გვერდები

21.03.2019

მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს


        21 მარტს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება.
       დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა და ის არ არის დაავადება. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს ნაცვლად 46 ქრომოსომისა, აქვს დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.
     დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. ჯონ დაუნი მეცნიერია, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.
      2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, "უთვალავი წინდის (LOTS OF SOCKS) ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად.

18.03.2019

სიბრძნის სიმფონია



       ნუ იტრაბახებ შენი ცოდნით და ნუ გადიდგულდები იმით, რომ სწავლული ხარ. სწავლა მიიღე არა მარტო განსწავლულისგან, არამედ მისგანაც, ვისაც ბევრი არაფერი უსწავლია. კარგი აზრი დაფარულია, ვითარცა ქვა პატიოსანი და მას ხშირად პოულობენ იმ ადამიანებთან, რომელნიც დოლაბს ატრიალებენ, ხორბალს ფქვავენ. 
                                                                                                  ვეზირ პტაჰოტების სიბრძნე

12.03.2019

სსიპ ქალაქ ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლა









       პრეზენტაცია გავაკეთე ღონისძიებისთვის, რომელიც 2019 წლის 28 თებერვალს იმ მასწავლებლებისთვის გაიმართა, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდნენ მომავალი თაობების აღზრდას III საჯარო სკოლაში.

 პრეზენტაციის ლინკი