტანეს სახლში, გარეხეს, ჩაასხეს წყალი და დადგეს ცეხლზე. პომპეუსს ეს ყველაფერი ძალიან ესიამოვნა. პომპპეუსს ადამიანები ძალიან მოეწონა, აგრეთვე ის ტაფებიც, ჭიქებიც და თეფშებიც რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობდნენ. პოემპეუსს ძალიან სწრაფად შეუყვარდა ეს ადგილი - მისი სამზარეულო. პომპეუსს ჯერ კიდევ მაღაზიაში უყვებოდნენ იმის შესახებ, რომ მისი დამხმარებით წყალს აადუღებდნენ და ადამიანები ძალიან გემრიელ ჩაის მიირთმევდნენ. ძალიან დაწვრილებით იცოდა პომპეუსმა ის რომ ადამიანებს ჩაიდანი ძალიან სჭირდებოდათ და მის გარეშე მათი ცხოვრება ზოგჯერ წარმოუდგენელიც კი იყო. ისიც იცოდა რომ ადამიანებს პომპეუსთან მეგობრობა უნდოდა. პომპეუსის შიგნით რაღაც გაურკვეველი ხდებოდა, ყველაფერი ბუყბუყებდა და ირხეოდა, ის ძალიან ცხელი გახდა. პომპეუსის თავსახური დახტოდა, ცხვირიდან კი გაურკვეველი გამაყრუებელი სტვენა ისმოდა. პომპეუსს ძალიან შეეშინდა და წყლის აქეთ - იქით, ქაოტურად ამოფრქვევა დაიწყო. გაბრაზდა და განრისხდა, გაუნაწყენდა ყველაფერს მთელს სამყაროში. ვერ გებულობდა რას უშვრებიან ასეთს და რას ერჩიან, რატომ აწვალებენ. მისთვის ეს ყველაფერი ძალიან გაურკვეველი და გაუგებარი იყო. პომპეუსი განსრისხებული იყო და ყველა ახალ მეგობარს ძლიერ ეჩხუბებოდა. ამ დროს ადამიანებმა მასთან მისვლა გადაწყვიტეს თუმცა მისი ცხელი, მდუღარე შხეფების გამო მის შველას ვერ ახერხებდნენ. გარშემომყოფები აღელდნენ და თავებზე იტაცეს ხელები. ყვიროდნენ: „ასე ხომ არ შეიძლება! დამშვიდდი, დაწყნარდი!“ მაგრამ პომპეუსი ამის გაგონებაზე სულ უფრო და უფრო ბრაზდებოდა და სულ უფრო ძლიერ ისროდა მდუღარე შხეფებს. რამდენიმე ხანში პომპეუსმა იგრძნო რომ მდუღარე შხეფები შესუსტდა და გამაყრებელი სტვენაც იკლებდა. ამით ისარგებლეს ადამიანებმა, მიირბინეს და მის ქვეშ არსებული ცეცხლი გამორთეს. პომპეუს ეს ძალიან ესიამოვნა და მშვიდად ამოისუნთქა. ამ ყველაფერმა მას შვება მისცა. ის უკვე აღარ ბრაზდებოდა და აღარ ჩხუბობდა, მრისხანებაც სადღაც გამქრალიყო. თუმცა ყველაზე ცუდი ის იყო რომ მასში წყალი უკვე აღარ დარცენილიყო და სასიამოვნო ჩაის უკვე ვერავინ მოამზადებდა. ჩაიდანი გვერდზე გადადგეს და ამ აურზაურის შემდეგ მას უკვე აღარავინ ეკარებოდა. პომპეუსმა მოიწყინა. მას ამ ამბავმა დიდი დარდი მოუტანა, რადგან ის დიდი ხანი ოცნებობდა კარგ მეგობრებზე, ოჯახზე და მზრუნველ ადამიანებზე. მისი ამ ქცევის გამო კი მასთან ურთიერთობა და საუბარი აღარავის უნდოდა.
ერთხელაც, ერთ მშვენიერ საღამო ხანს, სახლის ფანჯრებს ახლოს კეთილი ფერია მიფრინავდა. ფერიამ შეამჩნია პომპეუსი, რამდენიმეჯერ შემოუფრინა გარშემო, მის გვერდზე ჩამოჯდა და ჰკითხა: „რა მოგივიდა ლამაზო ჩაიდანო პომპეუს? რატომ ხარ ასეთი მოწყენილი?“ პომპეუსმა უპასუხა: „ჩემთან არავის არ უნდა საუბარი და ურთიერთობა, იმიტომ რომ, როდესაც მე ცხელი ვხდები ვჩხუბობ, ვბრაზდები და მდუღარე შხეფებს ვისვრი აქეთ იქით.“ ფერიამ ყურადღებით მოისმინა ჩაიდანი პომპეუსის დარდი და უპასუხა: „მე შემიძლია დაგეხმარო, მაგრამ შენც აუცილებლად უნდა შეეცადო!“ – „მე გავაკეთებ ყველაფერს რაც შემეძლება კეთილო ფერიავ, რისი ძალაც მექნება ყვეაფერს გავაკეთებ“ - უპასუხა ჩაიდანმა პომპეუსმა. „მაშ ასე, როდესაც შენ დუღილს დაიწყებ იმავე წამს მხიარული სიმღერაც დაიწყე. ამავე დროს შეეცადე თავსახური მჭიდროდ იყოს შენზე დაფარებული, ეს იმისათვის რომ წყალი არ გადმოვიდეს. ასე რომ გააკეთებ, შენ თავისუფლად მოგიახლოვდებიან ადამიანები და შენს დაბლა ანთებულ ცეცხლს გამორთავენ. როდესაც ცეცხლი აღარ იქნება შენი მდგომარეობაც გამოსწრდება, შენც დამშვიდდები და ამის შემდეგ ადამიანები გემრიელ და არომატულ ჩაისაც თავისუფლად მიირთმევენ.“ - თქვა კეთილმა ფერიამ და გაუჩინარდა.
დილით ადრე ჩაიდანს მოუახლოვდა ქალი. მან ძალიან დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით დაათვალიერა პომპეუსის ყველა მხარე, თუმცა მაინც სცადა მასში წყალის ჩასხმა და ცეცხლზე შემოდგმა. რამდენიმე წუთის შემდეგ პომპეუსმა ისევ იგრძნო სიმხურვალე, ბუყბუყი და ის მდგომარეობა რამაც ადრე ასე ძლიერ გამოიყვანა წყობილებიდან, თუმცა ახლა უკვე იცოდა რაც უნდა გაეკეთებინა. პომპეუსმა თავისი სასტვენით მხიარული სიმღერა დაიწყო. შემდეგ კი მოვიდა ისევ ის ქალი და ცეცხლი მშვიდად გათიშა. პომპეუსი მიხვდა თუ რა იყო მისი დანიშნულება. ამ ამბავმა ის ძალიან გაახარა და სიამოვნებაში მყოფმა ყველა თავისი მომრგვალებული მხარეების გამოყენებით გაანათა. რამდენიმე წამში მისკენ უკვე თამამად მიიწევდნენ კოვზები, თეფშები, ჭიქები და სამზარეულოს სხვა ბინადრები იმისათვის რომ უფრო ახლოს გაეცნოთ ეს ლამაზი ჩაიდანი სახელად პომპეუსი, რომელიც მათი ახალი, კარგი, ჭკვიანი და ცოდნით სავსე მეგობარი გახდებოდა.
პომპეუსმა ისწავლა საკუთარი შესაძლებლობების სწორად გამოყენება - დუღილის მართვა - და ეს უნარი მას ეხმარებოდა გარშემომყოფებისთვის სასარგებლო ყოფილიყო, ეხმარებოდა სითბო ეჩუქებინა ადამიანებისთვის და არომატული ჩაით დამტკბარიყვნენ.
კითხვები გააზრებისთვის:
- რა დაგამახსოვრდა? რა მოგეწონა? რა არ მოგეწონა?
- რა ისწავლა პომპეუსმა?
პატივისცემით,
ზურაბ ქარჩავა - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი
Комментариев нет:
Отправить комментарий