გვერდები

18.03.2021

 1. "განათლება ადამიანს ღირსებას მატებს, მონაც კი იწყებს იმის გააზრებას, რომ იგი მონობისთვის არ არის დაბადებული" - დენი დიდრო.

2. "განათლება- ორლესული იარაღია, რომლის გამოყენება შეიძლება ადამიანთა სასარგებლოდაც და საზიანოდაც.საქმე იმაშია, თუ ვის უჭირავს იგი ხელში და რა მიმართულებით ხმარობს ის ამ იარაღს" - იაკობ გოგებაშვილი.

3. "განათლებულსა და გაუნათლებელ ადამიანს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც მკვდარსა და ცოცხალს შორის" - არისტოტელე.

4. "განათლება კარგ ადამიანს აკეთილშობილებს, ხოლო ცუდს უარესად აქცევს" - თომას ფულერი.

5. "განათლება დიდებული საშუალებაა პიროვნების განვითარებისათვის.სწორედ განათლების წყალობით შეიძლება გახდეს გლეხის შვილი -ექიმი, მეშახტის შვილი -შახტის დირექტორი, ფერმერის შვილი-ქვეყნის პრეზიდენტი" - ნელსონ მანდელა.

6. "მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა" - აკაკი წერეთელი.

7. "განათლება არის ის, რაც რჩება ადამიანს, როცა ყველაფერი დაავიწყდება, რაც სკოლაში ასწავლეს.30 წლის შემდეგ თქვენ უეჭველად დაგავიწყდებათ ყველაფერი, რასაც სკოლაში გასწავლიდნენ.გემახსოვრებათ მხოლოდ ის, რაც სინამდვილეში თავად ისწავლეთ" - აინშტაინი.

8. "ქვეყანა იმით კი არ არის უძლური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე გონება-გახსნილი გულ-განათებული კაცები არა ჰყავს" - ილია ჭავჭავაძე.

9. "აღზრდა, რამდენადაც ეს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს მოქმედებაზეა დამოკიდებული, არის ქვეყნად არსებული ყოველგვარი კეთილისა და ბოროტების, ბედნირებისა და უბედურების უპირველესი წყარო" - რობერტ ოუენი.

10. "განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს" - ილია ჭავჭავაძე

Комментариев нет:

Отправить комментарий