გვერდები

13.06.2019

უცოდინარი, რომელმაც არ იცის რომ უცოდინარია

                                                            დანინგ-კრუგერის ეფექტი
      ანაქსიმენე

    ერთხელ ფილოსოფოს ანაქსიმენეს თავისმა ახალგაზრდა მოწაფემ ჰკითხა თუ რა იყო იმის მიზეზი, რომ ყოველ მომდევნო წელს ეჭვი ეპარებოდა იმაში, რაზეც წინა წელს დარწმუნებით საუბრობდა. ანაქსიმენემ ქვიშაზე ორი წრე დახაზა, ერთი დიდი და ერთი პატარა და თქვა: პატარა წრე-ეს არის ის რაც ახალგაზრდობაში ვიცოდი, დიდი წრე არის ის რაც ვიცი ახლა. წლების განმავლობაში ჩემი ცოდნის საზღვრები იზრდება. ყველაფერი რაც ცოდნის წრის გარშემოა არის უცოდინრობა. რაც უფრო ფართოა ცოდნის წრე, მით უფრო მეტი შეხება აქვს მას არცოდნასთან, მით მეტ შეკითხვას და ეჭვს ბადებს.
  როგორც ანაქსიმენეს ახსნიდან ვიგებთ, ცოდნასა და უცოდინრობას შორის არსებობს შემდეგი სახის დამოკიდებულება – რაც უფრო მეტი იცის ადამიანმა კონკრეტული თემის გარშემო მით უკეთ აცნობიერებს იმას რა არ იცის. არსებული ცოდნა მას აძლევს შესაძლებლობას განსაზღვროს, თუ რა ინფორმაციას ფლობს და კიდევ რა სჭირდება, იმისთვის, რომ სრულყოფილი ცოდნა ჰქონდეს. მაგრამ ამავდროულად, მისი თავდაჯერებულობა იკლებს, რადგან შეფასებაში უფრო კრიტიკული ხდება, ცდილობს საკითხის სრულყოფილ გააზრებას, რაც ხშირ შემთხვევაში, იმდენად რთული და მრავალმხრივია, რომ ძნელი ხდება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. უცოდინარ ადამიანს ეს არ აწუხებს, მისი თვალსაზრისი და გადაწყვეტილება ყოველთვის მყარია, რადგან არ აქვს ინფორმაცია იმ უამრავი დეტალის შესახებ, რაც კონკრეტულ საკითხს შეიძლება ეხებოდეს და რაც შეიძლება რომ ეჭვისა და მერყეობის საფუძველი გახდეს.


წყარო: 4motive.com

Комментариев нет:

Отправить комментарий