გვერდები

14.06.2019

იგავი


საინტერესო იგავს გადავიწყდი სადღაც და თქვენც გაგიზიარებთ:


    ოკეანეს უამრავი ზღვის ვარსკვლავი გამოერიყა ნაპირზე და დასაღუპად განწირულები უიმედოდ იკლაკნებოდნენ.
…იქვე გოგონა ფაციფუცობდა, ხელში აჰყავდა ზღვის ვარსკვლავები და წყალში აბრუნებდა.
ერთმა კაცმა დაინახა, მივიდა გოგონასთან და უთხრა:
“შვილო, ტყუილად ჯახირობ, ასობით ზღვის ვარსკვლავია გამორიყული, მათ აღარაფერი ეშველება, ჯობია შეეგუო… შენ მაინც ვერაფერს შეცვლიო”
გოგონას მწარედ გაეღიმა, კაცის დასანახად კიდევ ერთი ზღვის ვარსკვლავი წყალში მოისროლა და უთხრა:
“აი, ამის ცხოვრება მე უკვე შევცვალეო”

Комментариев нет:

Отправить комментарий